რა არის seo ? – seo(საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია) არის პროცესი ორგანული მეთოდებით დააოპტიმიზირო შენი ვებსაიტი რათა აღმოჩნდე საძიებო სისტემის შედეგების მოწინავე პოზიციებზე.
Seo რას მოიცავს – seo მომსახურება მოიცავს შემდეგ ეტაპებს ესენია: საძიებო სიტყვების კვლევა, on-page seo, off-page seo, technical seo და mobile seo ოპტიმიზირებას.
Seo მნიშვნელობა – სწორად განხორციელებული ვებ-გვერდის seo ოპტიმიზაციით შენ შეძლებ, მოიზიდო და გაზარდო საიტზე შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, ეგრეთწოდებული ორგანული ტრაფიკი, შესაბამისად დააკონვერტირო გაყიდვებში, ბრენდის ცნობადობის გაზრდასა და სხვა შენთვის დასახულ მიზნებში.
რა არის seo
Seo ოპტიმიზაცია არის inbound(ორგანული) მარკეტინგის ერთ-ერთი ფორმა რა დროსაც, seo ოპტიმიზაციით ხდება ვებსაიტის პოზიციების ზრდა საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე, brand ის ცნობადობის გაზრდა და საიტის მიერ გუგლის rank ფაქტორების დაკმაყოფილება. Seo ოპტიმიზაცია მოიცავს:
- საძიებო სიტყვების კვლევა;
- On-page seo ოპტიმიზაცია;
- ტექნიკური seo ოპტიმიზაცია;
- ლოკალური seo ოპტიმიზაცია;
- Off-page seo ოპტიმიზაცია;
მანამ დეტალურად გადავიდოდე თუ რა არის სეო, მანამ მოკლედ მიმოვიხილოთ მისი მუშაობის პრინციპი.
ყველაზე მარტივად რომ განვმარტოთ seo ოპტიმიზაცია გულისხმობს, საიტის ოპტიმიზირებას იმგვარად, რომ გუგლის და სხვა საძიებო სისტემის ბოტებმა შენი ვებ-საიტი მარტივად აღმოაჩინონ და სწორად დააინდექსირონ(შენ მიერ შექმნილი კონტენტი საიტზე სწორად გამოჩნდეს),
ამისთვის კი საჭიროა
seo სპეციალისტის მიერ ჩატარებული სეო სამუშაოები, სადაც ხდება საიტის პოზიციების გაუმჯობესება ძიების შედეგების გვერდზე, საბოლოოდ, ორგანული მეთოდით ვებსაიტის ხილვადობის გაზრდა პოტენციური სამიზნე აუდიტორიისთვის.
საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის პროცესი კი გულისხმობს, ძირითად შემთხვევაში google-ის მიერ გვერდისთვის დადგენილი ranking ფაქტორების დაკმაყოფილებას:
- საიტის სისწრაფე(core web vital)
- Mobile responsiveness – საიტის მობილური ვერსიისთვის ოპტიმიზირება, რადგან გუგლისთვის და სხვა საძიებო სისტემებისთვის არსებობს mobile-first indexing წესი. ანუ google უფრო მეტ ყურადღებას აქცევს მობილურით შემოსული ვიზიტორისთვის შენი საიტი არის თუ არა მარტივად სანავიგაციო და ტექნიკურად ოპტიმიზირებული.
- დომენის და გვერდების ავტორიტეტი – E-E-A-T მაჩვენებელი. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია შენი ვებსაიტი რა პოზიციას დაიკავებს SERP-ში.
- ლოკალური SEO – რამდენადაა შენი საიტის ოპტიმიზირებული ადგილობრივი ვიზიტორებისთვის( GOOGLE MY BUSINESS)
- საიტის სტრუქტურა – რამდენად კარგადაა შენი საიტი სტრუქტურირებული როგორც ვიზიტორებისთვის(USER EXPERIENCE), რამდენად მარტივად ხდება საიტზე ნავიგაცია მათი მხრიდან, მეორეს მხრივ კი როგორაა გვერდები შიდა ლინკებით სტრუქტურირებული, რათა საძიებო ბოტების მხრიდან მარტივად იქნას ისინი აღმოჩენილი.
- საძიებო სიტყვების კვლევა – საძიებო სიტყვები(ქივორდები) არის ის ტერმინები, რომელსაც პოტენციური ვიზიტორი იყენებს რაიმეს მოსაძებნად google-ში, არსებობს საინფორმაციო, კომერციული, ტრანზაქციული და ბრენდირებული(სანავიგაციო) ქივორდები.
გონივრული SEO კამპანიით შენ შეძლებ დაიკავო მოწინავე ადგილი Google-ის საძიებო სისტემის შედეგების ველზე, შესაბამისად მიიღო უფრო მეტი ჩართულობა პოტენციური მომხმარებლებისგან და გაზარდო შანსი შენ მიერ დასახული მარკეტინგული მიზნების განხორციელების შანსები.
წარმატებული SEO კამპანიით შეძლებ, მუდმივ რეჟიმში იყო პოტენციური მძებნელისთვის პირველ 5 ოფციაში.

თანამედროვე SEO არის კომპლექსური პროცესი, რომელიც მოიცავს მრავალი განსხვავებული სტრატეგიის განხორციელებას. წარმატებული კამპანიისთვის საკმარისი არაა მხოლოდ შესაბამისი Keyword-ების განლაგება კონტენტში, არამედ სამუშაო პროცესი მოითხოვს ისეთი ტიპის საქმიანობებს, როგორებიცაა: · ზრუნვა და მუდმივ რეჟიმში მონიტორინგი user experience-ის ( მომხმარებლის გამოცდილება) · Backlink-ების მოპოვება · სურათების ოპტიმიზაცია · URL სტრუქტურის ოპტიმიზაცია · საიტის ნავიგაციის მოწესრიგება
და სხვა მნიშვნელოვანი სტრატეგიების განხორციელება.
SEO სპეციალისტის სამუშაო პროცესი
როგორც დამწყებს ალბათ გაქვს კითხვები, თუ რა არის ის ზუსტი დავალებები, რაზეც ორიენტირებულია SEO სპეციალისტი.
სწორედ, აღნიშნული სახელმძღვანელო დაგეხმარება მოგაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია და შეგიქმნას სრული სურათი, თუ რას მოიცავს SEO სპეციალისტის საქმიანობა.
შენ მოგეთხოვება შემდეგი უნარები:
· ჩაატარო მომხმარებლების კვლევა და გაიგო თუ რას ეძებს შენი სამიზნე აუდიტორია
· ჩაატარო Keyword კვლევა, გაიგო ის ზუსტი keyword-ები და ფრაზები, რასაც შენი სამიზნე აუდიტორია იყენებს
· განახორციელო on-page seo
· განახორციელო off-page seo
· ჩაატარო ანალიზი და განახორციელო მუდმივი seo აუდიტი რათა გაიგო თუ როგორ მუშაობს შენი SEO კამპანია და გაზომო საბოლოო შედეგები
როგორც SEO სპეციალისტს გჭირდება იყო ადაპტირებადი, გქონდეს საკმარისი ინფორმაცია მიმდინარე SEO ტრენდებზე.
ანალიტიკური უნარი არის არსებითი ფაქტორი ნებისმიერი წარმატებული seo სტრატეგიისთვის, ამისთვის კი დაგეხმარება ისეთი ხელსაწყოების გამოყენება როგორიცაა: Google Analytics და Google Search Console. აღნიშნული ხელსაწყოები გაგამარტივებს პროცესს მოერგო განახლებულ საძიებო სისტემის ალგორითმებს.
როგორ მუშაობენ საძიებო სისტემები?
საძიებო სისტემების ალგორითმის მუშაობის პრინციპი შემდეგია, ის იყოფა სამ ძირითად ნაწილად:
- Crawling – ეს არის პირველი ეტაპი, რა დროსაც google-ის თუ სხვა საძიებო სისტემის ბოტები, აკეთებენ შენი საიტის გვერდების crawling-ს(აღმოჩენა და წაკითხვა). ამ დროს ხდება ბოტების მიერ როგორც ტექსტური ასევე ვიზუალური ნაწილის აღქმაც.
- Indexing – მას შემდეგ რაც საძიებო ბოტები გაანალიზებენ საიტზე არსებულ გვერდს(კარგად თუ ცუდად ეს seo ოპტიმიზაციაზეა დამოკიდებული), საბოლოოდ ხდება გვერდის საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე გამოჩენა(google-ში).
- Ranking – google-ის თუ სხვა საძიებო სისტემების მხრიდან საბოლოოდ ხდება ranking ფაქტორების საფუძველზე, საიტის პოზიციის განსაზღვრა, თუ ძიების შედეგების რომელ გვერდზე ან გვერდის მერამდენე სექციაში განთავსდება.
seo ოპტიმიზაცია კი სწორედ ამას ისახავს მიზნად, რომ ალგორითმის მუშაობის სამივე ეტაპზე, მოახდინოს ვებ-გვერდის seo ოპტიმიზირება და დახვდეს საიტი ბოტებს სამივე ეტაპზე.
ამაზე უფრო დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებ მაგრამ ძირითადი პრინციპები რაც სეო ოპტიმიზაცია მოიცავს ამ სამივე ეტაპის დასაკმაყოფილებლად შემდეგია:
- საიტის სტრუქტურის გამართვა(შიდა გადამისამართებით და ზოგადი ვებსაიტის ჩონჩხი უნდა იყოს სტრუქტურირებული).
- საიტის სისწრაფის გაუმჯობესება – აქ დეველოპერი, სეო სპეციალისტთან ჩართულობით განსაზღვრავს თუ საიტის კომპონენტები(რა ლოგიკით უნდა იყოს დაწერილი), იქნება ეს ssr, csr, ssg, თუ isr, ანუ სად მოხდება გვერდის დარენდერებული კოდის ჩატვირთვა ვიზიტორის ბრაუზერში თუ სერვერი უკვე დარენდერებულ ვერსიას მიაწვდის.
- კონტენტის გამართულობა- რამდენადაა გვერდზე/კონტენტში ის სამიზნე რელევანტური ქივორდები რომელზეც სურს საიტის მფლობელს გვერდის გამოჩენა, რომ ბოტი მიხვდეს შინაარსს და კონტექსტს.
რა არის საძიებო სისტემის Page ranking ფაქტორი?
რა არის seo ეს უკვე გავიარეთ, ახლა კი მიმოვიხილოთ ის ranking ფაქტორები/სიგნალები, რომლებიც ვებგვერდის პოზიციონირებას განსაზღვრავენ serp-ში.
Page ranking ფაქტორი არის ოფიციალური დირექტივა, ჩამონათვალი იმ წესებისა რასაც საძიებო ალგორითმი ითვალისწინებს, პირობითად ორი საიტიდან რომელმა უნდა დაიკავოს მაღალი პოზიცია საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე.
ყველა საძიებო სისტემას აქვს თავიანთი ranking ფაქტორები მაგრამ ამ შემთხვევაში მიმოვიხილოთ google-ის guideline. https://developers.google.com/search/docs/appearance/ranking-systems-guide.
დაახლოებით 200-მდე ფაქტორია, თუმცა მათი წონა და მნიშვნელობა თანაბარი არაა,
მიმოვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი page ranking ფაქტორები,
შენიშვნა: მანამ მიმოხილვას გავაკეთებდეთ, ვახსენებ რომ სხვადასხვა ენებისთვის google-ის ალგორითმი სხვადასხვანაირია, რაც ძირითადად განპირობებულია ენის ფაქტორით, ქართულ ენაში ჩემი დაკვირვებით საბაზისო და ფუნდამენტურ წესებზე ხდება აქცენტირება.
· საიტის სისწრაფე: გუგლის საძიებო ალგორითმიც რომ გვერდზე გადავდოთ, თუ შენი საიტი არ იტვირთება სწრაფად მომხმარებელიც არ დააყოვნებს და სხვა საიტს აირჩევს მისი შესაფერისი ინფორმაციის სანახავად. რაც შეეხება საძიებო ბოტებისთვის აქ მთავარი, სერვერის რესპონსიულობაა თუ რამდენად სწრაფად ხდება ბოტების მიერ მოთხოვნილი request-ების დაკმაყოფილება(მაგალითად კონკრეტულ გვერდს მოაკითხა და მისი გაანალიზება სურს, ეს გვერდი კი სერვერზე ინახება). უფრო დეტალურად ქვემოთ, ტექნიკური seo ოპტიმიზაციის დროს მიმოვხილავთ.
· Mobile first indexing – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, საძიებო ბოტებისთვის დააყენოს შენი გვერდი მოწინავე პოზიციაზე serp-ში. გუგლის ბოტები პირველ რიგში ამოწმებენ და ნახულობენ როგორ გამოიყურება გვერდი მობილური ვერსიისთვის. შესაბამისად რაც არ უნდა გამართული და ოპტიმიზირებული იყოს შენი საიტის desktop ვერსია, მაგრამ არა mobile ვერსია შენი ვებსაიტი ჩამოქვეითდება serp-ში.
· Search intent (მომხმარებლის სურვილის დაკმაყოფილება) – ერთია ამოარჩიო შენთვის რელევანტური საძიებო სიტყვები/ტერმინები, მაგრამ თუ ის არ შეესაბამება პოტენციური მძებნელის სურვილს, შენი გვერდი ავტომატურად ჩამოქვეითდება ქვემოთ. მაგალითად თუ გსურს გამოაჩინო შენი ბლოგის გვერდი საძიებო ტერმინზე ნოუთბუქების ყიდვა და მომხმარებლის რეალური განზრახვა არა ბლოგის წაკითხვა არამედ კომერციული ნოუთბუქის შეძენის სურვილია და ის ეძებს ონლაინ მაღაზიას, შენი ბლოგის გვერდი ავტომატურად ქვემოთ ჩამოქვეითდება.
· E-E-A-T :
გამოცდილება(Experience)
ექსპერტიზა(Expertise)
ავტორიტეტულობა(Authoritativeness)
სანდოობა(Trustworthiness).
ეს არის გუგლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ranking სიგნალი, მოკლედ რომ განვმარტოთ, ის ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს. შენს საიტზე არსებული ინფორმაცია რამდენად არის პირველადი, ანუ რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით არის თუ არა შექმნილი, მაგალითად ტექნოლოგიური ბლოგ საიტები. ასევე გუგლის ალგორითმი ამოწმებს რამდენად ექსპერტული ხარ ამ სფეროში რაშიც შენი საიტი მოღვაწეობს, იქნება ეს first-hand ინფორმაცია, შენი მოხსენიება სხვა ვებსაიტების მიერ ან უშუალოდ შენი კლიენტების/მომხმარებლების მიერ. რამდენად ხშირად გახსენებენ და გციტირებენ სხვა საიტებიდან, განსაკუთრებით შენი ნიშის სფეროებიდან, რომლებიც ასევე მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ და გლინკავენ შენ როგორც სანდო და ღირებულ ბრენდად.
· Usefulness – აღნიშნული page ranking მეტრიკი განსაზღვრავს თუ საიტზე შემოსული მომხმარებლისთვის, გვერდზე არსებული ინფორმაცია თუ კონტენტი რამდენად ღირებულია, გუგლის ალგორითმი ზომავს bounce rate და dwell time(საიტზე შემოსვლიდან რამდენ ხანში გავიდა ვიზიტორი), თუ ეს მაჩვენებელი მაღალია ესეიგი google-ის ალგორითმი თვლის რომ რადგან ვიზიტორებისთვის ეს გვერდი საინტერესოა და მათ აქვთ ინტერაქცია საიტზე არსებულ ელემენტებზე, ის გადაწყვეტს რომ გვერდს მაღალი პოზიციები მიანიჭოს.
seo მნიშვნელობა, რატომაა seo მნიშვნელოვანი ბიზნესებისთვის
საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, არის ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, კერძოდ Inbound მარკეტინგის ფორმა, ანუ ორგანული ძალისხმევებით შენ შეგიძლია შენი ბიზნესისთვის, · დააგენერირო გაყიდვები · მოიზიდო და გახდე ხილვადი პოტენციური კლიენტისთვის, სწორად შერჩეული ქივორდებით რომლებსაც შენი სამიზნე აუდიტორია ირჩევს google-ში, სეო ოპტიმიზაცია გაძლევს საშუალებას სწორედ ამ ქივორდზე გამოჩნდე მაღალი ღირებულების კლიენტის წინ. · მინიმალური ბიუჯეტი – განსხვავებით ppc მიდგომისგან სადაც ანხორციელებ outbound მარკეტინგის ფორმას, კერძოდ ყოველთვიურად გამოყოფ გარკვეულ ბიუჯეტს რეკლამებზე გაშვებისთვის სხვადასხვა პლატფორმებზე, seo ოპტიმიზაციის შემთხვევაში ძირითადი სამუშაოები მნიშვნელოვანი ბიუჯეტის გამოყოფის გარეშე მიმდინარეობს გარდა ბექლინკებისა.
SEO ტიპები
მანამ დეტალურად ავხსნიდეთ თითოეულს, მნიშვნელოვანია მოკლედ განვმარტოთ რა ეტაპებისგან შედგება საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია:
საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის პროცესი მოიცავს რამდენიმე მეთოდს, ესენია:
· საძიებო სიტყვების კვლევა,
· On-page seo ოპტიმიზაცია, · Off-page seo ოპტიმიზაცია · ლოკალური seo ოპტიმიზაცია,
· ტექნიკური seo ოპტიმიზაცია
საძიებო სიტყვების კვლევა: ქივორდების კვლევა, არის საწყისი პუნქტი ვებ-გვერდის seo ოპტიმიზაციის პროცესში. აღნიშნულ ეტაპზე, სეო სპეციალისტის მიზანია ვებსაიტის თითოეული გვერდისთვის განსაზღვროს თუ რა არის ამ გვერდის შინაარსი, რატომ უნდა მოძებნოს ის პოტენციურმა სამიზნე აუდიტორიამ და რა ტერმინებით. შემდეგ დააკვირდეს იგივე სფეროში კონკურენტები რა საძიებო სიტყვებს იყენებენ და აღმოაჩინოს ის keyword gap(რა სიტყვებზეც მისი კონკურენტები ჩნდებიან საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე და მისი გვერდი არა).
On-page seo: seo ოპტიმიზაციის ეს ტიპი მიზნად ისახავს დააოპტიმიზიროს ვებსაიტის გვერდები და მისი შინაარსობრივი მხარე. დაამყაროს შიდა გადალინკვები, საძიებო სიტყვები განალაგოს გვერდზე ორგანულად და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას, რათა როგორც საძიებო სისტემის ბოტებისთვის ასევე მომხმარებლებისთვისაც იყოს გვერდის შინაარსი ადვილად აღქმადი, მეორეს მხრივ კი საძიებო სისტემის ალგორითმა სწორად განსაზღვროს თუ რა საძიებო ტერმინზე უნდა გამოჩნდეს გვერდი, როცა მომხმარებელი მოძებნის ამ ტერმინით. შიდა ლინკების დამყარება. მეტა ინფორმაციის ოპტიმიზაცია, სურათების ოპტიმიზირება, seo ოპტიმიზირებული კონტენტის შექმნა.
Off-page seo ოპტიმიზაცია: სეო ოპტიმიზაციის ეს მეთოდი ფოკუსირებულია google-ის pagerank-ის ერთ კონკრეტულ ფაქტორზე E-E-A-T მაჩვენებელზე. აქ off-page seo სამუშაოები მოიცავს ბექლინკების მოპოვებას მაღალი ავტორიტეტის მქონე ვებგვერდებიდან(განსაკუთრებით იმავე ნიშაში), პოზიტიური გამოხმაურებების დაგროვებას სხვადასხვა სოციალური მედია პლატფორმებზე: იქნება ეს კომენტარები, ბრენდის მონიშვნები(mentions), პოდკასტებზე კოლაბორაცია. აღნიშნული ფაქტორები E-E-A-T ფაქტორისთვის გადამწყვეტია, რადგან გუგლის საძიებო ალგორითმი ხვდება რომ აღნიშნული დომენი, ბრენდი ნამდვილად სანდო და ექსპერტულია, რომელსაც კარგი გამოხმაურებები აქვს სხვადასხვა პლატფორმებზე.
Technical seo: მიზნად ისახავს ვებსაიტის ოპტიმიზაციას იმგვარად, რომ დააკმაყოფილოს ის ტექნიკური მოთხოვნილებები, რაც აუცილებელია საძიებო სისტემაში მაღალი ადგილის დასაკავებლად: ტექნიკური seo ოპტიმიზაცია ფოკუსირებულია, საიტი ტექნიკურად და სტრუქტურულად იყოს გამართული, სწორად ინდექსდებოდეს ვებსაიტი და საიტზე შემოსული ვიზიტორებისთვისაც, ვებ-გვერდი იყოს სანავიგაციოდ და ინტერაქციულობის თვალსაზრისით ოპტიმიზირებული.
ლოკალური seo: მიზნად ისახავს ვებსაიტის ოპტიმიზაციას ადგილობრივი პოტენციური მაძიებლებისთვის. მსგავსია ტრადიციული SEO-სი თუმცაღა მცირე განსხვავებებით: აქ აქცენტი კეთდება იმ ადგილობრივ პოტენციურ კლიენტებზე, რომლებიც ბიზნესს ეძებენ უმეტესწილად მისი ლოკაციის მიხედვით, ლოკალური სეო ოპტიმიზაცია ძირითადად მოიცავს შემდეგ სამუშაო პროცეს: Google my business-ის ოპტიმიზირებას, Google map pack-ის ოპტიმიზირებას და ადგილობრივი ბიზნეს listing პლატფორმებზე თავის დამკვიდრებას.
SEO ოპტიმიზაციის ამ ყველა ეტაპის თანმიმდევრულად და სწორად განხორციელების შემთხვევაში, ბიზნესს ეძლევა შანსი გამოჩნდეს მოწინავე პოზიციებზე serp-ში, გაზარდოს საიტზე შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად და რაც მთავარია, დააგენერიროს უფრო მეტი გაყიდვები და შექმნას ბრენდის ძლიერი ყოფნა მის სფეროში.
ახლა კი დეტალურად და სრულფასოვნად მიმოვიხილოთ, თუ რა არის seo-ს სამუშაო პროცესი.
საძიებო სიტყვების კვლევა
სეო ოპტიმიზაცია იწყება იმ საძიებო ტერმინების კვლევით, რასაც პოტენციური სამიზნე აუდიტორია იყენებს შენთან დაკავშირებული ბიზნესის თუ მომსახურების ან პროდუქტის მოსაძებნად.
საძიებო სიტყვების კვლევა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
Search intent- ის განსაზღვრა – თუ რა მოტივაციით/განზრახვით იყენებს სამიზნე აუდიტორია ამა თუ იმ საძიებო სიტყვას. ·
Search trend – მას შემდეგ რაც განსაზღვრავ search intent-ს, შემდეგი ეტაპია გაიგო თუ რამდენად ტრენდულია ის სფერო, კონკრეტულად google-ის პლატფორმისთვის, ანუ რამდენად ხშირად ეძებს პოტენციური სამიზნე აუდიტორია გუგლის პლატფორმიდან შენ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხზე. ·
ქივორდების კვლევა – ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, აქ ხდება იმ ზუსტი საძიებო ტერმინების პოვნა, რასაც პოტენციური სამიზნე აუდიტორია იყენებს.
· ქივორდების არჩევა – მას შემდეგ რაც მოძებნი იმ საძიებო ტერმინებს რასაც მომხმარებელი იყენებს შენთან დაკავშირებული პროდუქტის თუ სერვისის მოსაძებნად, საჭიროა ამ ტერმინების დახარისხება პრიორიტეტულობიდან გამომდინარე.
· ქივორდ gap-ის აღმოჩენა – მნიშვნელოვანია გაიგო თუ რა საძიებო ტერმინებს იყენებენ შენი კონკურენტები თავიანთ საიტზე, რათა არ დაკარგო ის ღირებული ქივორდები, რომელზეც მომხმარებელი იყენებს და შენი კონკურენტი ჩნდება serp-ში(შედეგად აგენერირებს გაყიდვებს) და არა შენ.
ახლა კი მიმოვიხილოთ თითოეული ეტაპი დეტალურად,
საძიებო განზრახვა(search intent)
საძიებო სიტყვების კვლევის პირველი ეტაპია პოტენციური ვიზიტორის საძიებო განზრახვის გაგება,
კიდევ ერთხელ, რომ განვმარტოთ საძიებო განზრახვა არის თუ რა მოტივაციით ეძებს ვიზიტორი ამა თუ იმ საკითხს, ანუ მისი საძიებო ტერმინების უკან რა განზრახვაა.
არსებობს 4 ტიპის საძიებო განზრახვა, ესენია:
· საინფორმაციო – ასეთი განზრახვის მქონე პოტენციური ვიზიტორი საძიებო ტერმინებს იყენებს, გარკვეულ საკითხზე ინფორმაციის მოსაძებნად და გასაგებად. ძირითადად ასეთი ტიპის საძიებო ტერმინები არის long-tail ქივორდები(ანუ გრძელი წინადადებები, ნაცვლად ერთი ან ორი სიტყვისა). მაგალითად როცა ვიზიტორი ეძებს ინფორმაციას პირობითად: ”თამარ მეფე ბიოგრაფია”

