seo კვლევა ონლაინ მაღაზიებისთვის

seo კვლევა ონლაინ მაღაზიებისთვის

Saba Shvelidze

საბა შველიძე

5 მარტი 2026

seo კვლევა ონლაინ მაღაზიებისთვის საქართველოში — seorank1.ge-ის ანალიზი

seorank1.ge-იმ ჩაატარა სიღრმისეული SEO კვლევა საქართველოს ონლაინ მაღაზიების სეგმენტისთვის, ამ შემთხვევაში კონრეტულად ავირჩიე კომპიუტერული ტექნიკის სფერო. კვლევის მიზანი იყო გამომეკვლია, რამდენად ეფექტურად იყენებენ ქართული ტექ-მაღაზიები ორგანული ძიების პოტენციალს, სად არის სტრუქტურული ხარვეზები, და რა შესაძლებლობები რჩება გამოუყენებელად. შედეგებმა ცხადყო, რომ ეს სეგმენტი მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული კომერცია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა საქართველოში — ციფრული ოპტიმიზაციის კუთხით სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. სწორი SEO სტრატეგიის გარეშე ბევრი კომპანია კარგავს ორგანულ ტრაფიკს, რომელიც ფაქტიურად მათი ხელის გულზეა.

seo კვლევა ონლაინ მაღაზიებისთვის

საკვანძო სიტყვების კვლევა ონლაინ მაღაზიებისთვის ?

კვლევაში გამოვლინდა, რომ ამ სეგმენტის ყველაზე ძლიერი, კომერციული ტიპის „საყრდენი” ქივორდებია

კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები”,

„ონლაინ მაღაზია”

და კომპიუტერული ტექნიკა”

თუმცა seorank1.ge-ის კვლევამ გამოავლინა, რომ მთავარი ქივორდების ამ ვიწრო სამეულს მიღმა კომპანიები ვეღარ ხედავენ ბაზრის სისრულეს, რაც საჭიროებს seo ოპტიმიზაციას ონლაინ მაღაზიებისთვის. გაცილებით დიდი ორგანული ტრაფიკი იმალება პროდუქტის კატეგორიების ქივორდებში, რომლებიც დღეს პრაქტიკულად დაუფარავია: „ნოუთბუქები”, „ლეპტოპები”, „დრონები”, „ნოუთბუქის ჩანთები”, „ლეპტოპის ჩანთები”. ეს ქივორდები სიტყვასიტყვით წარმოადგენს იმ კატეგორიებს, რომლებსაც ვიზიტორი ეძებს მაშინ, როცა კონკრეტული პროდუქტი სურს — და ყველა მათგანი სპეციალიზებული კატეგორიის გვერდებზე უნდა იყოს ათვისებული.

რატომ კარგავს ონლაინ მაღაზია პოტენციურ კლიენტებს სწორი სამიზნე საძიებო სიტყვების აუთვისებლობით ?

კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა ეხება სწორედ კატეგორიის გვერდების ოპტიმიზაციის პრობლემას.

ქართული კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიების უმრავლესობა კატეგორიის გვერდებზე — სადაც ნოუთბუქები, ლეპტოპები, დრონები ან ჩანთები არის თავმოყრილი— საერთოდ არ იყენებს შესაბამის კომერციულ ქივორდებს. ეს ნიშნავს შემდეგს: ადამიანი ეძებს „ნოუთბუქი საქართველოში”, Google-ი ეძებს ყველაზე რელევანტურ გვერდს — და ქართული მაღაზიის კატეგორიის გვერდი იმდენად ცარიელია და შეუვსაბადი რელევანტური ქივორდებით მათ შორის Meta Title-ით და H1-ით, რომ Google-ი ვერ ხვდება, რომ ეს გვერდი სწორედ ამ ძიებას ემსახურება.

სწორი პრაქტიკაა ისაა, რომ „ნოუთბუქების” კატეგორიის გვერდს ჰქონდეს Title Tag — „ნოუთბუქები: ყიდვა ონლაინ კომპიუტერული ტექნიკა”, H1 სათაური შესაბამისი ქივორდით, 150-200 სიტყვიანი კატეგორიის შესავალი ტექსტი, და Product Schema — ეს ყველა ერთად ეუბნება Google-ს: „ეს გვერდი ყიდის ნოუთბუქებს”. ამ ოპტიმიზაციის გარეშე კი კომპანია, ფაქტიურად, Google-ს ართმევს შანსს, მისი საიტი პირველ გვერდზე გამოიტანოს. გარდა ამისა აუთვისებელია ფილტრირებული სეგმენტი, ტექნიკრი seo თვალსაზრისით არ ხდება ამ სექციის სწორი ინდექსირება, მაგალითად:

ფილტრირებულ სექციაში ვხვდებით ნოუთბუქის სხვადასხვა მოდელებს, რომლებიც თავად ქივორდებია მაგრამ მათი ათვისება ვერ ხდება არასწორი ინდექსაციის გამო,