საინფორმაციო ტიპის საძიებო სიტყვების ძებნისას, შენ ის გვერდები უნდა დააოპტიმიზირო და გამოიყენო ეს სიტყვები იმ გვერდებზე, რომელიც ნამდვილად საინფორმაციო სახისაა.
წინააღმდეგ შემთხვევაში თუ შენი გვერდი არ ემთხვევა პოტენციური ვიზიტორის განზრახვას, რომელიც საინფორმაციო ხასიათისაა და შენ სთავაზობ მას პირობითად სხვა განზრახვაზე დაოპტიმიზირებულ გვერდს ასეთ შემთხვევაში,
დიდი ალბათობით საიტზე შემოსული ვიზიტორი წამებშივე დატოვებს შენ საიტს, რაც გუგლის ალგორითმისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია,
შესაბამისად საძიებო სისტემის ალგორითმი, მნიშვნელოვნად ჩამოაქვეითებს შენს გვერდს.
უკეთესად რომ გაიგო, მოდი კიდევ ერთი მაგალითი მოვიყვანოთ,
დავუშვათ არის ვიზიტორი რომელსაც აინტერესებს ინფორმაცია საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მაგალითად, იყენებს ქივორდს: საუკეთესო კონდიციონერი სახლისთვის,
ამ შემთხვევაში serp-ის შედეგები იქნება ასეთი:

რაც მომხმარებლის საძიებო განზრახვას ემთხვევა და ნაკლები ალბათობაა, რომ ამ შედეგებიდან რომელიმეზე გადასვლის შემთხვევაში წამიერად დატოვოს საიტი,
მაგრამ რა მოხდებოდა თუ ამ ქივორდით მძებნელი – რომელია საუკეთესო კონდიციონერი – მას საძიებო შედეგების გვერდზე დახვდებოდა პირდაპირ ონლაინ მაღაზიების შედეგები, რომელიც გამოიყურება ასე:

ამ შემთხვევაში თუ საძიებო სისტემის შედეგები იქნებოდა ასეთი, რომელიც ამ ფოტოზეა და რაც სწორია ის ჩნდება ქივორდზე კონდიციონერი ყიდვა. გათვლილია არა საინფორმაციო სახის გვერდებზე არამედ კომერციულ განზრახვაზე(დაოპტიმიზირებულია ტრანზაქციულ ქივორდზე),
იმ შემთხვევაში თუ რომელია საუკეთესო კონდიციონერი ამოუგდებდა ძიების ამ შედეგს:

პოტენციური ვიზიტორი დიდ ხანს არ გაჩერდებოდა საიტზე, რადგან მას აინტერესებდა ინფორმაცია კონდიციონერზე და არ სურდა კონდიციონერის ყიდვა.
ახლა კი ისმის კითხვა, თუ როგორ უნდა გავიგო რა არის იმ საძიებო სიტყვების განზრახვა რომლის უკანაც პოტენციური ვიზიტორი დგას.
ამის გაგება ძალიან მარტივია და ძირითადად, საჭიროებს ორი საკითხის გათვალისწინებას,
თავად ქივორდის სახე,
საინფორმაციო ტიპის ქივორდები ყოველთვის მარტივი შესამჩნევია, ის მიმართულია რაიმე საკითხის გაგებაზე და ინფორმაციის მოპოვებაზე და უმეტეს შემთხვევაში 90%-ით, გამოყენებულია long-tail ქივორდები ან კითხვითი წინადადებები, მაგალითად: საინფორმაციო ქივორდები – რომელია საუკეთესო გეიმინგ ქივორდი. ტრანზაქციული – გეიმინგ ლეპტოპი ყიდვა
მეორე ფაქტორი რითიც შეგიძლია გაიგო არის თუ არა ქივორდი ამა თუ იმ საძიებო განზრახვის მქონე ამ შემთხვევაში – საინფორმაციო, არის დააკვირდეს საძიებო სისტემის შედეგებს, თუ აღმოაჩენ ტოპ 8 შედეგი, ანუ გვერდები რომლებიც ჩანან ამ ქივორდზე არის საინფორმაციო სახის(მაგალითად ბლოგი), შენ მარტივად ხვდები რომ პოტენციურ ვიზიტორს მოსწონს ამ საძიებო ტერმინზე ეს შედეგები, ამ საიტზე გატარებული დრო არის საკმაოდ დიდი და google-ის ალგორითმიც ხვდება, რომ ეს გვერდები ნამდვილად რელევანტური და ღირებულია,
იმ მომხმარებლებისთვის, რომელიც ამა თუ იმ ქივორდით ეძებდნენ რაიმეს,
მაგალითად, ქივორდზე რა არის ხელოვნური ინტელექტი, მოწინავე პოზიციებზე იკავებს შემეცნებითი, საინფორმაციო ბლოგები და შენც ხვდები, რომ ამ ქივორდის უკან არის საინფორმაციო განზრახვა.:

შემდეგი ტიპის საძიებო განზრახვა არის, · კომერციული – ასეთი ტიპის საძიებო სიტყვების უკან პოტენციური ვიზიტორი არის კომერციული განზრახვის უკან, კერძოდ ის მოიაზრებს რაიმე სერვისის თუ პროდუქტის ყიდვას, მაგრამ ჯერ არ აქვს საბოლოოდ გადაწყვეტილი თუ რომელი აირჩიოს და ეძებს უფრო დეტალურ ინფორმაციას,
კომერციული ტიპის საძიებო განზრახვის დროს ვიზიტორი იყენებს შედარებითი ტიპის ქივორდებს ან პროდუქტის თუ სერვისის აღწერის საძიებო ტერმინებს,
ანუ ისეთ საძიებო სიტყვებს, რომელიც ნათლად გვიჩვენებს რომ ვიზიტორი ძალიან ახლოს არის შეძენასთან მაგრამ არის გადაწყვეტილების იმ ეტაპზე, სადაც წყვეტს რომელი სჯობს,
მაგალითად საძიებო სიტყვა: სამსუნგი თუ აიფონი რომელი ვიყიდო?

ამ საძიებო ტერმინის უკან ნათლად სჩანს რომ სამიზნე აუდიტორიის პოტენციური განზრახვა არის კომერციული,
ანუ გადაწყვეტილი აქვს ნივთის შეძენა მაგრამ, გადაწყვეტილების საბოლოო ეტაპზე არ არის მისული,
არჩევს რომელია მისი მიზნებიდან გამომდინარე საუკეთესო.
შემდეგი საძიებო განზრახვაა –
ტრანზაქციული – ამ ტიპის ქივორდები არის ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე ქივორდები, რადგან ის მომხმარებელი ვინც ასეთი ტიპის საძიებო სიტყვებით ეძებს რაიმეს, დანამდვილებით გადაწყვეტილი აქვს რაიმე სერვისის თუ პროდუქტის შეძენა,
უმეტეს შემთხვევაში სწორედ ასეთი საძიებო განზრახვის მქონე ქივორდებზე მოდის უდიდესი წვლილი გაყიდვებიდან,
თუ საიტი არის ონლაინ მაღაზია ან პირობითად სთავაზობს რაიმე სერვისს(მაგალითად იურიდიული კონსულტაცია),
ასეთი ტიპის საძიებო განზრახვის ქივორდები არის გადამწყვეტი, რადგან seo ოპტიმიზაციის კუთხით მათზე მოდის უდიდესი წვლილი კონვერსიების და გაყიდვების მაჩვენებლების.
მაგალითად კომერციული განზრახვის მქონე ქივორდია:

შემდეგი საძიებო განზრახვა არის:
სანავიგაციო: სანავიგაციო განზრახვა იგივეა რაც ბრენდირებული ძებნა,
ანუ პოტენციური ვიზიტორი მისდევს გარკვეულ ბრენდს, იქნება ეს საინფორმაციო/საგანმანათლებლო ხასიათის,
ან მისი პროდუქტით არის დაინტერესებული და ნაცვლად კონკრეტული პროდუქტით ძებნისა ის პირდაპირ ამ ბრენდის/ბიზნესის სახელით ეძებს, მაგალითად რომელიმე სოციალური მედია პლატფორმიდან გაიგო მის შესახებ, reels-იდან, რეკლამიდან ან პოსტიდან და დაინტერესდა ამ ბრენდის შესახებ,
გადავიდა google-ის საძიებო ველში და დაიწყო ძებნა ამ ბრენდის სახელით. მაგალითად seo სერვისის ნაცვლად, წერს SeoRank1.ge
ალბათ გაგიჩნდება კითხვა თუ რომელი ტიპის საძიებო განზრახვა უნდა გამოიყენო შენი საიტისთვის,
პასუხი შემდეგია: სრულყოფილი seo ოპტიმიზაციის ჩასატარებლად, მნიშვნელოვანია შენმა საიტმა აითვისოს ოთხივე ტიპის საძიებო განზრახვა, ამით ერთის მხრივ აითვისებ ყველა ტიპის აუდიტორიას და მეორეს მხრივ,
შეძლებ საინფორმაციო განზრახვით შემოსული ვიზიტორი აქციო პოტენციურ მყიდველად,
თუ როგორ უნდა მოახერხო ეს, ამ კითხვაზე პასუხი შემდეგია, ტრადიციული მარკეტინგული ძაბრის შემუშავება:

Awareness: რომელიმე საინფორმაციო და კომერციული ტიპის განზრახვის ქივორდებზე გამოჩნდა შენი საიტი serp-ში და მომხმარებელმა აირჩია შენი საიტი,
Interest: ქმნი ბლოგის სექციას აქედან შემოგყავს პოტენციური კლიენტი, მას მოეწონა და დაინტერესდა შენი კონტენტით და განაგრძო კითხვა,
Desire: შემდეგ შიდა გადამისამართების დახმარებით გადაგყავს მომხმარებელი საინფორმაციო თუ შედარებითი სტატიიდან პროდუქტის ან სერვისის გვერდზე,
Action: აქ მომხმარებელი ირჩევს იყიდოს თუ არა შენ მიერ შეთავაზებული პროდუქტი ან სერვისი.
Search trend – საძიებო ტრენდი
Search trend – საძიებო ტრენდი
Search trend – არის seo ოპტიმიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი ეტაპი, რა დროსაც იკვლევ და აანალიზებ შენი სფეროს ტრენდულობას google-ის პლატფორმისთვის.
სანამ კონკრეტული საძიებო ტერმინების კვლევას დაიწყებდე, მანამ მნიშვნელოვანია გაიგო თუ რა ტენდენციებია ბაზარზე და რამდენად მოთხოვნადია შენს სფეროსთან დაკავშირებული სერვისი ან პროდუქტი. ამით ვებ-გვერდის სეო ოპტიმიზაციის პროცესში შეგექმნება სწორი მოლოდინები, თუ რა უნდა მიიჩნიო წარმატებად, ასევე აღმოაჩინო შენს ბიზნესში/სფეროში რა არის ყველაზე მოთხოვნადი, რაშიც პოტენციური მომხმარებელი იყენებს google-ის პლატფორმას.
Search trend-ის გასაგებად, რათა გაიგო თუ რა საკითხებია შენ ინდუსტრიასთან დაკავშირებით პოპულარული შეგიძლია გამოიყენო შემდეგი მეთოდები:
· GOOGLE TRENDS – ეს არის შესანიშნავი უფასო ხელსაწყო რომელიც გაძლევს ზოგად წარმოდგენას თუ დროის ამ მომენტში, გუგლის ძებნის მაჩვენებლებიდან რა არის ყველაზე ძებნადი და ტრენდული,
პლატფორმის ფუნქციონალი მარტივია სანავიგაციოდ,
შედიხარ საიტზე: https://trends.google.com/trends/

შემდეგ გადადიხარ Trending now:

და ამ სექციაში ნახულობ კატეგორიების მიხედვით თუ რა არის ტრენდული საქართველოში.

შემდეგი მეთოდი გაიგო თუ რა არის ტრენდული შენს ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში გამოიყენე საძიებო სისტემის შედეგების გვერდი (serp).
კონკრეტულად კი დააკვირდი შენს კონკურენტებს საშუალოდ რამდენი ვიზიტორი ჰყავს, დაყავი ეს კვარტალებად – თვეების განმავლობაში და ერთი წლის მანძილზე.
ამ გზით შეგიძლია განსაზღვრო ის სავარაუდო შედეგი და ტრენდულობის მაჩვენებელი რაც ამჟამად ინდუსტრიაშია.
ბოლო მეთოდი კი არის სოციალური მედიების და ფორუმების გამოყენება.
დააკვირდი შენს ინდუსტრიასთან დაკავშირებულ საკითხებში რა სახის ჩართულობაა სამიზნე აუდიტორიის მხრიდან,
ის პოსტები, რომელიც შენს სფეროს ეხება რამდენი ნახვა, გაზიარება და მოწონება აქვს დააკვირდი კომენტარების სექციას, რას ეძებს და რა აინტერესებს პოტენციურ სამიზნე აუდიტორიას ყველაზე მეტად.
სოციალური მედიის ჯგუფების და ფორუმების გამოყენება, იგივე მეთოდით აღმოაჩინე თუ რა საკითხებზე ჯგუფები შექმნილა და ამ ჯგუფებში რაზე მიდის საუბარი.
საძიებო სიტყვების კვლევა
საძიებო სიტყვების კვლევა არის პროცესი რა დროსაც, seo სპეციალისტი ატარებს კვლევას და პოულობს იმ საძიებო ტერმინებს, რომელსაც მისი სამიზნე აუდიტორია იყენებს,
საიტის სფეროსთან დაკავშირებული საკითხების მოსაძებნად.
საძიებო სიტყვების ძებნის მთავარი მიზანია, პრიორიტეტულ ქივორდებზე seo ოპტიმიზაციის შედეგად გამოჩნდეს გვერდი.
უკვე გავიარეთ თუ რა არის საძიებო განზრახვა და ასევე როგორ უნდა გავიგოთ რა არის ტრენდული ნიშაში,
შემდეგი ეტაპი კი არის გაიგო თუ როგორ მიმდინარეობს ზუსტად და რა მეთოდებით ხდება ქივორდების კვლევის პროცესი.
არსებობს საძიებო სიტყვების კვლევის ორგვარი მეთოდი: ფასიანი და უფასო.
უფასო მეთოდი: უფასო გზით ქივორდების გამოსაყენებლად ყველაზე ძლიერი და ზუსტი ფრაზების ნახვა შეგიძლია ორი ხელსაწყოს გამოყენებით,
ესენია: Google autocomplete tool და People also search for
Google autocomplete tool:
Google autocomplete tool არის ყველაზე ძლიერი ხელსაწყო ნახო ის ზუსტი საძიებო ტერმინები, რასაც პოტენციური სამიზნე აუდიტორია იყენებს.
პრინციპი მარტივია, გადავდივართ google-ის search bar-ში და ვწერთ საკვანძო სიტყვას(seed keyword)-ს გუგლი კი თავად გვაძლევს სხვა საძიებო ტერმინებს, რომელსაც ადამიანები ეძებენ google-ში.
მაგალითად, სიტყვა ნოუთბუქის ჩაწერის შემდეგ google autocomplete tool გვაძლევს ნამდვილ საძიებო სიტყვებს:

როგორც ხედავ ეს არის ზუსტი და უფასო ხელსაწყო აღმოაჩინო შენი მიზნისთვის სასურველი ქივორდები.
შეგიძლია ნებისმიერი ვარიანტების მოძებნა მაგალითად:
ნოუთბუქის + ს ამ კომბინაციაზე google autocomplete tool კიდევ სხვა ვერსიებს აგენერირებს.

როგორც ხედავ google autocomplete tool არის ერთ-ერთი საუკეთესო ხელსაწყო აღმოაჩინო ის ზუსტი ფრაზები, რასაც პოტენციური სამიზნე აუდიტორია იყენებს.
ახლა კი გადავიდეთ მეორე უფასო ხელსაწყოზე,
People also search for
People also search for – არის მეორე უფასო და უზუსტესი საშუალება, აღმოაჩინო და უფრო ღრმად ჩახვიდე, სხვა რა ტერმინებს იყენებს სამიზნე აუდიტორია ამა თუ იმ საძიებო სიტყვაზე.
People also search for არის serp-ის ერთ-ერთი სექცია, სადაც მთავარ ქივორდთან დაკავშირებულ სხვა საძიებო სიტყვებს გთავაზობს google.
მოდი მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი,
დავუშვათ გუგლში ჩაწერე სიტყვა ნოუთბუქი და დააჭირე ძებნას,
საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე, როცა ჩამოსქროლავ ბოლო ნაწილზე, აღმოაჩენ სწორედ ამ ვარიანტებს რასაც google გვთავაზობს.

ახლა კი გადავიდეთ ფასიან მეთოდებზე:
Semrush, Ahref, Ubersuggest seo ხელსაწყოები:
სამივე seo ხელსაწყო არის ფასიანი საშუალება, რომელიც საშუალებას გაძლევს სეო ოპტიმიზაციის პროცესი განახორციელო სიღრმისეულ დონეზე, ის საშუალებას გაძლევს: · იპოვო შენთვის სასურველი საძიებო სიტყვები; · ნახო მათი მოცულობა და ფასი; · ნახო შენი კონკურენტების DA (დომენის ავტორიტეტი) · ნახო რომელი საიტებიდან აქვთ მოპოვებული შენ კონკურენტებს ბექლინკები და სხვა მრავალი ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია, ჩაატარო სიღრმისეული ანალიზი და კვლევა არამარტო საძიებო სიტყვების მოძებნის არამედ სხვა seo მონაცემების ანალიზისთვის.
თითოეული მათგანის სამუშაო ინტერფეისი შემდეგნაირად გამოიყურება:
Semrush:

Ubersuggest:

თუ გსურს მარტივად მოძებნო ქართულენოვანი ბაზრისთვის საჭირო საძიებო სიტყვები,
შეგიძლია გამოიყენო ჩემს მიერ შექმნილი პირველი ქართული KEYWORD TOOL,
რომელიც საშუალებას გაძლევს აირჩიო შენთვის სასურველი ინდუსტრია:
· იქომერსი; · იურიდიული სფერო · დეველოპერული სფერო · ტურისტული სფერო; · ავტოტრანსპორტი;
ჩემს მიერ შექმნილი ქივორდების საშუალებით, შეძლებ კონკრეტულ ინდუსტრიის არჩევით აღმოაჩინო ის საძიებო სიტყვები რასაც შენი პოტენციური სამიზნე აუდიტორია იყენებს:
აღნიშნული ქივორდ ხელსაწყო ასევე გიჩვენებს, ამ საძიებო სიტყვების განზრახვას: · საინფორმაციო; · კომერციული; · ტრანზაქციული;
· ასევე ამ ინდუსტრიაში მისი ტრენდულობიდან გამომდინარე რამდენი აქვს ძებნის მაჩვენებელი აღნიშნული ქივორდს; · ინდუსტრიაში დამკვიდრებული საშუალო ძებნიდან გამომდინარე.
· და ასევე აღნიშნული ქივორდ tool საშუალებას გაძლევს გაიგო, თუ რამდენად რთულია ეს ქივორდები, რომ ამ საძიებო სიტყვებით გამოჩნდე მოწინავე პოზიციებზე google-ში, და აირიდო ის რთული ქივორდები რასაც დიდი ავტორიტეტის მქონე საიტები იყენებენ.
სცადე თავადვე.
ახლა კი გადავიდეთ მეოთხე ეტაპზე
ქივორდების არჩევა
საძიებო სიტყვების არჩევა არის პროცესი, რა დროსაც შენ მიერ ჩატარებული საძიებო სიტყვების კვლევის შედეგად მოპოვებულ ქივორდებს არჩევ პრიორიტეტულობის და რეალური შანსებიდან გამომდინარე,
ესენია: · საძიებო სიტყვის მოცულობა – თვეში ამ სიტყვით რამდენი ადამიანი ეძებს; · საძიებო სიტყვების სირთულე – ამ სიტყვებზე, საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე რომელი საიტები ჩნდებიან. თუ ქივორდზე მაღალი ავტორიტეტის მქონე საიტებია(DA) სჯობს, უფრო ნაკლები სირთულის ქივორდებზე გააკეთო აქცენტი. · საძიებო განზრახვა – რა დგას ამ ტიპის ქივორდის უკან, თუ პირობითად გაქვს ონლაინ მაღაზია შენი მიზანია ეს გვერდი დაუმიზნო მაღალი კომერციული და ტრანზაქციული განზრახვის მქონე ქივორდებს · რა ტიპის საძიებო სიტყვაა – არსებობს საძიებო სიტყვის რამდენიმე ტიპი:
- Seed ქივორდი: მთავარი ქივორდი, რომელიც ყველაზე ზოგადია და არის უმეტეს შემთხვევაში მთავარი საძიებო სიტყვა. მაგალითად ონლაინ მაღაზიისთვის ნოუთბუქის კატეგორიისთვის seed ქივორდი არის ნოუთბუქები.
- Long-tail ქივორდები: ეს არის დიდი და გრძელი წინადადებები, ძირითად შემთხვევაში კითხვითი ფორმის, მაგალითად რომელი ნოუთბუქი ჯობია საოფისედ? თუ შენი საიტი ახალი შექმნილია და აქვს დაბალი DA(დომენის ავტორიტეტი) უმჯობესია აქცენტი გააკეთო long-tail ქივორდებზე, რადგან ის შედარებით ნაკლები სირთულისაა.
- Related/secondary ქივორდები: ეს არის საძიებო სიტყვების ტიპები, რომელიც შინაარსობრივად სინონიმებია შენი მთავარი seed ქივორდის, მაგალითად: თუ მთავარი ქივორდია ნოუთბუქი მაშინ, related ქივორდი იქნება ლეპტოპები, ან ლეპტოპების რაიმე ვარიანტი, მაგალითად საოფისე ლეპტოპები.
- LSI ქივორდები: ეს არის საძიებო სიტყვების ტიპი, რომელიც არ არის პირდაპირ დაკავშირებული მთავარ SEED ქივორდთან, მაგრამ სემანტიკურად ახლოსაა, შინაარსობრივი ბმა აქვს. მაგალითად თუ გაქვს ნოუთბუქის კატეგორიის გვერდი, ამ გვერდზე სადაც შესაძლებელია ტექსტური კონტენტი დაემატოს მაგალითად FAQ სექციაში ჩაწერო: კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია განვადების პირობებით. აქ მართალია ეს ფრაზა პირდაპირ არ შეიცავს სიტყვა ნოუთბუქს, მაგრამ კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია შინაარსობრივად ახლოსაა ნოუთბუქთან და შანსია რომ ამ ქივორდზეც გამოჩნდეს შენი ნოუთბუქის კატეგორიის გვერდი.
ამით დასრულდა საძიებო სიტყვების კვლევის პროცესის ახსნა, ახლა კი გადავიდეთ on-page ოპტიმიზაციაზე.
რა არის on-page seo
On-page seo ოპტიმიზაცია, არის seo(საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის) ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, რომელიც მიზნად ისახავს დააოპტიმიზირო ვებსაიტის შინაარსობრივი კონტენტი და მოარგოს გვერდის შინაარსი იმ საძიებო ტერმინებს, რომელზეც ოპტიმიზირდება საიტი.
On-page seo-ს შემადგენელი ელემენტებია: · კონტენტის შექმნა და ოპტიმიზაცია; · სურათების ოპტიმიზაცია; · URL-ების ოპტიმიზირება; · მეტა ინფორმაციის ოპტიმიზირება; · შიდა გადამისამართებების დამყარება; · UX ვიზიტორის გამოცდილება;
რატომაა on-page seo მნიშვნელოვანი?
On-page seo ოპტიმიზაცია პირდაპირაა დაკავშირებული საიტის შინაარსისა და კონტენტის ოპტიმიზაციაზე,
კერძოდ მისი მთავარი მიზანია საიტზე არსებული შინაარსი გახადოს, როგორც საძიებო სისტემის ბოტებისთვის,
ამასთანავე ვიზიტორისთვის ადვილად გასაგები,
და კონკრეტულ სამიზნე საძიებო სიტყვაზე გამოაჩინოს ესა თუ ის გვერდი.
On-page seo ოპტიმიზაციის გარეშე საძიებო სისტემის ბოტებისთვის რთული იქნებოდა გაეგო თუ რის შესახებ არის გვერდი,
რა არის ის მთავარი ქივორდი, რომელზეც უნდა გამოჩნდეს საიტი და ასევე საიტის სხვა გვერდების აღმოჩენაც რთული გახდებოდა.
როგორ შევქმნათ კონტენტი?
კონტენტის შექმნა არის seo ოპტიმიზაციის შემადგენელი ელემენტი, სადაც მუშაობა ხდება გვერდის შინაარსობრივ მხარეზე და მოიცავს მის ოპტიმიზირებას, როგორც: · საძიებო სისტემის ბოტებისთვის · მომხმარებლებისთვის
ვერცერთი seo კამპანია ვერ იქნება წარმატებული თუ საიტზე შემოსულ ვიზიტორს არ შესთავაზებ მაღალი ხარისხის კონტენტს, რომელიც მათთვის ღირებული და ინფორმაციული იქნება.
პირველი რასაც მომხმარებელი აფასებს შენ მიერ შექმნილი კონტენტია. შესაბამისად უნდა ფოკუსირდე, რომ შექმნა ისეთი ტიპის კონტენტი, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის ინტერესს, იქნება უნიკალური სხვა ინტერნეტ სივრცეში არსებული მასალებისგან.
სხვაგვარად, რომ ვთქვათ შესთავაზებს ვიზიტორს გარკვეული სახის ღირებულებას, იქნება მათთვის რეალურად გამოსადეგი.
წარმატებული კონტენტის შესაქმნელად აუცილებელია გაითვალისწინო თუ რა ტიპის კონტენტი მოსწონს შენს მომხმარებელს, ამის აღმოჩენის საუკეთესო გზა ერთი და იმავე ინდუსტრიაში არსებული კონკურენტების დაკვირვებით მიიღწევა.
შენ გჭირდება გაანალიზო: · თუ რა სახის ინფორმაციას აწვდიან ისინი მომხმარებლებს. ასევე, · კონტენტის რა ნაწილში ვერ აძლევს კონკურენტი საკმარის ინფორმაციას, სადაც შესაძლებელია ამ ინფორმაციის შევსება. · იქნება უნიკალური და გამორჩეული ინდუსტრიაში არსებულ სხვა წყაროებთან მიმართებით.
კონტენტის შექმნა ზოგადი ფრაზაა და ის დამოკიდებულია იმ გვერდის ტიპზე, რომელზეც გსურს გვერდისთვის კონტენტის შექმნა.
- საინფორმაციო და საგანმანათლებლო სტატიებისთვის/ბლოგებისთვის, საძიებო სისტემის ალგორითმი უპირატესობას ანიჭებს: · ვინ არის სტატიის შემქმნელი, თუ სტატიის ავტორი არის ექსპერტი იმ ნიშაში სადაც ის მოღვაწეობს და ის დამკვიდრებულია სხვადასხვა პლატფორმებზე google-ის ალგორითმი ამას პოზიტიურ სიგნალად აღიქვამს.
- · წყაროები – მნიშვნელოვანია კონტენტში მოყვანილი წყაროები იყოს ორიგინალი, თავად ამ ბიზნესის/ბრენდის მიერ ჩატარებული ან მაღალი ავტორიტეტის წყაროებიდან მოყვანილი და დამოწმებული(მითითებული საიდანაა აღებული ეს ინფორმაცია)
- · სტატისტიკები – google-ის ალგორითმს, მოსწონს ისეთი ტიპის კონტენტი, რომელიც მომხმარებლისთვის რეალური ღირებულების მომტანია, სტატისტიკა კი ნამდვილად ღირებული წყაროა საიტზე შემოსული მომხმარებლისთვის. · შედარებების ცხრილი – შედარებების ცხრილი ასევე კარგი კონტენტ მარკეტინგის მეთოდია, სადაც მომხმარებლები იღებენ რეალურ ღირებულებას და ინფორმაციას კონტენტიდან. ·
- პროფესიული ნიშა სპეციფიური სტატიები – ერთ-ერთი ყველაზე ღირებული კონტენტის ტიპი, აქაც მნიშვნელობა აქვს ვინაა სტატიის ავტორი და ასევე რეალური გამოცდილება აქვს თუ არა ამ ვებგვერდს იმ სტატიაზე რაზეც წერს.
დღევანდელი seo ოპტიმიზაციის ფარგლებში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რომ იმ ნიშაში რაშიც შენი ბრენდია დამკვიდრებული შექმნა topical ავტორიტეტი.
ანუ პირობითად თუ შენი ბიზნესი არის იურიდიული მომსახურება, შენს სერვისის გვერდებზე და ბლოგებზე, ყურადღება უნდა გაამახვილო არა ყველაფერზე და მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებაზე,
არამედ სპეციფიური, ინდუსტრიისთვის მაღალი ავტორიტეტის და სანდოობის ინსაიდერული ინფორმაციის გაზიარება.
და არა ისეთი ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც უბრალოდ საიტზე ტრაფიკის შემოყვანას ისახავს მიზნად, მაგალითად იურიდიულმა ფირმამ წეროს ბლოგები სპორტულ მოვლენებზე, რადგან ამ ტიპის საძიებო სიტყვებს აქვს მაღალი მოცულობა,
ან სტატიების სექცია, ბაზარზე რა ეკონომიკური ტენდენციებია.
Google-ის ალგორითმისთვის ეს უარყოფითი სიგნალია, რაც საიტის მთლიან ავტორიტეტზე და პოზიციონირებაზე საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე უარყოფითად აისახება.
გარდა იმისა, რომ შენ მიერ შექმნილი მაღალი, ინსაიდერული ინფორმაციის ბლოგები იქნება საძიებო სისტემისთვის და მომხმარებლისთვის ღირებული,
ეს შანს გაძლევს, რაც უფრო ორიგინალია და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე, გაზიარდეს სხვა საიტებზე.
რა არის კონტენტის ოპტიმიზაცია?
კონტენტის ოპტიმიზაცია არის seo ოპტიმიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი ეტაპი, სადაც ხდება on-page seo სამუშაოები გვერდზე, კერძოდ: · საძიებო სიტყვების გვერდზე სტრატეგიულად განთავსება; · მეტა ინფორმაციის ოპტიმიზირება საძიებო სიტყვებით; · H-tag ელემენტების ოპტიმიზაცია; · შიდა გადამისამართების დამყარება; · სურათების ოპტიმიზირება;
კონტენტის ოპტიმიზაციის მთავარი მიზანია გახდეს ის მარტივად გასაგები, როგორც საძიებო სისტემის ბოტებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვისაც.
მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე:
მეტა ინფორმაციის ოპტიმიზირება: მეტა ინფორმაცია არის html სახის metadata, რომელიც საძიებო სისტემებს აძლევს ლაკონურ ინფორმაციას თუ რის შესახებაა გვერდი.
მეორეს მხრივ კი აღნიშნული, ჩანს საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე და აწვდის მომხმარებელს ინფორმაციას თუ რის შესახებაა გვერდი.
მეტა ინფორმაცია შედგება ორი ნაწილისგან:
· მეტა სათაური
· მეტა აღწერილობა
მეტა სათაურის ოპტიმიზაცია: SEO სტრატეგიაში, მეტა სათაურის ოპტიმიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ის როგორც მკითხველს, ამასთანავე საძიებო სისტემას აწვდის ინფორმაციას თუ რის შესახებაა ვებსაიტის გვერდი.
სათაური არის პირველი ეფექტი, რომელსაც გავლენა აქვს ასევე მკითხველზე. მეტა სათაური არის პირველი წერტილი, სადაც საძიებო სისტემის ბოტები იწყებენ ანალიზს თუ რაზეა გვერდი, რათა შესაბამის საძიებო სიტყვაზე გამოაჩინონ ის serp-ში.
შესაბამისად უნდა ავირჩიოთ მთავარი ქივორდი: · რომელიც ნათლად გადმოსცემს გვერდის შინაარს; · რომელსაც აქვს მაღალი ძებნის მოცულობა · ჰყავს ამ ტერმინზე შედარებით ნაკლები კონკურენტი. · ქივორდი უნდა განათავსო მეტა სათაურში თავიდანვე, რადგან სათაურში გუგლის ალგორითმი ანიჭებს ყველაზე მეტ წონას იმ ქივორდს, რომელიც თავშია.
მეტა აღწერილობა – ეს არის მეტა ინფორმაციის html ელემენტი, რომელიც მომხმარებელს აწვდის მოკლე მიმოხილვას თუ რის შესახებაა გვერდი, სხვაგვარად რომ თქვათ ის არის მოკლე შეჯამება ვებგვერდის. მეტა აღწერილობა ჩნდება საძიებო სისტემის შედეგებში, ფრაგმენტის სახით სათაურის თაგის ქვემოთ.
მეტა აღწერა გარდა იმისა, რომ უნდა იყოს ოპტიმიზირებული მთავარი ქივორდით ამასთანავე: · შინაარსობრივად საკმარისად დამაინტერესებელი მკითხველისთვის · გააღვივოს მათში ცნობისმოყვარეობა და დაარწმუნოს მათ, რომ ვებსაიტზე ნამდვილად არის ღირებული ინფორმაცია.
ბონუს რჩევა:
· ყოველ გვერდს უნდა გააჩნდეს თავისი უნიკალური მეტა აღწერილობა
· მეტა აღწერილობა უნდა იყოს ყოველთვის კონკრეტული, რომელიც მკითხველს სპეციფიურ ინფორმაციას მიაწვდის.
რა არის კონტენტის on-page seo ოპტიმიზაცია?
On-page seo ასევე მოიცავს გვერდზე არსებული კონტენტის შინაარსის ოპტიმიზაციას: · რაც გვერდს მარტივად ინდექსირებადს და აღმოჩენადს ხდის საძიებო სისტემის ბოტებისთვის, · ამასთანავე მომხმარებლებისთვის იქნება უფრო მარტივად წასაკითხი(user friendly).
კონტენტის შინაარსის seo ოპტიმიზაცია მოიცავს: · მთავარი ქივორდების გამოყენებას ტექსტის პირველ 150-200 სიტყვაში, ეს ეხმარება საძიებო სისტემებს უკეთ განსაზღვროს და ამასთანავე გაიგოს თუ რა საძიებო ტერმინზეა აღნიშნული გვერდი;
· კონტენტის შინაარსობრივ ოპტიმიზაციაში, არ იგულისხმება მთლიანად ქივორდების ჩასმაზე აქცენტი. არამედ საძიებო სისტემის ინტეგრაცია ტექსტში უნდა იყოს ორგანული და მის შინაარსს ორგანულად უნდა ერწყმოდეს, ეხება ეს ნებისმიერი ტიპის ქივორდს: long tail, seed ქივორდები, lsi ქივორდები და secondary/related ქივორდები.
· Google-ის ალგორითმი პრიორიტეტს ანიჭებს იმ გვერდებს, რომელიც ტექსტური შინაარსით დიდი და დახუნძლულია, განსაკუთრებით 2500-3000 სიტყვამდე.
· საძიებო სიტყვების გამეორების მაჩვენებელი(keyword density) – მნიშვნელოვანია, რომ ქივორდების გამეორების მაჩვენებელი იყოს დაცული, დაახლოებით 10-დან 15-მდე არის ოქროს შუალედი. საძიებო სიტყვების ხშირი გამოყენება ეს უკვე Black hat seo სტრატეგიაა, რაც საძიებო სისტემის ალგორითმისთვის უარყოფით სიგნალად აღიქმება და შენი საიტის პოზიციებს serp-ში მნიშვნელოვნად ჩამოაქვეითებს.
· გამოიყენე საძიებო ტერმინები, რომლებიც შეესაბამება მომხმარებლის ძიების ინტერესს.

რას ნიშნავს ხმოვანი მძებნელებისთვის ვებსაიტის ოპტიმიზირება
გვერდის ხმოვანი ძებნისთვის ოპტიმიზაცია, გულისხმობს კონტენტის იმგვარად და იმ საძიებო ტერმინებით ოპტიმიზირებას, რა დროსაც პოტენციური ვიზიტორი ხმოვანი ძებნის ფუნქციის გამოყენების დროს, შენი საიტი გამოჩნდეს საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე, ეს პროცესი მოიცავს: · იმ long-tail ქივორდების პოვნას, რასაც მომხმარებლები იყენებენ ხმოვანი ძებნისას; · მათ განლაგებას კონტენტში სტრატეგიულად;
ხმოვანი ძებნა გუგლში ასე გამოიყურება:
ხმოვანი მძებნელებისთვის ვებსაიტის ოპტიმიზირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი SEO პრაქტიკაა. თანამედროვე რეალობაში, ხმოვანი ძებნა საკმაოდ გავრცელებული მეთოდია, შესაბამისად მისი ოპტიმიზირება წარმატებული SEO სტრატეგიისთვის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.
ამისათვის გჭირდება მიჰყვე შემდეგ ნაბიჯებს:
· გამოიყენე long-tail keyword-ები: ხმოვანი ძიებისას ვიზიტორები იყენებენ შედარებით დეტალურ ძიებებს და წინადადებებს, შესაბამისად long-tail ქივორდების გამოყენება შესანიშნავი გზაა ხმოვანი ძებნის ოპტიმიზაციისთვის, კერძოდ დაემთხვეს შენ მიერ შერჩეული გრძელი საძიებო ტერმინები იმ ფრაზებს, რასაც მომხმარებელი ხმოვანი ძებნისას იყენებს.
· აღნიშნული long-tail ქივორდები კონტენტში განათავსე სტრატეგიულად, H-tag-ებში, FAQ სექციაში და ყოველი სექციის დაწყებისას, შესავალში(intro).
რა არის სურათების ოპტიმიზაცია?
სურათის ოპტიმიზაცია seo-ში არის პროცესი, რა დროსაც გვერდზე გამოსაყენებელ ვიზუალურ მასალს აოპტიმიზირებ, როგორც შინაარსობრივად ასევე ვიზუალურად, ეს პროცესი მოიცავს: · სურათების alt text-ის საძიებო სიტყვებით ოპტიმიზირება; · სურათის ფაილის სახელის საძიებო სიტყვებით ოპტიმიზირება; · რელევანტური სურათების შერჩევა რაც გვერდზე არსებული კონტენტის შინაარსს აძლიერებს და სურათიც გარკვეული ღირებულების მქონეა; · სურათების მოცულობის 100kb-მდე შემცირება. · აირჩიე სწორი სურათის ფორმატი, seo-სთვის და საიტის სისწრაფისთვის რეკომენდირებულია AVIF და WEBP ფორმატები.
როგორ შევქმნათ SEO-მეგობრული URL სტრუქტურა?
url სტრუქტურის ოპტიმიზირება, seo ოპტიმიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი ეტაპია, მისი მთავარი მიზანია url სტრუქტურა იყოს მარტივად აღქმადი, როგორც საძიებო სისტემისთვის, ამასთანავე საიტზე შემოსული მომხმარებლებისთვისაც, ეს პროცესი მოიცავს:
· სწორი url სტრუქტურის შერჩევა; · url-ში ქივორდების ჩასმა; · url-ისთვის lower case ასოების გამოყენება; · url-ში პარამეტრების და სიმბოლოების გამოყენებისგან თავის არიდება.
url-ის სტრუქტურის ჩამოყალიბება და ოპტიმიზაცია ხდება ვებსაიტის აწყობის ეტაპზე და არა შემდეგ.
ოპტიმიზირებული URL ეხმარება და აუმჯობესებს საიტის ხილვადობას საძიებო სისტემაში.
სტანდარტული საიტის მისამართი გამოიყურება შემდეგნაირად: დომენის(სახელი).ge/გვერდის(სახელი-ოპტიმიზირებული Keyword-ით) მაგალითად – example.ge/ra-aris-seo
თუ შენ გაქვს კატეგორიები ვებსაიტზე, მაშინ URL სტრუქტურა გამოიყურება შემდეგნაირად: დომენის(სახელი).გე/კატეგორიის(სახელი)/გვერდი მაგალითად: example.ge/blogi/ra-aris-seo
აღნიშნული შესანიშნავი მაგალითია თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ოპტიმიზირებული url სტრუქტურა,
როგორც მაგალითიდან ხედავ საიტზე შემოსული ვიზიტორი მარტივად ხვდება ვებგვერდის რომელ ნაწილზეა და ასევე რაზეა ეს გვერდი.
მეორეს მხრივ ამ მაგალითში კარგად სჩანს, რომ ოპტიმიზირებულ url-ს სჭირდება იყოს ოპტიმიზირებული იმ საძიებო სიტყვით, რაზეც ეს გვერდი ჩნდება serp-ში.
თუ სამიზნე ქივორდია ,,რა არის seo” შენი საიტის url-ის ამ გვერდის ნაწილიც ამ საძიებო სიტყვისგან უნდა შედგებოდეს: example.ge/ra-aris-seo
რჩევები რაც უნდა აირიდო url-ის ოპტიმიზაციის დროს: · არ გამოიყენო პარამეტრები და სიმბოლოები, როგორიცაა: $, %, _, #, (გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს ფილტრირებული ნაწილი არაა url-ის მაგალითად ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში). · არ გამოიყენო ციფრები: 1, 2, 3, 4 (გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს სანავიგაციო გვერდებს ეხება – page1 და ასე შემდეგ).
აღნიშნული პარამეტრების გამოყენება საძიებო სისტემებისთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან მისთვის რთული ხდება გაიგოს თუ რის შესახებაა გვერდი,
მეორეს მხრივ საიტზე შემოსული ვიზიტორისთვის ბევრად უშნოა როცა url-ში ხედავს ასეთ პარამეტრებს, პირობითად:
example.ge/ra-aris-seo – ოპტიმიზირებული url; example.ge/seo$%872 – ცუდი url;
გარდა იმ ჩამოთვლილი ფაქტორებისა, რა უარყოფითი გავლენაც აქვს ცუდ და არაოპტიმიზირებულ url-ს seo-ს მხრივ,
ასევე, იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტ შენი ვებსაიტის დომენის მიგრაციას სხვა დომენზე ან გსურს სხვა პლატფორმაზე გადასვლა, ფაქტიურად შეუძლებელია ასეთი url სტრუქტურით(რომელიც შეიცავს პარამეტრებს)
სწორი გადამისამართების დამყარება, რაც ცუდად აისახება off-page seo-ზე. კერძოდ ის url-ები, რომელიც დროთა განმავლობაში ავტორიტეტს და სანდოობას იკრეფდა საძიებო სისტემის ალგორითმისთვის,
ფაქტიურად მას დაკარგავ და მოგიწევს სრულიად ახალი url-ის შექმნა.
შენიშვნა: თუ ასეთი არაოპტიმიზირებული url გაქვს, არ შეეხო და არ შეცვალო ის, რადგან მისი შეცვლის შემთხვევაში შენ სრულიად ახალ გვერდს შექმნი, როგორც უკვე ვახსენე url-ის სტრუქტურის ჩამოყალიბება და ოპტიმიზაცია ხდება ვებსაიტის აწყობის ეტაპზე და არა შემდეგ.
ოპტიმიზირებული URL სჭირდება იყოს: · მოკლე · კარგად სტრუქტურირებული · ზუსტად გადმოსცემდეს გვერდის კონტენტს · ოპტიმიზირებული მთავარი ქივორდით.
ოპტიმიზირებული საიტისთვის აუცილებელია თითოეულ გვერდს გააჩნდეს თავისი უნიკალური URL, რაც საშუალებას მოგცემს გქონდეს რამდენიმე კატეგორია ვებსაიტზე,
აღნიშნული მიდგომა დაგეხმარება საიტი გახდეს უფრო მარტივად აღსაქმელი და ინდექსირებადი საძიებო სისტემის ბოტების მიერ.
რას ნიშნავს internal linking?
შიდა გადამისამართებების დამყარება იგივე რაც internal linking, არის on-page seo ოპტიმიზაციის შემადგენელი ელემენტი რა დროსაც ხდება გვერდებს შორის შიდა გადამისამართებების ქსელის შექმნა, ეს პროცესი მოიცავს: · გვერდებს შორის სტრატეგიულად შიდა გვერდების ლინკების ჩასმა; · შიდა გადამისამართებებით საიტის სტრუქტურის ჩამოყალიბება; · Deep(ღრმა) გვერდების აღმოჩენადობის გაზრდა საძიებო სისტემის ბოტებისთვის; · Anchor ლინკების ოპტიმიზირება საძიებო სიტყვებით; · მაღალი ავტორიტეტის გვერდებიდან link juice-ის დამყარება.
განვმარტოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე:

პირველი მიზანი რასაც შიდა გადამისამართება მოიცავს, ესაა შინაარსობრივად დაკავშირებული გვერდები დავაკავშიროთ ერთმანეთს,
მაგალითად ვიზიტორი შემოვიდა ბლოგზე რა არის ვებ-დეველოპმენტი,
ამ ბლოგის რომელიღაც ნაწილში კი შენ სვამ შიდა ლინკს და სთავაზობ მას გადავიდეს ამ ლინკზე (რომელი javascript ბიბლიოთეკაა საუკეთესო front-end-ისთვის).
ამ სტრატეგიის მიზანია, რომ რადგან პოტენციური ვიზიტორი დაინტერესდა ამ ბლოგით ის ასევე დაინტერესდება ამ ბლოგის ზოგად თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხზე.
შიდა გადამისამართებებით საიტის სტრუქტურის ჩამოყალიბება:

შიდა გადამისამართებები, საშუალებას გაძლევს ჩამოაყალიბო საიტის სტრუქტურა, განსაზღვრო იერარქია და კატეგორიები საიტზე.
ეს კარგი საშუალებაა როგორც UX-ის მხრივ საიტზე შემოსულ ვიზიტორს პოზიტიური გამოცდილება დაუგროვდეს საიტზე ნავიგაციის მხრივ,
მეორე კი ესაა საძიებო ბოტებისთვის შენი საიტის სტრუქტურა იყოს მარტივად აღქმადი.
Deep(ღრმა) გვერდების აღმოჩენადობის გაზრდა საძიებო სისტემის ბოტებისთვის:
წარმოიდგინე გაქვს დიდი საიტი და ათასობით გვერდი, რა თქმა უნდა ამ გვერდებს შენ ერთ კატეგორიაში არ მოაქცევ, შესაბამისად დაგჭირდება უამრავი კატეგორია და ქვეკატეგორია.
რა მოხდება თუ ერთი კატეგორიის ქვეშ გექნება ათამდე კატეგორია და ამ კატეგორიებს კიდევ რამდენიმე ქვეკატეგორია,
ასეთ დროს წარმოიქმნება ღრმა გვერდები, რომელიც რთულად საპოვნელია, როგორც მომხმარებლისთვის,
ასევე საძიებო სისტემის ბოტებისთვის, რადგან ამ გვერდების აღმოჩენა მათთვის რთული ხდება, ამის გამო კი შეიძლება კომერციულად მაღალი ღირებულების მქონე გვერდი არ დაინდექსირდეს გუგლში,
ამით დაკარგავ დიდი რაოდენობით ღირებულ ტრაფიკს, შესაბამისად შეამცირებ გაყიდვების და კონვერსიების მაჩვენებელს.
სწორედ ამ ვითარებაში გვეხმარება შიდა გადამისამართებების დამყარება გვერდებს შორის, ამ მეთოდით საძიებო სისტემის ბოტებს მივუთითებთ და ვაჩვენებთ მომდევნო გზას, როცა ერთ გვერდზე შემოვა
და გადავიყვანთ ერთი გვერდიდან მეორეზე შიდა გადამისამართებით.

Anchor ლინკების ოპტიმიზირება საძიებო სიტყვებით:
კონკრეტული ლინკი, რომელსაც სვამ გვერდზე არსებულ კონტენტში, უნდა შეიცავდეს anchor ტექსტს,
Anchor text – მარტივად რომ განვმარტოთ არის ჩვეულებრივი ლინკი, რომლის სახელი შეიცავს ქივორდს,
ანუ წინა მაგალითს, რომ დავუბრუნდეთ:
ბლოგი 1 – რა არის ვებ-დეველოპმენტი:
ბლოგი 2 – რა არის front-end დეველოპმენტი(ქივორდი არის: front-end დეველოპმენტი, შენ კი შიდა ლინკად გამოიყენებ პირველი ბლოგისთვის front-end დეველოპმენტის მნიშვნელობა).

მაღალი ავტორიტეტის გვერდებიდან link juice-ის დამყარება:
როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, გვერდები დროთა განმავლობაში აგროვებენ ავტორიტეტს, ეს გამოიხატება domain authority და page authority-ით.
გვერდის ავტორიტეტს კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან საძიებო სისტემის ალგორითმისთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ფაქტორია განსაზღვროს თუ რომელმა ვებსაიტმა უნდა დაიკავოს მაღალი ადგილი საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე.
ახლა დავუბრუნდეთ შიდა გადამისამართებას და გვერდის ავტორიტეტს.
ახლად შექმნილი გვერდებისთვის, რომელიც თავდაპირველად ნაკლები ავტორიტეტულობით სარგებლობენ, მათთვის რთულია მაღალი პოზიციების მოპოვება serp-ში,
ამის აღმოსაფხვრელად და გვერდისთვის ავტორიტეტის მისაცემად შეგვიძლია გამოვიყენოთ შიდა გადამისამართება,
ანუ ის გვერდი, რომელიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს, აქვს მაღალი პოზიციები საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე და ჰყავს მაღალი საიტის ვიზიტორები,
შენ შეგიძლია ამ გვერდიდან შიდა ლინკებით გადაიყვანო ახლად შექმნილ გვერდზე, რითაც ნაწილობრივ გადასცემ ავტორიტეტს ახლად შექმნილ სექციას შენს საიტზე, რასაც ეწოდება link juice.
აღნიშნული პრაქტიკით კი გუგლი ხედავს ამ ახლად შექმნილი გვერდისთვის პოზიტიურ სიგნალებს, და მისთვის ნელ-ნელა უმჯობესდება პოზიციებიც.
რა არის გვერდისთვის H-tag ოპტიმიზირება?
H-tag არის html კოდის ელემენტი, რომელიც გვეხმარება ჩამოვაყალიბოთ საიტზე არსებული კონტენტის სტრუქტურა და გავხადოთ კონტენტი უფრო მარტივად აღქმადი საძიებო სისტემის ბოტებისთვის.
მთავარი იდეა გვერდის კონტენტის h-tag ელემენტებით ოპტიმიზაციისა არის ის, რომ კონტენტი დავყოთ სტრუქტურირებულ სექციებად, და ეს სექციები იერარქიულად დავალაგოთ.
ანუ შევქმნათ კონტენტის შიგნით სექციები და ქვესექციები. ეს ერთის მხრივ კონტენტს ხდის უფრო მარტივად წაკითხვადს,
მეორეს მხრივ კი საძიებო სისტემის ბოტებისთვის გვერდზე არსებული კონტენტი დაყოფილია მისთვის მარტივად ამოსაცნობ html ელემენტებად, რომლებიც ოპტიმიზირებულნი არიან საძიებო ტერმინებით.
h-tag სტრუქტურა ასე გამოიყურება:

· H1 – თაგი არის ყველაზე მაღალი იერარქიის მქონე თაგი, h1 თაგად უნდა მონიშნო გვერდის მთავარი სათაური, გაითვალისწინე, რომ თითო გვერდზე ერთი H1 თეგი უნდა გამოიყენო. ამ ნაწილში სვამ მთავარ საძიებო სიტყვას. · H2 – ეს არის კონტენტის ყველაზე დიდი ქვესათაური, მისი რამდენჯერმე გამოყენება შეგიძლია და გამოიყენე კონტენტის შიდა საკითხებისთვის, რომელიც მთავარი სათაურის შემდეგ ყველაზე ფართოა. H2 თეგებში შეგიძლია ჩასვა სხვა პრიორიტეტული ქივორდები.
ამის შემდეგ კი მოდის იერარქიულად: h3, h4, h5, h6, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ ქვესათაურები გამოვყოთ გვერდებზე.
რა არის ტექნიკური seo?
ვებ-გვერდის ტექნიკური seo ოპტიმიზაცია, მოიცავს საიტის ტექნიკური ელემენტების ოპტიმიზირებას, რაც აუმჯობესებს საიტის ხილვადობას საძიებო სისტემის ბოტებისთვის, აუმჯობესებს ზოგად პერფორმანსს და რაც მთავარია საიტის ინდექსირება ხდება სწრაფად და მაქსიმალურად ეფექტურად საძიებო სისტემის ბოტების მიერ, ტექნიკური seo ოპტიმიზაცია მოიცავს:
· მეტა tag-ების ოპტიმიზირებას საიტზე არსებული მნიშვნელოვანი და არასაჭირო გვერდებისთვის;
· სწორი გადამისამართებების დამყარებას საიტზე;
· 404 error გვერდების აღმოჩენა და სწორი ტექნიკური ოპტიმიზირება;
· Robots.txt-ის შექმნა;
· Xml sitemap-ის ჩამოყალიბება; · საიტის სისწრაფის გაუმჯობესება;
· Schema markup(სტრუქტურირებული მონაცემის დაყენება საიტის გვერდებისთვის).
· ინდექსაციის პროცესი;
რა არის საიტის არქიტექტურა და რატომაა ის მნიშვნელოვანი?
საიტის არქიტექტურა განსაზღვრავს არის თუ არა ვებგვერდი სტრუქტურირებული და ორგანიზებული. მისი ოპტიმიზირება მოითხოვს, ვებსაიტის იერარქიის ჩამოყალიბებას, გვერდების განაწილების დაგეგმარებას, ვებსაიტის ნავიგაციის აწყობას.
შესაბამისად, როდესაც იწყებ საიტის ტექნიკური seo ოპტიმიზაციას შენი სასტარტო ნიშნულია საიტის არქიტექტურის შექმნა. ის არის ხერხემალი ყველა ვებ-გვერდისთვის რომელზეც აპირებ დააშენო შემდეგი სტრატეგიები.
მოწესრიგებული საიტის არქიტექტურა ხდის ვებსაიტს შედარებით მარტივად აღმოჩენადს და ინდექსირებადს საძიებო ბოტებისთვის.
რაც შეეხება კონკრეტულ მიდგომას, თუ რა ტიპის არქიტექტურა უნდა შექმნა საიტებისთვის,
ყოველთვის გამოიყენე ბრტყელი საიტის არქიტექტურის ტიპი(flat site architecture), სადაც გვერდები ერთმანეთისგან დაშორებულები არიან 3-4 შიდა ლინკით.
ამ ტიპის წყობაში, საიტზე არსებული ყველა გვერდი დგას ერთ დონეზე, დამატებითი ქვეგადამისამართებების გარეშე.
ბრტყელი საიტის არქიტექტურის მეშვეობით, ვიზიტორი შეძლებს გადავიდეს მისთვის სასურველ გვერდზე, მთავარი გვერდიდან(Homepage), რამდენიმე დაწკაპუნების საშუალებით.
ბრტყელი არქიტექტურის ასაწყობად, გჭირდება სტრატეგიულად გამოიყენო საიტზე არსებული შიდა ლინკები, რათა დაუკავშირო მსგავსი შინაარსის მქონე გვერდები ერთამანეთს.
აღნიშნული მიდგომა დაგეხმარება, რომ მომხმარებელმა აღმოაჩინოს უფრო მეტი კონტენტი, ხოლო საძიებო სისტემის მხრიდან უფრო მარტივად გახდეს მოძებნადი ნებისმიერი გვერდი.
რა არის HTTPS პროტოკოლი და რატომაა ის მნიშვნელოვანი ვებსაიტისთვის?
HTTPS უზრუნველყოფს, რომ მონაცემები, რომელთა გაცვლაც ხდება მომხმარებლების ბრაუზერსა და საიტის სერვერს შორის იყოს დაცული და დაშიფრული პოტენციური კიბერშეტევისგან ან მონაცემთა ქურდობისგან,
SEO ოპტიმიზაციისთვის, საიტის HTTPS პროტოკოლით დაცვას აქვს დამატებითი ბუსტი საიტის seo ოპტიმიზაციის პროცესში, რადგან ასეთ შემთხვევაში, ალგორითმი ხვდება, რომ საიტი არის სანდო და მომხმარებლისთვის ის არანაირ საფრთხეს არ შეიცავს.
SSL (Secure Socket Layer) სერთიფიკატის დაყენება დამოკიდებულია თუ რა პლატფორმით და რა სერვისით სარგებლობთ, თუმცა მისი დაყენება საიტზე უმნიშვნელოვანესია,
როგორც პოტენციური კიბერშეტევისგან თავის დასაცავად, ამასთანავე საძიებო სისტემის ალგორითმის მხრივაც.

საიტები, რომლის დომენი იწყება HTTPS-ით მათ უკვე დაყენებული აქვთ SSL სერთიფიკატი.
რა არის xmlsitemap
Xml საიტის რუკა არის ერთ-ერთი მთავარი წყარო Google-ის საძიებო სისტემისთვის იპოვოს საიტზე არსებული გვერდები,
მისი მუშაობის პრინციპი შემდეგია, ის პერიოდულად ავტომატურ რეჟიმში უნდა ნახლდებოდეს და ემატებოდეს ახალი გვერდები, რომელსაც დროთა განმავლობაში ვამატებთ,
ამ მეთოდით მაქსიმალურად შეძლებ საძიებო ბოტებმა დროის ეფექტურ მონაკვეთში აღმოაჩინონ და გამოაჩინონ შენთვის სასურველი გვერდები საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე, ამისთვის ასევე შეგიძლია გამოიყენო google search console და sitemap-ის სექციაში ჩასვა შენი xml sitemap-ის url, რომელიც არის და მისი ნახვა შეგიძლია შემდეგნაირად ჩაწერე: example.ge/sitemap.xml
Xml sitemap-ის ფაილი მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან გვერდებს და მათ დეტალურ მონაცემებს, რომელსაც საიტი შეიცავს და გვსურს ეს გვერდები პერიოდულად იყოს ხელახლა წაკითხული საძიებო სისტემის ბოტების მიერ.
Xml sitemap ფაილი განთავსებულია საიტის ფაილურ სისტემაში ყველაზე მაღალ დირექტორიაში, სერვერზე root კატეგორიის საქაღალდეებში.
Xml sitemap მნიშვნელოვანია ყველა ტიპის ვებსაიტისთვის, მაგრამ მისი საჭიროება ერთი ორად იზრდება თუ საქმე გვაქვს დიდ ვებსაიტთან, რომელიც შეიცავს ათასობით გვერდს.
როცა ზემოთ ვახსენეთ შიდა გადამისამართებების დამყარება, რათა ბოტებმა მარტივად აღმოაჩინონ ღრმა გვერდები,
Xml sitemap არის ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალება, მაგალითად ონლაინ მაღაზიებისთვის ან მედია ჟურნალის ტიპის ვებსაიტებისთვის, სადაც ყოველდღიურად ხდება განახლება, საიტზე არსებული გვერდების, ამასთანავე ახალი გვერდებიც ემატება.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინო, რომ xml sitemap-ის შემთხვევაში, საჭიროა განვათავსოთ ის გვერდები, რომლის ინდექსაციაც გვსურს და არა ისეთი გვერდები, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს და პირიქით crawling ბიუჯეტს უაზროდ გვახარჯვინებს.
შენიშვნა: crawling ბიუჯეტი არის ყოველთვიური გამოყოფილი ლიმიტი, რაც შეიძლება საძიებო სისტემის ბოტებმა დახარჯონ საიტზე არსებული გვერდების აღმოსაჩენად და წასაკითხად. მისი ოპტიმიზირებისთვის მნიშვნელოვანია, სწორი საიტის სტრუქტურის ჩამოყალიბება, საიტის ჩატვირთვის სიჩქარის ოპტიმიზირება და xml sitemap-ის სწორი ფორმით შექმნა.
შესაბამისად sitemap-ში უნდა შევიტანოთ ისეთი გვერდები როგორიცაა: · Cms გვერდები: მთავარი გვერდი, ბლოგის გვერდები, სერვისების გვერდები, · კატეგორიის გვერდები: პროდუქტის კატეგორიის გვერდები;
რაც არ უნდა შევიტანოთ ესაა: · ფილტრირებული გვერდები: case study – პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა ონლაინ მაღაზიაზე ვმუშაობდი magento-ს პლატფორმაზე, მას აქვს პროდუქტის კატეგორიის გვერდებზე ფილტრირებული სექცია, რომელიც არის faceted navigation, ასეთი ათასობით ფილტრირებული ერთმანეთის მსგავსი, დუბლირებული გვერდები იქმნებოდა. თუ მას xml sitemap-ში ჩავსვამდი crawling ბიუჯეტი მაშინვე გაიხარჯებოდა; · სარეგისტრაციო გვერდები: login page-ებს seo-სთვის არანაირი ღირებულება არ აქვს შესაბამისად მისი xml sitemap-ში შეტანა სრულიად უსარგებლოა.
სრულყოფილი xml sitemap-ისთვის უნდა მივუთითოთ: · Frequency – რამდენად ხშირად იცვლება გვერდები · Lastmod – ცვლილების თარიღი;
Xml sitemap-ის შექმნისთვის შეგიძლია გამოიყენო რამდენიმე მეთოდი:
· ხელით შექმნა – ტექსტის ედიტორის გამოყენებით ან XML ედიტორით. ამ შემთხვევაში აუცილებლად დარწმუნდით, რომ იყენებთ სწორ XML თაგებს და ატრიბუტიკას.
· ონლაინ ხელსაწყოების გამოყენება – გამოიყენეთ სხვადასხვა ონლაინ ხელსაწყო, რომლებიც აგენერირებენ XML საიტის რუკებს. Sitemap-ის შესაქმნელად გამოიყენეთ Sitemap Generator ხელსაწყოები. მუშაობის პროცესი: აღნიშნული ონლაინ ხელსაწყოები თავდაპირველად ახდენენ საიტის ამოცნობას და შემდგომ ქმნიან საიტის რუკას, დაფუძნებულს ამ უკანასკნელის სტრუქტურაზე.
· WordPress-ის პლაგინები – ვორდპრესის გამოყენების შემთხვევაში, Rank Math და Yoast-ის პლაგინებით შეგიძლიათ ავტომატურად დააგენერიროთ xml sitemap.
რა არის ვებსაიტის ჩატვირთვის სისწრაფის ოპტიმიზაცია?
საიტის ჩატვირთვის სიჩქარის ოპტიმიზაცია ტექნიკური seo ელემენტის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია, რაც გულისხმობს ოპტიმიზირებას, ვებსაიტის კოდის დონეზე, რათა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე საძიებო სისტემის ბოტებისთვის ვებსაიტი იყოს სწრაფად დაინდექსირებადი და წასაკითხი, ეს პროცესი მოიცავს: · Core web vital მეტრიკების დაკმაყოფილებას; · სურათების ოპტიმიზაციას; · კოდის ოპტიმიზაციას; · საიტის backend სტრუქტურის განსაზღვრას;
ტექნიკურად ოპტიმიზირებული და სწრაფი საიტი, google-ის ალგორითმისთვის, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ranking სიგნალია,
ის მოიცავს, როგორც მომხმარებლის საიტზე ნავიგაციის გამოცდილებასაც,
ასევე საიტის რესპონსიულობას, თუ რამდენად სწრაფად აკმაყოფილებს, საძიებო ბოტების მიერ გაგზავნილ მოთხოვნებს(request), რათა წაიკითხოს ვებსაიტის სერვერზე არსებული გვერდები და დააინდექსიროს.
დავიწყოთ მომხმარებლის გამოცდილებით,
საიტის სისწრაფის გასაზომად საუკეთესო ვარიანტია გამოვიყენოთ core web vital მეტრიკები, კერძოდ ესენია:
· TTFB – რამდენი ხანი სჭირდება საიტს ჩასატვირთად, რაც გუგლის ბრაუზერში მომხმარებელი გააგზავნის მოთხოვნას სერვერზე, საუკეთესო მაჩვენებელი ამ მეტრიკის არის (200-500) მილიწამი.

· LCP – ეს მეტრიკი, ზომავს მას შემდეგ რაც საიტი ჩაიტვირთება, გვერდზე არსებული კოდის მხრივ ყველაზე მძიმე ელემენტებს რამდენი ხანი სჭირდება ჩასატვირთად, მაგალითად სურათებს, ჩასმულ ვიდეოებს, ან 3d motion გრაფიკებს. აქ საუკეთესო მაჩვენებელი არის 2.5 წამის ქვემოთ.
· INP – ეს მეტრიკი ზომავს თუ გვერდის ჩატვირთვის შემდეგ, საიტზე არსებულ ელემენტებს(მაგალითად ღილაკებს) მათზე დაჭერით, რამდენი ხანი სჭირდება ჩატვირთვა. მაგალითად რეგისტრაციის გვერდზე გადასვლა. აქ საუკეთესო მაჩვენებელი არის 200 მილიწამზე ნაკლები.
· CLS – ეს ზომავს უშუალოდ გვერდის ჩატვირთვის პროცესში, რამდენად ხშირად ხდება საიტზე არსებული ელემენტების ”ბაგი” ანუ გაჭედვის მსგავსად პირობითად წამის მეათედებში სურათი უცბად გადავიდა სხვა მხარეს.
საიტის სისწრაფის ოპტიმიზაციის პროცესში, core web vital ელემენტების დაკმაყოფილებას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა.
გავლენას, რაც ამ მეტრიკებზე ახდენს და რაც შენ შეგიძლია დეველოპერთან ერთად მოაგვარო ესენია: · CSS ელემენტების მაქსიმალურად ოპტიმიზირება და მინიმიზაცია – განსაკუთრებით იმ დროს როცა მძიმე ვიზუალური ელემენტებია საიტზე გამოყენებული. · CDN პრაქტიკის გამოყენება – აღნიშნული სერვერზე დაწოლას მაქსიმალურად შეამცირებს, ერთი სერვერის ნაცვლად მოთხოვნა ერთდროულად რამდენიმე სერვერზე დამუშავდება. · სურათების ოპტიმიზაცია – შეეცადე გამოიყენო webP ფორმატის სურათები და შეამცირო ის 100kb-მდე. · სერვერის მონაცემების გაუმჯობესება – თუ დიდი მოცულობის საიტი გაქვს, შესაბამისად დიდია ის ფაილური სისტემა რაც სერვერზე ინახება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ საიტი ინტერაქციულია და ხშირად ნახლდება. ასეთ დროს საჭიროა მაღალი მონაცემების სერვერის ქონა. · მაქსიმალურად ოპტიმიზირება (third party scripts).
იმისათვის, რომ გაიგო და შეაფასო აკმაყოფილებს თუ არა შენი ვებსაიტი core web vital-ის მეტრიკებს,
შეგიძლია გამოიყენო უფასო ხელსაწყო/საიტი: page speed insights:
აღნიშნული ხელსაწყო საშუალებას გაძლევს და ცალ-ცალკე გაწვდის ინფორმაციას აკმაყოფილებს შენი საიტი ამ მეტრიკებს, როგორც მობილური ვერსიისთვის ასევე დესკტოპ ვერსიისთვისაც:

ახლა კი დროა ვისაუბროთ, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ საიტი ტექნიკურად და სისწრაფის მხრივ, საძიებო სისტემის ბოტებისთვის.
ამისთვის საჭიროა მოკლედ მიმოვიხილოთ ვებ-დეველოპმენტის პროცესი:
ბექენდ დეველოპმენტში, არსებობს ტერმინი Data fetching, რომელიც ნიშნავს მონაცემთა დამუშავება და წამოღებას.
აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს შემდეგნაირად,
როდესაც მომხმარებელი შემოდის შენ საიტზე მისი ბრაუზერი აგზავნის მოთხოვნას შენ სერვერზე,
აქ კი თუ როგორ მოხდება ამ მონაცემთა დამუშავება დამოკიდებულია შენი საიტის სტრუქტურაზე და ასევე რა სკრიპტითაა ვებსაიტი დაწერილი.
WordPress მაგალითად აწყობილია php-ზე შესაბამისად, ის მონაცემთა დამუშავებას ახდენს სერვერის მხარეს, თუ არ ჩავთვლით თანამედროვე ვორდპრესის გუტენბერგის ბლოკებს, რომელიც react-ს იყენებს სკრიპტის სახით.
იგივე ეხება magento-ს, shopify-ს, და next js-ის ლოგიკაზე აწყობილ ვებსაიტებს.
ახლა კი დეტალურად განგიმარტავ რა ტიპები არსებობს ბრაუზერიდან შემოსული მოთხოვნების დასამუშავებლად.
რა არის CSR + SSR + SSG + ISR?
სათაურში ნახსენები ტერმინები csr, ssr, ssg, და isr არის მონაცემთა წამოღების, განსხვავებული მეთოდები და საიტის სიჩქარეზე და საძიებო სისტემის მოთხოვნებისთვის გამართვაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს. განვმარტოთ თითოეული მათგანი:
· CSR – გამოიყენება ეგრეთწოდებული SPA სტილის ვებსაიტებისთვის (single page application). ამ ლოგიკაზე აწყობილი საიტები ძალიან სწრაფია, მაგრამ seo-ს მხრივ ნამდვილი კოშმარია. მისი მუშაობის პრინციპი შემდეგია, როდესაც ხდება მოთხოვნის გაგზავნა სერვერზე, სერვერი უბრალოდ აგზავნის ”raw html” და მომხმარებლის ბრაუზერში ხდება შემდეგ javascript-ით აწყობა html-ის და css-ის ფაილებს, შემდეგ კი მთლიანად გვერდი იწყობა. თანამედროვე ბოტებს დღეს დღეობით შეუძლიათ javascript-ის გაგება, თუმცა როცა ბრაუზერში იწყობა და მუშავდება გვერდი, ხშირია error-ები, მეტა ინფორმაცია შედარებით ნელა იტვირთება ბოტებისთვის და არამარტო მეტა ინფორმაცია. შედეგად ამ ფაქტორებს აქვთ უარყოფითი გავლენა თუ როგორ აღიქვამს და რამდენად სწორად საძიებო სისტემები csr ლოგიკაზე აწყობილ საიტებს. შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ ასეთი ტიპის მონაცემთა წამოღება seo-სთვის მნიშვნელოვან გვერდებზე არ იყოს გამოყენებული.
· SSR – seo-სთვის მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია, კერძოდ მოთხოვნის გაგზავნის შემთხვევაში, გვერდის აწყობა ხდება სერვერზევე. შესაბამისად საძიებო სისტემის ბოტს უკვე ხვდება გამზადებული ფაილი, რაც მის წაკითხვას აადვილებს და შესაბამისად ინდექსირების მხრივაც უფრო კარგი მაჩვენებელია. SSR ნამდვილად კარგია seo-სთვის მაგრამ ვებ-დეველოპერის მიერ საიტის ლოგიკების აწყობისას და კომპონენტებზე მუშაობის პროცესში, მნიშვნელოვანია რომ ყველა სექცია საიტზე არ იყოს SSR-ზე აწყობილი, რადგან ასეთ შემთხვევაში სერვერზე დაწოლა გაიზრდება და საიტიც შენელდება.
· SSG – seo-ს მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო მონაცემთა დამუშავების მეთოდი. მსგავსად SSR-ისა SSG-ს შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება ხდება სერვერის მხარეს. მაგრამ აქ განსხვავება იმაშია, რომ ეს მონაცემთა წამოღების მეთოდი მუშაობს სტატიკურ ფაილებზე, ანუ სერვერზე აღარ ხდება გვერდის ფაილის აწყობა, არამედ ის მუდმივ რეჟიმში აწყობილი ინახება. SSG გამოიყენება ისეთი გვერდებისთვის, როგორიცაა სტატიკური, არა დინამიური გვერდები, რომელიც ძალიან იშვიათად იცვლება. SSG სერვერის რესპონსიულობის და შესაბამისად საიტის სისწრაფის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური საშუალებაა.
· ISR – ეს არის seo-ს და საიტის სისწრაფის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური მეთოდი, კერძოდ აქ სერვერზე ფაილები ინახება სტატიკურად მსგავსად SSG-სი თუმცა revalidate-ის მეშვეობით, სკრიპტის წერისას დეველოპერი უთითებს დროის ინტერვალებს სადაც ფაილის განახლება ხდება ავტომატურად. განსხვავებით SSR-ისგან სადაც ყოველი ახალი მოთხოვნისას სერვერი თავიდან იწყებს ფაილის შექმნას, ISR-ის დროს ფაილი სტატიკურია მაგრამ, იმ დროის ინტერვალებში რასაც დეველოპერი უწერს, ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ სერვერზე ეს ფაილები ნახლდება.
ახლა კი მარტივად გეტყვი თუ რომელი სად უნდა გამოიყენო:
· CSR – გამოიყენე checkout, wishlist, კალათაში დამატება, რეგისტრაციის გვერდებზე რაშიც seo-ს ნაკლები მნიშვნელობა აქვს და არც გჭირდება ასეთი სექციების ინდექსირება.
· SSR – გამოიყენე ეს მეთოდი საიტის იმ სექციებისთვის რომელიც ყველაზე ხშირად იცვლება, მაგალითად პროდუქტის კატეგორიის გვერდები.
· ISR – გამოიყენე პროდუქტის გვერდებზე, ბლოგის გვერდებზე. ისეთი ტიპის გვერდებისთვის რომელიც მაღალი ტრაფიკის მქონეა მაგრამ ხშირად არ იცვლება.
· SSG – გამოიყენებ ,,ჩვენ შესახებ” გვერდისთვის, კონტაქტის გვერდისთვის და მსგავსი სტატიკური გვერდებისთვის.

საიტის სტრუქტურის და ლოგიკის ჩამოყალიბებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ოპტიმიზირებული სერვერი გარანტიაა იმისა, რომ საძიებო ბოტები სწრაფად მიიღებენ სერვერზე გაშვებული მოთხოვნების პასუხებს,
შესაბამისად დროის მოკლე მონაკვეთში უფრო მეტ გვერდს იპოვნიან და დააინდექსირებენ,
რაც seo-ს მხრივ და ბიზნესის მხრივაც უმნიშვნელოვანესია, მაგალითად ავიღოთ ონლაინ მაღაზიების შემთხვევა, თუ ორი კონკურენტი საიტი ყიდის ერთი და იმავე პროდუქტს, ის პროდუქტი რომელსაც ბოტი უფრო სწრაფად ნახავს შესაბამისად უფრო მალევე დააინდექსირებს და საძიებო შედეგების გვერდზეც უფრო მაღალ პოზიციებზე აღმოჩნდება,
შესაბამისად გაიზრდება გაყიდვების შანსი.
სწრაფი საიტი და რესპონსიული სერვერი გარანტიაა იმისა რომ google-ის მიერ გამოყოფილი crawling ბიუჯეტი მაქსიმალურად იქნება ათვისებული.

შეგიძლია შეამოწმო თუ რამდენად სწრაფად პასუხობს შენი საიტის სერვერი google-ის ბოტების მოთხოვნებს,
შედი Google search console – აირჩიე – settings – გადადი – crawl stats.



რა არის მობილური ვერსიისთვის საიტის seo ოპტიმიზირება?
მობილური ვერსიისთვის საიტის seo ოპტიმიზირება გულისხმობს, დააკმაყოფილოს google-ის pagerank ყველა ფაქტორი საიტის მობილურმა ვერსიამ კერძოდ: · საიტის ჩატვირთვის სიჩქარე მობილური ვერსიისთვის, · რამდენად ოპტიმიზირებულია საიტის დიზაინი მობილური ვერსიისთვის: ვიზიტორისთვის რამდენად ადვილია ტელეფონში, საიტზე არსებულ ელემენტებზე ინტერაქცია, მაგალითად ლინკებზე დაწკაპუნება რამდენად მარტივია, ღილაკები მუშაობს თუ არა, ტექსტი რამდენად კარგად იკითხება მობილური ვერსიისთვის. · როგორ გამოიყურება ვიზუალური ელემენტები მობილური ვერსიისთვის.
Google თავის guideline-ში მიჰყვება mobile first indexing მეთოდს, ანუ ის გვერდს აინდექსირებს და ხედავს მობილური ვერსიიდან,
შესაბამისად რაც არ უნდა ოპტიმიზირებული საიტი ჰქონდეს როგორც ვიზუალურად ასევე ტექნიკურად,
თუ ის არ არის გამართული როგორც ვიზიტორისთვის ასევე საძიებო ბოტებისთვის, ნაკლებია შანსი მოიპოვო მაღალი პოზიციები serp-ში.
გარდა seo ოპტიმიზაციისა, თანამედროვე რეალობაში მობილური ტელეფონი ყველაზე გამოყენებადი მოწყობილობაა, შესაბამისად პრიორიტეტულია ნებისმიერი საიტის ოპტიმიზირება იმგვარად, რომ გავხადოთ mobile-friendly.
იმისთვის, რომ დარწმუნდე ვებსაიტი არის მობილური მოწყობილობებისთვის შესაბამისი და ორგანიზებული, ამისათვის შეგიძლია გამოიყენო უფასო ხელსაწყო – Google search console, ასევე შეაფასო თუ როგორ გამოიყურება კონტენტი მობილურიდან, შეამოწმო ფოტო-სურათები და საიტის დეკორაციისთვის გამოყენებული ფონები.

რა არის robots.txt?
Robots.txt არის ფაილი, რომელიც განთავსებულია სერვერის root ფაილურ დონეზე და საშუალებას გვაძლევს ტექნიკური seo ოპტიმიზაციის პროცესში საძიებო ბოტებს ავუკრძალოთ საიტის გარკვეული სექციების ინდექსაცია, მაგალითად: · ფილტრაციის გვერდები; · პაგინაციის გვერდები; · გადახდის გვერდები; · შიდა ძებნის გვერდები; · კალათაში დამატების გვერდები; · სარეგისტრაციო გვერდები; · საიტის ადმინისტრაციული გვერდი;
შენიშვნა: robots.txt განსხვავებით მეტა თეგებისგან, არ არის პირდაპირი დირექტივა, რასაც საძიებო ბოტი პირდაპირ ასრულებს, ის არის უბრალოდ მითითება, რომ ამა თუ იმ საიტის სექცია, საძიებო ბოტმა არ დააინდექსოს.
Robots.txt არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მაქსიმალურად დავაოპტიმიზიროთ ინდექსაციის პროცესი და მეტა თეგებთან კომბინაციით,
ეფექტურად ავითვისოთ crawling ბიუჯეტი. Robots.txt-ის განთავსება ხდება სერვერის ფაილურ ყველაზე მაღალ დონეზე, რადგან როცა ბოტი მიაკითხავს სერვერს ჯერ იცოდეს იმ გვერდების ინდექსაცია, რომელიც არ გვსურს.
როგორც ზემოთ ვახსენე, robots.txt არ არის პირდაპირი დირექტივა, არსებობს შემთხვევები, როცა საძიებო ბოტები ამა თუ იმ დირექტივას აიგნორებენ, რომელსაც robots.txt-ში ვწერთ.
მაგალითად არსებობს დირექტივა crawl delay, რომელიც საძიებო სისტემის ბოტებს უთითებს, რამდენ ხანში ერთხელ მიაკითხოს სერვერს, რომ არ გადატვირთოს ის.
გუგლის საძიებო ბოტები crawl delay-ს აიგნორებენ.
· Robots.txt-ში კარგი პრაქტიკაა თუ ჩავსვამთ საიტის რუკას: Example.ge/sitemap.xml, რაც ინდექსაციის პროცესს უფრო გაამარტივებს. · მნიშვნელოვანია შემთხვევით არ დავბლოკოთ მნიშვნელოვანი სექციები საიტზე, ან მთლიანად საიტი robots.txt-ში, რაც სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს ინდექსაციის მხრივ.
რაც შეეხება კონკრეტულ სინტაქსს, რითაც საძიებო ბოტებს ვაძლევთ ინსტრუქციას robots.txt-ში ესენი შემდეგია:
· User agent: აღნიშნავს საძიებო ბოტს; · User agent : ვარსკვლავი აღნიშნავს რომ დირექტივას ვუწერთ ყველა საძიებო ბოტს; · User agent: googlebot – ამ შემთხვევაში ვბლოკავთ მხოლოდ გუგლის საძიებო ბოტებისთვის, იგივე შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ბოტებისთვის, მაგალითად ahref, semrush, bing, ai bot და ასე შემდეგ.
· Crawl delay: 10 – საძიებო სისტემებს ვეუბნებით სერვერზე ყოველი ახალი მოთხოვნის გაგზავნამდე დაყოვნდეს 10 წამით(გუგლის ბოტებისგან იგნორდება)
· Allow: ნიშნავს საიტის რა სექცია დააინდექსიროს; · Disallow: საიტის რა სექცია არ დააინდექსიროს ბოტმა; ·
Allow: / – ეს / ნიშნავს რომ საიტზე ყველაფერი დააინდექსიროს; ·
Disallow: / – ეს / ნიშნავს რომ არაფერი არ დააინდექსიროს საიტზე; ·
Disallow: /?* – ეს ნიშნავს არ დააინდექსიროს ფილტრირებული და პაგინაციის გვერდები;
· Disallow: /catalogsearch/result/ – ეს ნიშნავს არ დააინდექსირო შიდა ძებნის გვერდები;
· Allow: /.css – ეს ნიშნავს, რომ დაანდექსიროს ის სკრიპტები, რაც საიტის ვიზუალს ქმნის;
· Allow: /.js – ეს ნიშნავს, რომ დააინდექსიროს ის სკრიპტები, რაც საიტის ვიზუალს ქმნის.
Robots.txt ის მაგალითი:

იმის გასაგებად თუ როგორ წაიკითხა და გაითვალისწინა თუ არა google-ის საძიებო სისტემის ბოტებმა, შენ მიერ გაწერილი ინსტრუქცია robots.txt-ში, შეგიძლია გადაამოწმო ის google search console-ში:
კერძოდ აირჩიე: settings – robots.txt;
Google search console-ში fetched ნიშნავს, რომ საძიებო სისტემის ბოტმა შეძლო წაკითხვა შენ მიერ შედგენილი robots.txt-ის.
Google search console-ში ასევე შეგიძლია ნახო რეალურად გაითვალისწინა თუ არა გუგლის ბოტმა, შენ მიერ მიცემული ინსტრუქციები,
კერძოდ ეს შეგიძლია გადაამოწმო გვერდების ინდექსაციის რეპორტში,
Seo ოპტიმიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია მუდმივ რეჟიმში ამოწმო ინდექსაციის პროცესი და ასევე გადაამოწმო, რამდენად სწორად ითვალისწინებს საძიებო სისტემის ბოტები შენ მიერ შედგენილ მითითებებს,
გადადი: pages – და ჩამოსქროლე სექციამდე ”why pages aren’t indexed”.

და აქ შეამოწმებ რეალურად დაბლოკა robots.txt-ის გვერდები, რისი დაბლოკვაც რეალურად გსურდა.


ახლა გადავიდეთ თუ ტექნიკური seo ოპტიმიზაციით როგორ უნდა დავეხმაროთ საძიებო სისტემის ბოტებს უკეთ გაიგონ ჩვენი ვებსაიტის კონტექსტი.
რა არის schema markup და რატომაა ის მნიშვნელოვანი seo ოპტიმიზაციის პროცესში?
Schema markup არის კოდირებული სტრუქტურირებული მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც ეხმარება საძიებო სისტემის ბოტებს, კოდის მეშვეობით უკეთ გაიგოს თუ რის შესახებ არის ვებსაიტი და მის გვერდებზე არსებული კონტენტი. Schema markup-ი შედგენილია JSON LD ფორმატში, კერძოდ:
- ეხმარება საძიებო სისტემებს, უკეთ გაიგოს ვებსაიტის საქმიანობის შესახებ – მაგალითად schema markup-ით შეგიძლია საძიებო სისტემებს უთხრა, რომ შენი ვებსაიტი არის ბიზნეს ორგანიზაცია და ყიდის იურიდიულ სერვისებს მაგალითად.
- საიტზე არსებული ცალკეული ელემენტების (entities) შინაარსობრივი გაერთიანება – როცა სხვადასხვა გვერდებზე არსებობს და სხვადასხვა სერვისებს ემსახურება, schema markup-ის მეშვეობით შეგვიძლია შევქმნათ კონტექსტები, შიდა კონტექსტუალური კავშირი, რითაც საძიებო სისტემები ერთიანობაში აღიქვამენ საიტის ცალკეულ სექციებს (nested schema markup).
- Schema markup არის ერთ-ერთი პირველწყარო ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებისთვის – generative engine პასუხები დიდწილად ეყრდნობა საიტზე შექმნილ schema markup-ებს.
Schema markup-ი, როგორც ზემოთ ვახსენეთ, არის საუკეთესო საშუალება, საძიებო სისტემებს დავეხმაროთ საიტის უკეთ გაანალიზებაში,
არამარტო კონტენტის მხრივ, არამედ ზოგადი საიტის მთავარი ფუნქციის გააზრებაში.
მაგალითად, საიტზე არსებული ყველა ბლოგი, სერვისის გვერდი, საკონტაქტო გვერდი, ჩვენ შესახებ გვერდი აღიქვას, როგორც ერთი მიზნის გეშ გაერთიანებულ ელემენტებად.
Schema markup-ის მუშაობის პრინციპი ჰგავს on-page seo-ს, რადგან აქაც ქივორდების შერჩევის და შიდა გადამისამართებების მსგავსად ვირჩევთ,
რომელ გვერდს რა ტიპის schema markup-ი უნდა შევუდგინოთ.
Schema markup-ი ძალიან დეტალური სტრუქტურირებული მონაცემია, ანუ ზოგადი ინფორმაციის გარდა შენ შეგიძლია, კონკრეტულ სერვისზე შექმნა მისთვის რელევანტური schema markup-ი,
ძირითადი schema markup-ებია:
- Organization schema markup (ორგანიზაციის): მას ვსვამთ საიტის მთავარ გვერდზე და მასში გაერთიანებულია:
- კომპანიის სახელი,
- ლოგო,
- სოციალური პროფილები საიტის,
- კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია.
- Local business schema markup: აქ ვსვამთ ლოკალური seo-სთვის ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას:
- სახელი,
- მისამართი,
- ტელეფონის ნომერი,
- სამუშაო საათები,
- სერვისები.
- Product: მას ვათავსებთ ინდივიდუალური პროდუქტის გვერდებზე, რომელიც შეიცავს პროდუქტის შესახებ ინფორმაციას:
- ფასი;
- რაოდენობა;
- შეფასება;
- Article: ეს ნთავსდება ბლოგის გვერდებზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას:
- სათაური;
- ავტორი;
- გამოქვეყნების თარიღი;
- FAQ page: მას ვათავსებთ faq გვერდზე, რომელიც შეიცავს იმ კითხვებს და პასუხებს, რაც faq-შია შეტანილი.
Schema markup-ით საიტის ოპტიმიზირება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან გარდა ტრადიციული seo ოპტიმიზაციისა, generative engine ოპტიმიზაციისთვისაც უმნიშვნელოვანესი ნაწილია,
რადგან საძიებო სისტემები, როცა პასუხს სცემენ მომხმარებლის კითხვებს, საიტიდან ინფორმაციის წამოსაღებად დიდ წილად ეყრდნობიან ვებ-გვერდებზე განთავსებულ schema markup-ებს.


შესაბამისად ტექნიკური seo ოპტიმიზაციის დროს, მნიშვნელოვანია დიდი ყურადღება დაუთმო schema markup-ების შექმნის პროცესს, განსაკუთრებით სერვისების გვერდისთვის.
Schema markup-ს აქვს უნიკალური schema markup-ების ტიპები ინდივიდუალური სერვისებისთვის და არამარტო სერვისებისთვის.
ამის ნახვა შეგიძლია schema markup-ების ოფიციალურ ბიბლიოთეკაში – schema.org
ამ საიტზე შეგიძლია ნახო ნებისმიერი ტიპის schema markup, რომელიც გჭირდება და ააწყო შესაბამისად ინდივიდუალური გვერდებისთვის, პროდუქტებისთვის და სერვისებისთვის.

მას შემდეგ, რაც შექმნი შენთვის სასურველ schema markup-ს და ჩასვამ მას საიტის რელევანტურ გვერდებზე,
შემდეგი ეტაპია შეამოწმო ის, თუ რამდენად ვალიდურია ის საძიებო სისტემის ბოტებისთვის, ამისთვის ორი საიტი არსებობს, ესენია:
- Google rich result test: ამოწმებს სწორადაა თუ არა schema markup-ი საძიებო სისტემის ბოტებისთვის, შემოწმება შეგიძლია ორგვარად, უშუალოდ კოდი ჩასვა ან იმ გვერდის url, რომელშიც ეს schema markup-ი ჩასვი

თუ ყველაფერი სწორად შექმენი, გადამოწმებისას გიჩვენებს ამას.

- Schema org validator – ოფიციალური schema markup-ების ბიბლიოთეკის საიტზეც შეგიძლია გადაამოწმო, სწორადაა შედგენილი თუ არა შენ მიერ გენერირებული schema markup.
თუ რაიმე არასწორია, warning-ის სახით გიჩვენებს ამას.
ახლა კი როგორ შეგიძლია schema markup-ის შექმნა, ამის რამდენიმე მეთოდი არსებობს:
- ხელით json-ld ფორმატში კოდის გენერირება: საშუალებას გაძლევს ძალიან კონკრეტული შენთვის საჭირო schema markup-ის აწყობას.
- Online schema markup გენერატორები: ინტერნეტ სივრცეში არის ბევრი უფასო/ფასიანი საიტი, სადაც schema markup-ის გენერირება შეგიძლია.
- WordPress პლაგინები: rank math და yoast პლაგინები ავტომატურად აგენერირებენ რელევანტურ გვერდებზე შესაბამის schema markup-ებს.
- ხელოვნური ინტელექტი (AI): ზუსტი პრომპტების მითითებით და schema.org საიტიდან ზუსტი ინფორმაციების წამოღებით, შეგიძლია ხელოვნური ინტელექტით დააგენერირო შენთვის სასურველი schema markup.
რა არის social graphs და რატომაა ის მნიშვნელოვანი ტექნიკური seo ოპტიმიზაციის პროცესში?
Social graphs არის ტექნიკური seo ოპტიმიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი პროცესი, როდესაც სოციალური სიგნალები და კავშირები გამოიყენება საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე უკეთესი ხილვადობისთვის. შენ საიტს და მასში არსებულ კონტენტს social graph-ების მეშვეობით აზიარებ სხვადასხვა სოციალურ მედია პლათფორმებზე. არსებობს რამდენიმე ძირითადი social graph-ის ტიპი:
- Open Graph Protocol – facebook-ისთვის;
- Twitter Cards
- LinkedIn Schema
- Pinterest Rich Pins
- Social Sharing Signals – ზოგადი სოციალური აქტივობა სხვადასხვა პლათფორმებისთვის (მოწონებები, გაზიარება, კომენტარები).
Google და სხვადასხვა სოციალური სისტემები აკვირდებიან თუ როგორი ინტერაქცია აქვთ ადამიანებს შენს კონტენტთან/საიტთან სხვადასხვა სოციალური მედია პლათფორმებზე,
შესაბამისად თუ ეს გამოხმაურება პოზიტიურია, მათი ალგორითმიც ამაღლებს შენი საიტის პოზიციონირებას საძიებო გვერდზე.
სხვაგვარად რომ განვმარტოთ, schema markup-ის მსგავსი პრინციპით, როცა გუგლი საიტზე არსებულ გვერდებს უყურებს, როგორც ცალკეულ ელემენტებს, რომელიც საჭიროა ერთმანეთთან კონტექსტუალურად დაკავშირდეს,
ასევე გუგლი აღიქვამს შენს საიტს, შენ გამომწერებს, პარტნიორებს და მათ გამოხმაურებებს სხვადასხვა სოციალურ პლათფორმებზე, როგორც დამოუკიდებელ სიგნალებს,
და მათ განსაზღვრავს ან პოზიტიურ ან უარყოფით რანკინგ სოციალურ სიგნალად.
რატომაა მნიშვნელოვანი social graph-ების გამოყენება?
- სანდოობის ინდიკატორი: ბევრი მოწონება და დადებითი კომენტარი ავტომატურად არის კავშირი google-ის ალგორითმისთვისაც.
- ბრენდის ავტორიტეტი: თუ შენი გვერდები გაზიარდა ავტორიტეტული პერსონების ან გვერდების მიერ, ზრდის შენი ბრენდის ავტორიტეტსაც.
- გაზრდილი ტრაფიკი: მეტი გაზიარება, ჩართულობა და სხვადასხვა სოციალური მედიის ალგორითმის დაყოლება ნიშნავს გახვიდე ამ პლათფორმების მეშვეობით უფრო ფართო აუდიტორიაზე, შესაბამისად ზრდი შანს გაზარდო საიტზე შემოსული ტრაფიკის მაჩვენებელი.
- სწრაფი ინდექსაცია: თუ კონტენტი, რომელიც ახალია, სწრაფად ზიარდება სოციალურ პლათფორმებზე, გუგლიც უფრო სწრაფად აინდექსირებს მას.
Social graph-ების გენერირება შეგიძლია, როგორც:
- ონლაინ ინტერნეტ რესურსებით;
- WordPress-ის პლაგინებით: rank math და yoast seo.
რა არის დუბლირებული კონტენტი და რატომაა ის საიტის რანკინგისთვის საზიანო?
დუბლირებული კონტენტი არის შემთხვევა, როცა საიტზე არსებული გვერდები შინაარსობრივად ერთმანეთის მსგავსია, შესაბამისად საძიებო სისტემის ბოტებისთვის რთულია განასხვავოს თუ რომელი მათგანია ორიგინალი და ავტომატურად აქვეითებს მათ დაბალ პოზიციებზე serp-ში. დუბლირებულ კონტენტს ყველაზე ხშირად ვხვდებით:
- ონლაინ მაღაზიებში – როცა ერთი და იმავე პროდუქტის ვარიანტები არსებობს ორ განსხვავებული url მისამართზე.
- შინაარსობრივად მსგავსი კონტენტი – როცა საიტზე არის ორი სრულიად იდენტური seo ოპტიმიზირებული კონტენტი, გამოყენებულია მსგავსი საძიებო ტერმინები.
- როცა ორ სხვადასხვა საიტზე ვხვდებით იდენტური შინაარსის კონტენტს.
- საიტის დომენი (მთავარი url-ი) არსებობს ორი სხვადასხვა ვერსიით.
ახლა ვისაუბროთ კონკრეტულ დუბლირებული გვერდების შემთხვევებზე და ასევე ამ პრობლემის ტექნიკური seo ოპტიმიზაციით გადაჭრის ხერხებზე:
- ონლაინ მაღაზიის შემთხვევა: წარმოიდგინე ტანსაცმლის მაღაზია ყიდის მაისურებს, პირობითად ავიღოთ nike-ის მაისურები.
ერთ კონკრეტულ მაისურზე არის რამდენიმე ვერსია: ლურჯი, წითელი, თეთრი,
ნაცვლად იმისა, რომ ეს კონკრეტული მაისური იყიდებოდეს ერთი პროდუქტის გვერდიდან (ერთ url მისამართზე)
Example.ge/t-shirts – მაგალითად;
ამ გვერდიდანვე ხდებოდეს არჩევა მაისური სხვადასხვა ფერის, ეს ვარიანტები არსებობს სხვადასხვა url-ზე:
- Example.ge/t-shirts-blue;
- Example.ge/t-shirts-red;
- Example.ge/t-shirts-white;
შედეგად, ვიღებთ 4 სრულიად იდენტურ ერთი და იმავე გვერდებს, იდენტური აღწერით და იდენტური on-page seo ოპტიმიზაციის საშუალებებით.
როცა საძიებო სისტემის ბოტი შემოვა საიტზე და დაიწყებს გვერდების დამუშავებას, მისთვის რთული ხდება გაარჩიოს თუ რომელი გვერდია აქედან ორიგინალი,
შეიძლება ეს არც ისე პრობლემურად ჩანდეს ერთი შეხედვით, მაგრამ თუ სახეზე გვაქვს ათასობით ასეთი პროდუქტი,
seo ოპტიმიზაციის მხრივ ეს სერიოზული პრობლემაა, კერძოდ:
- საძიებო სისტემის ბოტი ხედავს ათასობით იდენტურ გვერდს მცირე განსხვავებებით, შედეგად რთულია აირჩიოს მათგან რომელია ორიგინალი. საბოლოოდ კი ასეთი გვერდები საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე დაბალ პოზიციებს იკავებენ;
- Crawling budget – ასეთი ათასობით შემთხვევა ამოწურავს შენი საიტისთვის გამოყოფილ crawling budget-ს, შედეგად ვებსაიტზე გექნება ისეთი გვერდები, რომლებიც არ ინდექსდება ან ინდექსდება, მაგრამ კონკურენტი მაღაზიებისგან განსხვავებით ძალიან ნელ ტემპში, რაც გაყიდვებზე პირდაპირ აისახება.
გამოსავალი – ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში გამოსავალი შემდეგია, გამოვიყენოთ ორი მეთოდი:
- მთავარი პროდუქტი დატოვე მთავარ url მისამართზე, ხოლო მისი ვარიანტები უბრალოდ დაამატე ფილტრებად და არა ცალკე გვერდებად (ცალკე მისამართზე).
- Canonical (კანონიკური url) თეგის გამოყენება.
Canonical თეგი (კანონიკური url): არის ინსტრუქცია საძიებო სისტემის ბოტებისთვის, სადაც ვეუბნებით, რომ შესაძლოა ვებ-გვერდზე არსებობდეს რამდენიმე იდენტური გვერდი, მაგრამ მათგან დასაინდექსირებლად აირჩიოს მხოლოდ ის url-ი, რომელსაც დამატებული ექნება canonical tag-ი.
ჩვენ შემთხვევაში კანონიკურ url-ს გავუწერთ მთავარი მაისურის გვერდს: Example.ge/t-shirts.
- საიტის დომენი (მთავარი url-ი) არსებობს ორი სხვადასხვა ვერსიით:
შესაძლოა საიტის მთავარი დომენი (url მისამართი) არსებობდეს ორი განსხვავებული ვერსიით:
მაგალითად:
http:example.ge; (http ტიპის დუბლირება) https:example.ge;
ან (www ტიპის დუბლირება)
www.example.ge; example.ge;
ან (‘/’ სლეშ ტიპის დუბლირება)
Example.ge; Example.ge/;
სამივე მაგალითში ვხვდებით ერთი და იმავე დომენის განსხვავებულ ვერსიებს. საძიებო სისტემისთვის და seo ოპტიმიზაციისთვის ეს უარყოფითი ranking სიგნალია, რადგან საძიებო ბოტს უჭირს გაარკვიოს თუ დომენის რომელი ვერსიაა მთავარი, ან შესაძლოა მან ეს დომენები სრულიად განსხვავებულ ვერსიებად აღიქვას.
ამისთვის ვიყენებთ 301 გადამისამართებას (redirection);
მაგალითად www.example.ge-ის 301 გადამისამართებით გადავიტანთ example.ge-ის ვერსიაზე.
შესაბამისად საძიებო სისტემის ბოტი ავტომატურად გადავა შენთვის სასურველი დომენის ვერსიაზე.
რა არის საიტის სწორი ინდექსაცია ?
საიტის სწორი ინდექსაცია ნიშნავს, ვებსაიტის სწორ ტექნიკურ ოპტიმიზაციას, იმგვარად რომ საძიებო სისტემის ბოტებმა დააინდექსიროს მხოლოდ ორიგინალი და საჭირო გვერდები. გამართული ინდექსაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- არ უნდა ინდექსდებოდეს ფილტრირებული გვერდები;
- არ უნდა ინდექსდებოდეს პაგინაციის გვერდები;
- არ უნდა ინდექსდებოდეს 404 error გვერდები;
- არ უნდა ინდექსდებოდეს შიდა ძიების გვერდები;
- საიტის სერვერი უნდა იყოს რესპონსიული საძიებო სისტემის ბოტების მოთხოვნებისადმი;
- საიტი უნდა იტვირთებოდეს სწრაფად;
- საიტი ტექნიკური seo ოპტიმიზირებული უნდა იყოს მეტა თეგების თვალსაზრისით.
როგორც ზემოთ ვისაუბრეთ მთავარი საკვანძო მომენტი, seo ოპტიმიზაციის პროცეში არის თუ როგორ ხდება საძიებო სისტემის ბოტების მხრიდან შენი ვებსაიტის წაკითხვა და რაც მთავარია ინდექსაცია.
ყველა seo ოპტიმიზაციის ტიპი საბოლოოდ ამ მიზნისთვის ხორციელდება, რასაც ინდექსაციას ვუწოდებთ, ახლა კი განვიხილოთ სწორი ტექნიკური seo პრაქტიკები, როგორ უნდა შევძლოთ მაქსიმალურად სწორად შევძლოთ ინდექსაციის პროცესი და crawling budget-ის მაქსიმალურად სწორად ათვისება.
რას ნიშნავს ფილტრირებული გვერდი და რატომ უნდა დავბლოკოთ ის ინდექსაციისგან ?
ფილტრირებული გვერდი არის საიტზე არსებული მთავარი გვერდის ვარიანტი, ძირითად შემთხვევებში მას იყენებენ ონლაინ მაღაზიებისთვის სადაც, პროდუქტის კატეგორიის გვერდზე სექციის მარჯვენა მხარეს მომხმარებელს საშუალება ეძლევა გაფილტროს პროდუქტები და ამოარჩიოს მის საჭიროებებზე დაფუძნებული კონკრეტული ნივთები, მაგალითად:
- პროდუქტის ზომა;
- პროდუქტის წონა;
- მიწოდების საშუალება;
- პროდუქტის შეფასება;
- პროდუქტის ტექნიკური მახასიათებელი;
- პროდუქტის ფერი; როგორც ხედავ უამრავი ვერსია შეიძლება არსებობდეს ინდივიდუალურად პროდუქტის თვისობრიობიდან გამომდინარე, რაც ფილტრაციისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ.
ერთის მხრივ ეს კარგია საიტზე შემოსული ვიზიტორისთვის პოზიტიურ გამოცდილებას ვუქმნით საიტზე ნავიგაციისთვის და შოპინგისთვის (ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში).
მაგრამ seo ოპტიმიზაციის მხრივ თუ საიტზე ფილტრაციის ფუნქცია ტექნიკურად არ იქნება გამართული, ეს გამოიწვევს ნამდვილ კოშმარს ინდექსაციის და crawling budget-ის ამოწურვის მხრივ.
წარმოიდგინე დიდი ონლაინ მაღაზია, სადაც არსებობს უამრავი განსხვავებული პროდუქტის კატეგორია და ამ პროდუქტის კატეგორიაზე ასობით გვერდი და ათასობით ცალკეული პროდუქტის გვერდი.
ეს ფაქტი თავისთავად გულისხმობს, მაღაზიისთვის მნიშვნელოვანია დროის მოკლე მონაკვეთში დაინდექსირდეს ათასობით პროდუქტი.
ინდექსაციის პროცესში კი საძიებო სისტემის ბოტებს უწევთ მრავალი მოთხოვნის გაგზავნა სერვერზე, რაც იწვევს სერვერის დატვირთულ მუშაობას და კრიტიკულად მნიშვნელოვანია სერვერის პასუხი იყოს დროული ბოტების მოთხოვნაზე,
ანუ საიტი სწრაფად მუშაობდეს.
ახლა კი წარმოიდგინე შემთხვევა: პროდუქტის კატეგორიის გვერდი – example.ge/Notebooks;
და მაგალითად ამ კატეგორიის გვერდზე (დავუშვათ ნოუთბუქის კატეგორიის გვერდზე) ფილტრაციის სექცია
Example.ge/notebooks/*?price; Example.ge/notebooks/?color; Example.ge/notebooks/?*size;
და წარმოიდგინე კომბინირებული ფილტრირებული გვერდები, მაგალითად price + size + color + delivery : Example.ge/notebooks.html?color_all=25¬ebook_manufacturer=12&price=1290.00-3590.00&sm_featured=0
თუ სწორად გამართული საიტის შემთხვევაში საძიებო სისტემის ბოტს უწევს ათი ათასობით გვერდის პოვნა და ინდექსაცია და ამ სიხშირით სერვერს დატვირთვა,
რა მოხდება თუ საიტი არ იქნება სწორად ტექნიკური seo ოპტიმიზირებული ფილტრაციის გვერდებისთვის,
ასეთ შემთხვევაში ზემოთ მოყვანილი ფილტრაციის გვერდების წაკითხვა და დაინდექსება საძიებო ბოტებს მოუწევს ასი ათასობით და უფრო მეტიც, შედეგად:
- სერვერი გადაიტვირთება და საიტიც მნიშვნელოვნად შენელდება (რაც უარყოფითად აისახება საიტის პოზიციებზე serp-ში)
- დაიწყება არასწორი ინდექსაცია (ნაცვლად იმისა, რომ საძიებო სისტემის შედეგებზე გამოჩნდეს პროდუქტი, გამოჩნდება მისი ფილტრირებული ვარიანტი, რაც საბოლოოდ გამოიწვევს საიტზე შემოსული მომხმარებლის მიერ სწრაფ დატოვებას.
- არასწორი ინდექსაცია გამოიწვევს crawling budget-ის ამოწურვას – შედეგად ისედაც არასწორ ინდექსაციას დაემატება, რომ ათასობით გვერდი არ დაინდექსდება google-ში
საბოლოო ჯამში კი როგორც, seo ოპტიმიზაციის კუთხით ასევე საიტის ტექნიკური გამართულობის კუთხით უარყოფით შედეგებს მოიტანს.
როგორ მოვაგვაროთ ფილტრაციის პრობლემა საიტზე? ფილტრაციის გამართვა საიტზე ტექნიკური სეო ოპტიმიზაციის რამდენიმე მეთოდს საჭიროებს:
- მეტა თეგების დამატება (noindex, nofollow)
- კანონიკური url დამატება;
- Robots.txt-ით დაბლოკვა უკიდურეს შემთხვევაში;
მეტა თეგებზე უფრო დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებ მაგრამ ფილტრაციის გვერდების შემთხვევაში, მეტა თეგების სწორად გამოყენება უმთავრესია, ვიყენებთ ორ მეტა თეგს:
- nofollow – როცა საძიებო სისტემის ბოტი შემოვა საიტზე ამ მეტა თეგით ვეუბნებით, რომ არ გააგრძელოს ფილტრირებული url-ის წაკითხვა, ანუ იმ პარამეტრების რაც ამ url შია: Example.ge/notebooks.html?color_all=25¬ebook_manufacturer=12&price=1290.00-3590.00&sm_featured=0
- noindex – აღნიშნული მეტა თეგით საძიებო სისტემის ბოტებს ვეუბნებით და ვაძლევთ ინსტრუქციას, რომ მის მიერ ნაპოვნი ფილტრირებული გვერდები არ დააინდექსოს (არ გამოაჩინოს Google-ში)
- კანონიკური url – ფილტრირებულ გვერდებს გავუწეროთ იმ პროდუქტის კატეგორიის გვერდი, სადაც ეს ფილტრები გამოიყენება, მაგალითად ამ ნოუთბუქის კატეგორიის კანონიკალი ასე გაეწერება:
ფილტრირებული url : example.ge/notebooks.html?color_all=25¬ebook_manufacturer=12&price=1290.00-3590.00&sm_featured=0
კანონიკური url : example.ge/notebooks.html
- Robots.txt დაბლოკვა : თუ ვერც მეტა თეგს და კანონიკურ url-ს ვერ ამატებ გვერდებს, შეგიძლია დროებით სერვერზე დატვირთვის მოსახსნელად ფილტრირებული გვერდები დაბლოკო robots.txt-ით, თუმცა ეს უნდა იყოს დროებით, რადგან საუკეთესო seo პრაქტიკაა ასეთი გვერდებისთვის მეტა თეგების გამოყენება. სურათზე ჩანს როგორ ხდება ფილტრირებული გვერდების დაბლოკვა robots.txt-ის გამოყენებით.
რას ნიშნავს პაგინაციის გვერდები და რატომ უნდა დავბლოკოთ ის ინდექსაციისგან ?
პაგინაციის გვერდები არის კატეგორიის გვერდის გაგრძელება, გვერდი2, გვერდი3 და ასე შემდეგ. მისი გამოყენება ძირითადად ხდება ონლაინ მაღაზიებისთვის ან საარქივო გვერდებისთვის (მაგალითად ბლოგის სექცია). მსგავსად ფილტრაციის გვერდებისა, არასწორად სეო ოპტიმიზირებული საიტი, პაგინაციის შემთხვევაშიც იდენტურ პრობლემებს იწვევს:
- საიტის სერვერის გადატვირთვა და შენელება;
- არასწორი ინდექსაცია;
- Crawling ბიუჯეტის არასწორად გახარჯვა;
ვებ-გვერდისთვის პაგინაციის გვერდების სწორად ოპტიმიზაცია ხდება შემდეგი ტექნიკური seo პრაქტიკებით:
- მეტა თეგების გამოყენება : noindex, follow, preview;
- კანონიკური url-ის გამოყენება პაგინაციის გვერდებისთვის.
- Robots.txt – უკიდურეს შემთხვევაში პაგინაციის გვერდების robots.txt-ით დაბლოკვა.
კანონიკურ url-ზე და robots.txt-ზე აღარ ვისაუბრებ, რადგან პრინციპი იგივეა, მხოლოდ ორ ახალ მეტა თეგზე ვისაუბრებ, ესენია:
- Follow – ეს მეტა თეგი ეუბნება საძიებო სისტემებს რომ პაგინაციის გვერდებს, რომელსაც ის აღმოაჩენს, გააგრძელოს მათი წაკითხვა, ამ გზით ის აღმოაჩენს იმ პროდუქტებს, რომელიც შორეულ გვერდებზე იმყოფება მაგალითად მეათე გვერდზე.
- Preview – ეს მიდგომა იგივე პრინციპს ეფუძნება, სადაც საძიებო სისტემის ბოტებს ვაძლევთ ინსტრუქციას ნახოს ასეთი ტიპის გვერდები;
- Noindex – ზემოთ ნახსენებ ინსტრუქციაში კი ვუბრძანეთ საძიებო სისტემის ბოტს, რომ ნახონ პაგინაციის გვერდები იმისთვის, რომ აღმოაჩინონ ცალკეული პროდუქტები (რომლის ინდექსაციაც გვჭირდება) მაგრამ noindex თეგით საბოლოოდ ვეუბნებით რომ არ დააინდექსოს პირველი გვერდის გარდა სხვა პაგინაციის გვერდები.
რა არის 404 error გვერდი და რატომ უნდა დავბლოკოთ ის საძიებო სისტემებისთვის ?

404 error გვერდი, არის ისეთი გვერდის ტიპი, რომელიც არანაირ ინფორმაციას შეიცავს და ძირითადად ასეთი გვერდები წარმოიქმნება, როცა მომხმარებელი არასწორად ჩაწერს საძიებო ველში გვერდის url მისამართს, ან ადრე ასეთი გვერდი ნამდვილად არსებობდა, თუმცა ის 301 ან 302 (დროებითი გადამისამართება) გადამისამართებით გადავიდა ახალ url მისამართზე.
404 error გვერდები ინდექსაციის მხრივ იწვევს შემდეგ პრობლემებს :
- ბევრი 404 გვერდი საიტზე იწვევს საძიებო სისტემის ბოტებისთვის და ასევე მომხმარებლისთვის უარყოფითი სიგნალების გაგზავნას;
- Crawling budget – crawling ბიუჯეტის გაფლანგვას ასეთი ტიპის გვერდებისთვის.
- სერვერზე დატვირთვის გაძლიერება;
არსებობს ორი ტიპის 404 გვერდი, ესენია:
- 404 error page : ასეთი გვერდი საერთოდ არ არსებობს;
- 404 soft error page: გვერდი არსებობს თუმცა არანაირ ინფორმაციას არ შეიცავს;
seo-ს კუთხით ორივე პრობლემას წარმოადგენს და საჭიროებს ტექნიკურ seo ოპტიმიზაციას, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ. ბოლო ორ ფაქტორზე უკვე ზემოთ ვისაუბრე, ახლა კი განგიმარტავ რატომაა უარყოფითი სიგნალი საძიებო სისტემის ბოტებისთვის და ასევე მომხმარებლისთვის საიტზე ბევრი 404 გვერდის ქონა:
- საძიებო ბოტები როცა ნახულობენ საიტზე ბევრ 404 გვერდს მათთვის ეს სიგნალია რომ საიტი არაა ტექნიკურად გამართული, შესაბამისად ასეთი საიტის მოწინავე პოზიციებზე გამოჩენა მომხმარებლისთვის არ იქნება ღირებული.
- საიტზე შემოსული ვიზიტორისთვის – თუ მომხმარებელი, კონკრეტული საძიებო სიტყვით გადავიდა საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე და იქ ერთ-ერთ ოფციად ამოუგდო თქვენი გვერდი, რომელზეც გადავიდა და სინამდვილეში აღმოჩნდა 404 error გვერდი, შედეგად მომხმარებელი წამებში ტოვებს საიტს, რაც ავტომატურად ზრდის bounce rate (საიტიდან სწრაფად გასვლა) მაჩვენებელს. შესაბამისად google-ის ალგორითმი თქვენს საიტზე არსებულ სხვა მუშა გვერდებსაც დაბალ პოზიციებზე განათავსებს.
როგორ უნდა მოვაგვაროთ 404 error გვერდების პრობლემა? 404 error გვერდების პრობლემის მოგვარებისთვის ვიყენებთ ორ მეთოდს:
- Noindex თეგის გამოყენება ასეთ გვერდებზე;
- კანონიკური url – 404 გვერდებს კანონიკალ მისამართად გავუწერთ საიტის მთავარ გვერდს homepage
404 error გვერდის პოვნისთვის შეგიძლია, რამდენიმე seo ხელსაწყო გამოიყენო, ესენია:
- Screaming frog – ამ seo ხელსაწყოს გამოსაყენებლად საჭიროა მისი desktop ვერსიის გადმოწერა კომპიუტერზე.

- ჩემ მიერ შექმნილი seo tool – რომელიც საშუალებას გაძლევს უფასოდ აღმოაჩინო 404 ტიპის error გვერდები და ნახო ზუსტი ინფორმაცია შენი საიტის რომელ სექციაშია მსგავსი ტიპის გვერდები.
იმის გასაგებად ითვალისწინებს თუ არა საძიებო სისტემის ბოტები შენ მიერ მიცემულ ინსტრუქციებს, იქნება ეს კანონიკური url-ების მიცემა თუ მეტა თეგების გაწერა, შეგიძლია შეამოწმო Google Search Console-ში : გადადი page განყოფილებაში და ჩამოსქროლე why pages aren’t indexed სექციაზე.

იმის გასაგებად თუ როგორ პასუხობს სერვერი საძიებო ბოტების მიერ გაკეთებულ მოთხოვნებს (request), შეგიძლია შეამოწმო :
Google Search Console – settings:

რა არის საიტის გადამისამართება ?
საიტის გადამისამართება არის პროცესი, როდესაც გვერდის ერთი url მისამართი გადადის ახალ url-ზე (მისამართზე), დროებით ან მუდმივად.
- 301 redirection – მუდმივი გადამისამართება;
- 302 redirection – დროებითი გადამისამართება;
ტექნიკური seo ოპტიმიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია ეს პროცესი წარიმართოს სწორად, რადგან url-ს, როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, დროთა განმავლობაში უგროვდება გვერდის ავტორიტეტი, შესაბამისად ასეთი url-ის დაკარგვა არაა მიზანშეწონილი seo ოპტიმიზაციის თვალსაზრისით.
როდის ვიყენებთ 301 გადამისამართებას ?

301 გადამისამართებებს ვიყენებთ გაფუჭებული შიდა ბმულების შემთხვევაში (broken internal linking).
როდესაც on-page seo ოპტიმიზაციაზე ვისაუბრეთ, ვახსენეთ შიდა გადამისამართებების დამყარება გვერდებს შორის.
დიდი მოცულობის ვებ-საიტის შემთხვევაში, შეიძლება გქონდეს ისეთი შიდა ლინკი, რომელიც ამისამართებს გვერდზე, რაც გააუქმე და აღარ არსებობს, მაგრამ ეს აღარ გახსოვდეს.
სწორედ ასეთი შიდა ლინკი არის გაფუჭებული broken link-ი.
სწორედ ასეთ დროს ვიყენებთ 301 მუდმივ გადამისამართებას შენთვის სასურველ და რელევანტურ გვერდზე.
რა არის 302 გადამისამართება ?
302 გვერდის დროებითი გადამისამართება გამოიყენება, როდესაც გსურს ერთი გვერდი გადაამისამართო დროებით გვერდზე (url-ზე), 302 გადამისამართებებს მიმართე, როცა:
- იმ გვერდზე, რომლის გადამისამართებაც გსურს დროებით ტექნიკური სამუშაოებია, მაგალითად დიზაინის შეცვლა.
- სეზონური აქციების დროს – შექმენი სეზონური აქციებისთვის სპეციალური გვერდი (სადაც უკვე მაღალი ტრაფიკის მქონე გვერდიდან, რომელსაც ამისამართებ, გადაიყვან ამ დროებით url-ზე გაყიდვების გენერაციისთვის).
რა არის redirection chain(გადამისამართებების ჯაჭვი) ?
გადამისამართებების ჯაჭვი არის შემთხვევა, როცა გადამისამართება მიმდინარეობს რამდენიმე ლინკს შორის ერთდროულად, რაც უარყოფითად აისახება ტექნიკური seo ოპტიმიზაციის კუთხით:
- გადამისამართება ხდება არასწორად
- საძიებო ბოტების მხრიდან საიტის გვერდებზე გადასვლა არაა ოპტიმიზირებული, ნაცვლად შიდა ლინკებზე პირდაპირ გადასვლისა, ის რამდენჯერმე მისამართდება, როცა რაიმე შიდა ლინკს მიაკითხავს;
- უარყოფითად აისახება ინდექსაციის პროცესზე;
- უარყოფითად აისახება crawling ბიუჯეტზე;
საპირისპიროდ შენი მიზანია გადამისამართება მოახდინო არა რამდენიმე url-ის გავლით, არამედ პირდაპირ ერთი url-იდან მეორე url-ზე.
გადამისამართების ჯაჭვის საპოვნელად შეგიძლია გამოიყენო :
- Screaming frog;
- ჩემს მიერ შექმნილი ხელსაწყო;
მას შემდეგ, რაც მიმოვიხილეთ ტექნიკური seo ოპტიმიზაციის პროცესი, ახლა დროა გადავიდეთ off-page seo ოპტიმიზაციაზე.
რა არის off-page seo ოპტიმიზაცია ?
off-page seo ოპტიმიზაცია არის seo ოპტიმიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი მეთოდი, რომლის მიზანია გაზარდოს ვებსაიტის ზოგადი ავტორიტეტი საძიებო სისტემის ალგორითმისთვის და დააკმაყოფილოს pagerank-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიგნალი E-E-A-T მაჩვენებელი. Off-page seo ოპტიმიზაცია მიზნად ისახავს:
- ვებსაიტის გარეთ ჩასატარებელ off-page seo სამუშაოებს
- DA დომენის ავტორიტეტის ზრდას.
- ბრენდის ცნობადობის და ავტორიტეტის ზრდა არამარტო გუგლის საძიებო ალგორითმისთვის, არამედ ყველა სოციალური მედია პლათფორმისთვის.
- E-E-A-T რანკინგ სიგნალზე მუშაობას;
რაც შეეხება უშუალოდ off-page seo ოპტიმიზაციის პროცესს, ის მოიცავს შემდეგ სამუშაო პროცესებს:
- ბექლინკების მოპოვება;
- Guest posting (ბექლინკების მოპოვების ერთ-ერთი გზა);
- შენი ბრენდის ციტირებებზე მუშაობა;
- Broken link building (გატეხილ შიდა ბმულებზე მუშაობა);
- ინფლუენსერთან კოლაბორაცია;
- კონტენტ მარკეტინგი;

რა არის DA (დომენის ავტორიტეტი)?
DA (Domain Authority) არის საძიებო სისტემის ოპტიმიზაციისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ranking ფაქტორი, რომელიც 1-დან 100-მდე სკალით აფასებს საიტის “ძალას” და ავტორიტეტულობას საძიებო სისტემებში.
რატომ არის DA მნიშვნელოვანი Off-Page SEO-სთვის:
- ბექლინკების ხარისხის შეფასება – DA გვეხმარება დავადგინოთ, რამდენად ღირებულია ბექლინკი კონკრეტული ვებ-გვერდიდან. მაღალი DA-ს მქონე საიტებიდან მიღებული ბექლინკები უფრო ძლიერ გავლენას ახდენს საიტის ზოგად ავტორიტეტზე.
- კონკურენტების ანალიზი – შეგიძლიათ შეადაროთ თქვენი საიტის DA კონკურენტების DA-ს და დაგეგმოთ სტრატეგია ხარვეზის შესავსებად.
- პროგრესის თვალყურის დევნება – DA-ს გრძელვადიანი მონიტორინგი გიჩვენებთ, არის თუ არა თქვენი off-page ოპტიმიზაციის ძალისხმევა ეფექტური.
- პარტნიორობის გადაწყვეტილებები – guest posting-ის, თანამშრომლობის ან რეკლამის განთავსებისას, მაღალი DA მიუთითებს საიტის სანდოობაზე.
საიტის DA-ზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:
- ბექლინკების რაოდენობა და ხარისხი
- საიტის მითითების პროფილის სიძლიერე
- ბექლინკების მრავალფეროვნება
- დროთა განმავლობაში მიღებული ბექლინკების ზრდის ტემპი
რა არის ბექლინკი ?
ბექლინკი არის ჩვეულებრივი ლინკი, რომელიც განთავსებულია სხვა ვებსაიტზე და ის მისამართდება (უკავშირდება) შენს საიტზე. ბექლინკი, სხვა საიტზე, რომელიც შენს საიტზე გადმოჰყავს ხალხი, ერთ-ერთი უძლიერესი pagerank სიგნალია და პირდაპირ აისახება E-E-A-T მაჩვენებელზე (ექსპერტიზა-გამოცდილება-ავტორიტეტი-სანდოობა). არსებობს ორი ტიპის ბექლინკი:
- Nofollow ბექლინკი – ბექლინკის ტიპი, რა დროსაც მეორე საიტი სვამს შენი საიტის ლინკს, იქნება ეს პირდაპირი საიტის მისამართი თუ anchor text, მაგრამ საძიებო ბოტებს ეუბნება, რომ მის საიტს რა ზოგადი ავტორიტეტიც აქვს არ გადასცეს ამ ლინკით შენ ვებ-გვერდს. მიუხედავად ამისა nofollow ბექლინკი მაინც მნიშვნელოვანია, ზოგადი ბექლინკების პროფილისთვის, რომელიც შენს საიტზე მოდის
- Dofollow ბექლინკი – იგივეა რაც nofollow ლინკი, თუმცა dofollow ბექლინკის შემთხვევაში, ასეთი ლინკი ეუბნება საძიებო ბოტს, რომ ის საიტი, რომელსაც ის ლინკავს, არის ავტორიტეტული და თავისი საიტის ავტორიტეტსაც უზიარებს.
ზოგადი შეჯამებით seo ოპტიმიზაციის პროცესში, მნიშვნელოვანია ორივე ტიპის ბექლინკი, როგორც nofollow, ასევე dofollow ტიპის.
ეს მეთოდი პოზიტიურად და ორგანულად წარმოაჩენს შენი საიტის ზოგად ავტორიტეტს და ბექლინკების მაჩვენებელს.
Link building (ლინკების მოპოვება) უმეტეს შემთხვევაში, ფოკუსირებული უნდა იყოს ორგანულად მოიპოვო ბექლინკი, რომელსაც ყველაზე დიდი ძალა აქვს განსხვავებით ბექლინკების ყიდვისა, რაც დღეს უფრო გავრცელებული მეთოდია, დაბალი ავტორიტეტის მქონე საიტებიდან ლინკების ყიდვა.
როგორ გამოვიყენო სოციალური მედია off-page seo-სთვის? სოციალური მედია პლათფორმების გამოყენება არის ერთ-ერთი ეფექტური გზა off-page seo-ს განსახორციელებლად.
აღნიშნული მიდგომა დაგეხმარება გაზარდო ბრენდის ხილვადობა და გახდე გაზიარებადი სხვადასხვა პლათფორმებზე, საბოლოოდ კი მიიღო უფრო მეტი ჩართულობა.
სოციალური მედია, როგორიცაა:
- facebook,
- Youtube
- Instagram გაძლევს შესაძლებლობას გაწვდე ახალ სამიზნე აუდიტორიაზე და გააორმაგო საიტის ცნობადობა.
იმისათვის, რომ პლათფორმები ეფექტურად გამოიყენო გჭირდება მიჰყვე შემდეგ სტრატეგიას: · რეგულარულად გააზიარე შენი კონტენტი სხვადასხვა სოციალური მედია პლათფორმებზე · მოახდინე შენი სოციალური მედია გვერდების ოპტიმიზაცია, აღწერე თუ რას საქმიანობ, დაამატე ლინკი შენი ვებსაიტის · შექმენი საზოგადოება (community) – ააშენე მათთან მჭიდრო ურთიერთობა, გქონდეს ინტერაქცია და გაუზიარე მათ სხვადასხვა ღირებული ინფორმაცია · მიიღე მონაწილეობა შენს ინდუსტრიაში არსებულ დიალოგებში, გამოიყენე რელევანტური სოციალური მედია ჯგუფები, · აქტიურად გამოიყენე სოციალური მედია თუ შენი ბრენდი ატარებს ისეთი სახის ღონისძიებებს, როგორიცაა: ვებინარები, ივენტები, სხვადასხვა ონლაინ აქტივობები.
პოზიტიური გამოხმაურება სხვადასხვა სოციალური მედია პლათფორმებზე და მაღალი engagement-ის მაჩვენებელი, განსაკუთრებით:
- კომენტარები;
- გაზიარებები; გუგლის და სხვა საძიებო სისტემების ალგორითმისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური სიგნალია ასეთი გამოხმაურებები სოციალურ მედია პლათფორმებზე, არანაკლებ ბექლინკებისა, რადგან თუ ალგორითმი ხედავს, რომ შენი კონტენტი არის პოზიტიური სხვა პლათფორმებზე და სანდო/ავტორიტეტული, ეს ავტომატური სიგნალია, რომ საძიებო სისტემების შედეგებისთვის აღნიშნული საიტი უნდა გამოჩნდეს მოწინავე პოზიციებზე.
რატომაა მნიშვნელოვანი ლინკების მოპოვება off-page seo-სთვის?
ტერმინი ლინკების მოპოვება (link building) არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი off-page seo-ში, ის მიზნად ისახავს გახდე დალინკვადი სხვა მაღალკვალიფიციური და ავტორიტეტული ვებსაიტებიდან,
ამ პროცესით შენ მოიპოვებ და გაზრდი ბრენდის სანდოობას, რადგან Google-ის საძიებო სისტემის ალგორითმი ანიჭებს უპირატესობას იმ საიტებს, რომლებიც არიან დალინკული მაღალი სანდოობის საიტებიდან.
შესაბამისად ნებისმიერი საიტის მფლობელისთვის მნიშვნელოვანია მოიპოვოს ასეთი ლინკები რაც შეიძლება მეტი,
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლინკების მოპოვებამ ისეთი საიტებიდან, რომლებიც არ სარგებლობენ დიდი ტრაფიკითა და ავტორიტეტულობით, ვერ მოახდენენ რაიმე პოზიტიურ გავლენას შენს ვებსაიტის მდგომარეობაზე.
ახლა კი გიჩვენებ რამდენიმე დამხმარე სტრატეგიას თუ როგორ მოიპოვო აღნიშნული ტიპის ლინკები:
- შექმენი ღირებული და რეალურად დამხმარე კონტენტი – როდესაც ახორციელებ off-page seo-ს მნიშვნელოვანია გქონდეს გამორჩეული და მაღალი ხარისხის კონტენტი, ამისათვის ჩაატარე კვლევა არის თუ არა შენ მიერ შესაქმნელი კონტენტი აქტუალური, ჩაატარე ვიზიტორის კვლევა, keyword კვლევა, შემდეგ კი დააკვირდი კონკურენტებს, რომლებიც ქმნიან მსგავსი ტიპის კონტენტს
- შექმენი კონტენტი, რომელიც მოიცავს რაც შეიძლება სანდო და მაღალი ხარისხის მონაცემებს ან სტატისტიკას : ასეთი ტიპის ბლოგები ხშირად არიან გამოხმაურების და დალინკვის ადრესატები.
აღნიშნული სტრატეგიები დაგეხმარება ააშენო ლინკები სრულიად ბუნებრივად, რადგან შენ მიერ შექმნილი ბრენდი და კონტენტი იმ ინდუსტრიაში, რომელშიც მოღვაწეობ, გახდება დამხმარე საშუალება ნებისმიერი სხვა საიტისთვის.
რა არის ინფლუენსერთან კოლაბორაცია ? ინფლუენსერთან კოლაბორაცია, არის დაუკავშირდე შენს ნიშაში არსებულ ცნობილ და ავტორიტეტულ ფიგურებს და მათთან ერთად სხვადასხვა სასურველი კონტენტის ფორმით ჰქონდეთ კოლაბორაცია გარკვეულ საკითხზე:
- ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ტენდენციებზე;
- ინდუსტრიასთან დაკავშირებული სტატისტიკის მიმოხილვაზე;
- ღრმა ინდუსტრიული საკითხების განხილვაზე;
ინფლუენსერთან კოლაბორაცია გაზრდის შენი ბრენდის საერთო ცნობადობასა და გამოხმაურებას, მოგცემს შესაძლებლობას გახვიდე ფართო აუდიტორიაზე,
დაუკავშირდი იმ პერსონებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა ინდუსტრიაში, მათთან დაკავშირება შეგიძლია სოციალური მედიიდან ან მეილის მეშვეობით, ეგრეთ წოდებული cold ემაილით.
ახლა კი გაჩვენებ თანმიმდევრობით, როგორ განახორციელო ინფლუენსერთან დაკავშირება წარმატებული off-page seo სტრატეგიისთვის:
· აღმოაჩინე შესაბამისი პერსონები – მოძებნე რელევანტური პიროვნებები, რომლებიც მოღვაწეობენ შენს ინდუსტრიაში, ყურადღება გაამახვილე მათზე, რომელთაც აქვთ დიდი გავლენა თავიანთ ფართო აუდიტორიაზე · წინასწარ განსაზღვრე ის პრიორიტეტები და მიზნები, რომლის გამოც გსურს მათთან დაკავშირება · დაუკავშირდი მათ – კარგად ორგანიზებული და შედგენილი ტექსტით, იყავი პირდაპირი და ზრდილობიანი, შეეცადე შენი სათქმელი გადმოსცე ლაკონურად და მზად იყავი შემდგომი დაკავშირებებისთვის. ნათლად გამოხატე პატივისცემა, რომ აფასებ მათ სამუშაოს და როგორ აისახება თქვენს შორის კოლაბორაცია ორივეზე დადებითად.
როგორ მოვიპოვო სხვა საიტზე ბლოგის (Guest blogging) დაწერის შესაძლებლობა ?
Guest blogging, იგივე, რაც სხვა საიტზე ბლოგის დაწერა, არის შესანიშნავი შანსი დაბუსტო შენი ცნობადობა და გახდე უფრო აღმოჩენადი,
აღნიშნული პრაქტიკა კარგია, როგორც შენი ბრენდისთვის, ამასთანავე იმ საიტისთვის, რომელზეც შენ აპირებ რაიმეს დაწერას. მსგავსი მიდგომა გეხმარება გახვიდე ფართო აუდიტორიაზე, დაამყარო ავტორიტეტი შენს ინდუსტრიაში.

Off-page seo-ს ამ შემადგენელი ნაწილის განხორციელება მოითხოვს შემდეგი ელემენტების დაცვას:
- გამოიყენე guest blogging შენს ნიშასთან ასოცირებულ ან მაღალი ავტორიტეტის მქონე საიტებზე: შექმენი ისეთი ტიპის კონტენტი, რომელიც იქნება ღირებული სამიზნე აუდიტორიისთვის
- აღნიშნული პრაქტიკა გამოიყენე მხოლოდ მაღალი ავტორიტეტის მქონე საიტებისთვის: სხვა შემთხვევაში წერა არასანდო და დაბალი ტრაფიკის ვებგვერდებისთვის ვერ მოგცემს რაიმე სასარგებლო ბენეფიტს
- წარუდგინე შენი იდეა იმ საიტის მფლობელს, რომელ საიტზეც აპირებ რაიმეს შექმნას: აჩვენე მას ლაკონური, მოკლე ვერსია და წარუდგინე თუ რა არის ამ კონტენტის მთავარი შესათავაზებელი ღირებულება მკითხველისთვის
- გაარეკლამე აღნიშნული კონტენტი სოციალური მედია პლათფორმების მეშვეობით: დაამატე მცირე ინფორმაცია შენს შესახებ, როგორც ავტორის, და მოკლე აღწერა შენი პროფესიული კარიერის
როგორ მოვიპოვოთ broken link-ები ?
Broken link building (გაფუჭებული ლინკების) მოპოვება არის მეთოდი, როცა შენს ინდუსტრიასთან დაკავშირებულ საიტებზე აღმოაჩენ ლინკებს, რომლებიც აღარ მუშაობს და ამისამართებს მათ 404 error გვერდებზე, შენი კი შეეცდები დაუკავშირდე ამ საიტის მფლობელს და შესთავაზო შეცვალოს მსგავსი შინაარსის მქონე გაფუჭებული ლინკი და ჩასვას შენი საიტის ლინკი. ეს პროცესი მოიცავს:
- გაფუჭებული ლინკების პოვნა სხვა საიტზე;
- მათი საიტის მფლობელთან დაკავშირება და შეთავაზების გაკეთება;
ახლა კი გაგიზიარებ რამდენიმე რჩევას თუ როგორ უნდა აღმოაჩინო გაფუჭებული ან მკვდარი ლინკები ვებსაიტის გვერდებზე:
· პირველი მეთოდია თავადვე მოძებნო საიტები და მათ გვერდებზე არსებული ლინკები შეამოწმო · მეორე ესაა გამოიყენო ონლაინ ხელსაწყოები, რომლებიც ამოწმებენ საიტებს, გააჩნიათ თუ არა გაფუჭებული ლინკები (screaming frog) · გამოიყენე სოციალური მედია პლათფორმები – შეამოწმე აქვს თუ არა ვებსაიტს სოციალური მედია ღილაკები, გადადი მასზე და შეამოწმე მათ სოციალური ქსელების გვერდებზე განთავსებული პოსტების ლინკები
როგორ მოვიპოვოთ ჩვენი ბრენდის მონიშვნები ონლაინ ?
იყო მონიშნული ან მოხსენიებული ავტორიტეტული საიტების მხრიდან ბექლინკების გარეშე, მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად ზრდის შენ პოზიციებს საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე.
აღნიშნული სტრატეგია off-page seo ოპტიმიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია,
მის განსახორციელებლად შეგიძლია მიმართო ამ ორიდან ერთ-ერთ სტრატეგიას:
- შექმენი კონტენტი: რომელიც შეიცავს მრავალ ვიზუალს, იქნება ეს ინფოგრაფიკები, სქრინშოთები, მაღალი ხარისხის მედია თუ სხვა სახის ვიზუალი, ეს დაგეხმარება გახდე გაზიარებადი.
- გარდა ბრენდის მონიშვნების მოპოვებისა, ამასთანავე საჭიროა დაამონიტორინგო თუ რა სახის გამოხმაურებები არსებობს შენზე : წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრენდის უარყოფითი მოხსენიება გამოიწვევს სანდოობისა და ავტორიტეტულობის დაკარგვას.
- მონიტორინგის ჩასატარებლად შეგიძლია გამოიყენო: Google Alerts და სოციალური მედია, რათა გაზომო შენი ბრენდის მონიშვნები,
- დადებითი გამოხმაურებების შემთხვევაში: შეეცადე გამოხატო საპასუხო დადებითი რეაქცია ამ პიროვნებების მიმართ.
რა არის ლოკალური seo ?
ლოკალური seo ოპტიმიზაცია არის საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს ვებსაიტის/ბიზნესის ხილვადობა ადგილობრივი ძიებისა და ადგილობრივი პოტენციური კლიენტებისთვის, ეს პროცესი მოიცავს:
- ლოკალური საძიებო სიტყვების კვლევა ბიზნესისთვის;
- Google my business-ის ოპტიმიზაცია;
- Google map pack-ის ოპტიმიზირება;
- ადგილობრივ ბიზნეს listing საიტებზე კომპანიის ინფორმაციის დამატება;
რატომაა მნიშვნელოვანი ლოკალური seo ბიზნესისთვის ? ლოკალური სეო ოპტიმიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ვებსაიტებისთვის, რომელთა ბიზნეს საქმიანობა მოიცავს ფიზიკურ სერვისს და კონკრეტულ ლოკაციებზეა განთავსებული.
შედეგად ასეთი ტიპის საიტებისთვის ლოკალური seo ოპტიმიზაცია საშუალებას აძლევს კომპანიებს, ადგილობრივ ძიებებზე დაფუძნებულ საძიებო სიტყვებზე იყვნენ პირველები, შესაბამისად მნიშვნელოვნად გაზარდონ გაყიდვები. Local seo ოპტიმიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის კომპანიებისთვის, როგორიცაა:
- ფიზიკური მაღაზიები;
- ფიზიკური სერვისების კომპანიებისთვის;
- კვებითი დაწესებულების კომპანიებისთვის;
რა განსხვავება ლოკალურ საძიებო სიტყვებსა და ტრადიციულ საძიებო სიტყვებს შორის კვლევისას ?
ლოკალური საძიებო სიტყვები დაფუძნებულია ადგილობრივი ძიების ქივორდებზე, ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება არა ზოგად საძიებო სიტყვებზე, არამედ ისეთ ქივორდებზე, სადაც მომხმარებელი უშუალოდ ეძებს რაიმეს მომსახურების ან პროდუქტის ადგილმდებარეობის მიხედვით, მაგალითად:
- ჩვეულებრივი საძიებო სიტყვა : კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება;
- ლოკალური საძიებო სიტყვა : კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება [+ ლოკაცია]
როგორც მაგალითზე ხედავ ლოკალურ სეო ოპტიმიზაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისეთი ბიზნესებისთვის, რომელსაც გააჩნია ფიზიკური ლოკაცია და მისი გაყიდვების მნიშვნელოვანი წილი სწორედ ადგილობრივი საძიებო სიტყვებით მძებნელი კლიენტებისგან მოდის.
როგორ ჩავუტაროთ ვებსაიტს ლოკალური seo ოპტიმიზაცია ?
ლოკალური სეო ოპტიმიზაცია შედგება შემდეგი ეტაპებისგან, ესენია:
- ადგილობრივი საძიებო სიტყვების კვლევა;
- ვებსაიტის Google my business-ის ოპტიმიზაცია;
- Google map pack-ის ოპტიმიზება ადგილობრივი ხილვადობის გაზრდისთვის;
- ადგილობრივი ბიზნეს listing საიტებზე კომპანიის ინფორმაციის განთავსება;
როგორ ხდება ადგილობრივი საძიებო სიტყვების კვლევა ლოკალური seo-სთვის? ადგილობრივი საძიებო სიტყვების კვლევა მსგავსია ტრადიციული ქივორდების ძებნისა, მაგრამ მთავარი პრინციპი ისაა, რომ შენ უნდა ფოკუსირდე ისეთ ფრაზებზე, რომელიც შეიცავს კონკრეტულ ლოკაციებს:
მაგალითად გსურს ლოკალური საძიებო სიტყვების მოძებნა რესტორნისთვის, აირჩევ ერთ seed (მთავარ ქივორდს) და დაიწყებ ამ სიტყვის გარშემო ადგილობრივი ქივორდების მოძიებას.

თუ უფრო კონკრეტული ლოკაციის მოძებნა გსურს გააგრძელებ ასეთი საძიებო სიტყვების მოძებნას ვარიანტების დამატებით.

რჩევა: ჩემს მიერ შექმნილი პირველი ქართული ქივორდ tool-ით შეგიძლია აღმოაჩინო ადგილობრივი საძიებო სიტყვები, უბრალოდ მიუთითე ინდუსტრია, რომლისთვისაც ეძებ და seed ქივორდი, შემდეგ კი ხელსაწყო თავად მოგაწვდის ლოკალური საძიებო სიტყვებს.
მას შემდეგ რაც მოიძიებ შენთვის სასურველ ადგილობრივ ძიებაზე დაფუძნებულ საძიებო ტერმინებს, შემდეგი ეტაპია, დააოპტიმიზირო რელევანტური გვერდები და Google my business profile ამ სიტყვებისთვის.
რა არის Google my business პროფილი და რატომაა ის მნიშვნელოვანი ლოკალური seo ოპტიმიზაციისთვის ?
Google my business პროფილის ოპტიმიზირება ლოკალური სეო ოპტიმიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი ეტაპია. Google my business არის Google-ის მიერ შექმნილი პლათფორმა, რომელიც ბიზნესებს (განსაკუთრებით ადგილობრივ ბიზნესებს) ეხმარება გაზარდონ თავიანთი კომპანიის ხილვადობა საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე და მიაწოდონ დამატებითი ინფორმაცია პოტენციურ კლიენტებს საიტზე გადასვლის გარეშე, როგორიცაა:
- კომპანიის ლოკაცია;
- საკონტაქტო ინფორმაცია : ელფოსტა, ტელეფონის ნომერი;
- ვებსაიტის ლინკი;
ჩვეულებრივი ძიების შედეგის გვერდისგან განსხვავებით, Google my business profile წარმოადგენს უფრო გაძლიერებულ და მდიდარ საძიებო სისტემის შედეგების გვერდს, რადგან გუგლში მძებნელს ეძლევა დამატებითი დეტალური ინფორმაცია თავისი საძიებო განზრახვის დასაკმაყოფილებლად კონკრეტულ საიტზე გადასვლის ნაცვლად.
მაგალითად ასე გამოიყურება ჩვეულებრივი serp(საძიებო სისტემის შედეგების გვერდი) ქივორდ ლეპტოპზე:

ახლა კი გაჩვენებ, როგორ გამოიყურება საძიებო სისტემის შედეგების გვერდი Google my business პროფილთან ერთად, მაგალითად ავიღოთ ქივორდი(კომპიუტერული სერვისი)

როგორ დავაოპტიმიზიროთ Google my business profile ? Google My Business პროფილის ოპტიმიზაცია ლოკალური SEO-სთვის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს:
- სრული და ზუსტი ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ : სახელი, მისამართი და ტელეფონი (NAP) უნდა იყოს აბსოლუტურად ზუსტი და იდენტური იმ ინფორმაციასთან, რაც თქვენს ვებსაიტზე და სხვა პლათფორმებზეა. აირჩიეთ ყველაზე შესაბამისი კატეგორია და დაამატეთ დამატებითი კატეგორიებიც.
- დეტალური აღწერა – დაწერეთ ამომწურავი, საკვანძო სიტყვებით გამდიდრებული აღწერა, რომელიც ასახავს რას სთავაზობთ კლიენტებს. ხაზი გაუსვით თქვენს უნიკალურ მახასიათებლებს და სერვისებს, ის ლოკალური და სტანდარტული საძიებო სიტყვები, რომელიც ყველაზე რელევანტურია შენი ბიზნესისთვის.
- მუდმივი განახლება – რეგულარულად ატვირთეთ ხარისხიანი ფოტოები თქვენი ბიზნესის, პროდუქტებისა და გუნდის შესახებ. განაახლეთ სამუშაო საათები, განსაკუთრებით დღესასწაულებში. გამოიყენეთ პოსტები ახალი შეთავაზებების, ივენტებისა და სიახლეების გასაზიარებლად.
- Reviews სექციას ლოკალური seo ოპტიმიზაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს : წაახალისეთ კმაყოფილი კლიენტები, რომ დატოვონ პოზიტიური მიმოხილვები. უპასუხეთ ყველა მიმოხილვას – როგორც პოზიტიურს, ისე ნეგატიურს – პროფესიონალურად და დროულად. ეს აჩვენებს Google-ს, რომ აქტიურად მართავთ თქვენს პროფილს.
- დაამატეთ ხშირად დასმული კითხვები და პასუხები, რათა კლიენტებმა სწრაფად იპოვონ საჭირო ინფორმაცია. თუ შესაძლებელია, ჩართეთ შეკვეთების, ჯავშნების ან შეტყობინებების ფუნქციები.
შესაბამისად მუდმივ რეჟიმში Google my business პროფილის მონიტორინგი და განახლება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შენი საიტის ხილვადობას კონკრეტულად ამ სექციაში, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილე ადგილობრივი კლიენტების პოზიტიურ გამოხმაურებებზე.
როგორ დავაოპტიმიზიროთ Google map pack ადგილობრივი მძებნელებისთვის ლოკალური seo-სთვის ?
ლოკალური seo-სთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კომპანია იყოს აღმოჩენადი Google Maps-ზე და ლოკალურ საძიებო შედეგებში.

Google map pack-ის ოპტიმიზირების საფუძველია Google my business-ის სწორი მოწყობა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
- უნდა დარეგისტრირდეთ და შეავსოთ ბიზნესის პროფილი;
- ბიზნესის კატეგორიების სწორი არჩევა;
- გაიარეთ ვერიფიკაცია, რადგან Google-მა დაადასტუროს, თქვენ ნამდვილად ხართ ამ ბიზნესის მფლობელი;
- კონტენტის და ვიზუალების დამატება : ატვირთეთ ხარისხიანი ფოტოები თქვენი ბიზნესის სამუშაო სივრცის, პროდუქტების შემთხვევაში – პროდუქტის;
- ოპტიმიზირება რევიუების
როგორ ხდება ლოკალური სეო ოპტიმიზაციაში კომპანიის ოპტიმიზირება ადგილობრივი ბიზნეს დირექტორიებისთვის ?
ლოკალური seo ოპტიმიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი ეტაპია, კომპანიის ინფორმაციის განთავსება ადგილობრივ ბიზნეს დირექტორიებზე. ბიზნეს დირექტორია არის ონლაინ პლათფორმა, სადაც საშუალება გეძლევათ განათავსოთ თქვენი ბიზნესის ინფორმაცია, როგორიცაა:
- სახელი
- მისამართი
- ტელეფონი
- სამუშაო საათები
- საიტის მისამართი
- და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები
ამ პროცესს მეორე ნაირად უწოდებენ NAP მონიშვნებზე ზრუნვას, NAP ნიშნავს:
- Name – კომპანიის სახელი;
- Address – კომპანიის მისამართი;
- Phone – ტელეფონი; მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს განთავსებული ინფორმაცია ადგილობრივ ბიზნეს დირექტორიის საიტებზე და Google my business პროფილზე იყოს ერთი და იგივე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, საძიებო სისტემის ალგორითმისთვის ეს უარყოფითი რანკინგ სიგნალია, ასევე პოტენციური კლიენტისთვისაც დამაბნეველია, რადგან თუ ის აღმოაჩენს, რომ შენი საიტის ინფორმაცია, მაგალითად ლოკაცია, არის სრულიად განსხვავებული ორ სხვადასხვა პლათფორმაზე,
ის აირჩევს იმ კომპანიას, რომელიც თანმიმდევრულია თავისი ინფორმაციის განთავსების სხვადასხვა პლათფორმებისთვის.
როგორია NAP მონიშვნის ოპტიმიზაციის პროცესი ?
ინფორმაციის სტანდარტიზაცია: პირველ რიგში, შექმენით ერთი სტანდარტიზებული ვერსია თქვენი NAP ინფორმაციისა და გამოიყენეთ ზუსტად ეს ვერსია ყველგან. მაგალითად: კომპანიის სახელი ზუსტად ისე, როგორც იურიდიულ დოკუმენტებშია, მისამართი ზუსტი ფორმატით (ქუჩის დასახელება, შენობის ნომერი, ქალაქი, საფოსტო ინდექსი), ტელეფონი ერთი ფორმატით.
რეგულარული შემოწმება: ყოველ კვარტალში შეამოწმეთ თქვენი ძირითადი პროფილები და დარწმუნდით, რომ ყველაფერი სწორია. ბიზნესის ინფორმაციის ცვლილებისას (მაგ. ახალი ტელეფონი, მისამართი) დაუყოვნებლივ განაახლეთ ყველა პლათფორმაზე.