შესაბამისად ნოუთბუქები როგორც ქივორდი ზღვაში წვეთია იმ აუთვისებელ საძიებო ტერმინებთან რასაც პოტენციური მომხარებელი შეიძლება იყენებდეს პროდუქტის ძიებისას

რა არის Domain Authority ონალინ მაღაზიებისთვის ?

seorank1.ge-ის კვლევამ ასევე შეაფასა ბაზრის Domain Authority-ის ლანდშაფტი. კომპიუტერული ტექნიკის ონლაინ მაღაზიების სეგმენტში DA-ს სპექტრი გაცილებით ფართოა, ვიდრე სხვა სექტორებში — მაჩვენებლები მერყეობს 14-დან 50-მდე. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე ზოგი მოთამაშე SEO-ში წლების ინვესტიცია ჩადო და ამ ინვესტიციის ნაყოფი DA 40-50-ის სახით ნათლად ჩანს.

თუმცა ბაზრის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ DA 14-20-ის ქვემოთაა, რაც ახალი კონკურენტულ ბაზარზე კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა რომ არ არიან ხილვადი პოტენციური კლიენტისთვის — განსაკუთრებით ნიშა-ქივორდებზე, როგორებიცაა „დრონი საქართველოში” ან „ლეპტოპის ჩანთა”.

ეს ასევე ნიშნავს, რომ ბაზარი სრულად არაა ათვისებული: ძლიერ DA-ს მქონე ლიდერები ფართო ქივორდებზე პოზიციას ინარჩუნებენ, მაგრამ გრძელი კუდის (long-tail) ქივორდებზე — მაგალითად „ნოუთბუქის ჩანთა საქართველოში” ან „დრონი კამერით ყიდვა” — კონკურენცია ბევრად უფრო დაბალ DA-ს მქონე საიტს პირველი გვერდის მისაღებ პოზიციებს ხელმისაწვდომს ხდის.

რატომაა ტექნიკური seo ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანი ონლაინ მაღაზიებისთვის ?

კვლევის ტექნიკურმა ნაწილმა სამი ყველაზე გავრცელებული და ყველაზე მავნე პრობლემა გამოავლინა.

პირველი და ყველაზე სპეციფიკური პრობლემა ეხება Canonical Tag-ების გამოყენებას ფილტრებისა და პაგინაციის გვერდებზე. ელექტრონული კომერციის საიტებზე, სადაც ასობით პროდუქტია, ფილტრები და გვერდების ნომრები ქმნიან ათასობით URL-ს — „/notebooks?ram=16gb”, „/notebooks?page=2″, „/notebooks?brand=lenovo” და ა.შ. ამ გვერდებზე Canonical Tag-ების გარეშე Google-ი „იბნევა” — ის ვერ ხვდება, რომელი გვერდი არის „ნამდვილი” და ინდექსირებადი. შედეგი კი ქივორდების კანიბალიზაციაა: ერთი და იგივე ძიებისთვის საიტის საკუთარი გვერდები ერთმანეთის კონკურენციაშია, ნაცვლად იმისა, რომ ერთი ძლიერი გვერდი Google-ის მიერ სტაბილურად წინ წამოიწეოდეს.

მეორე პრობლემა — Schema Markup-ის არარსებობა — განსაკუთრებით მწვავედ დგას ელექტრონული კომერციის სექტორში. Product Schema, Offer Schema და AggregateRating Schema ერთად ქმნის Google-ის ძიების გვერდზე „Rich Result”-ს: პროდუქტის გვერდი ჩნდება ფასით, ვარსკვლავური შეფასებით და „მარაგშია/არ არის” ნიშნულით. ეს ვიზუალური ელემენტები კლიკებს ორ-სამჯერ ზრდის — და ქართული კომპიუტერული მაღაზიების უმეტესობა ამ შესაძლებლობას სრულად ტოვებს გამოუყენებელს.

მესამე პრობლემა — Page Speed Insights-ისა და Core Web Vitals-ის მოთხოვნების შეუსრულებლობა. ონლაინ მაღაზიებზე, სადაც კატეგორიის გვერდები ასობით პროდუქტის სურათს ტვირთავს ერთდროულად, ეს განსაკუთრებით კრიტიკულია. ადამიანი, რომელიც სმარტფონიდან ეძებს „ლეპტოპი საქართველოში”, სამ წამში ტოვებს საიტს, თუ კატეგორიის გვერდი ნელა იტვირთება. Google ამ „გაქცევას” ხედავს, ადარებს კონკურენტ საიტებს — და ნელ საიტს ჩამოწევს რეიტინგში დაბლა. სურათების კომპრესია, lazy loading და სერვერის რეაგირების გაუმჯობესება ამ პრობლემის ყველაზე სწრაფი გამოსავალია, რომელსაც Google-ი 1-2 თვის განმავლობაში ეხმაურება და ონლაინ მაღაზიის პოზიციებზეც აისახება SERP-ში..

რა სჭირდება seo ოტპიმიზაციის კუთხუთით ონლაინ მაღაზიებს ?

seorank1.ge-ის კვლევა ცალსახად ადასტურებს — კომპიუტერული ტექნიკის ონლაინ მაღაზიების სეგმენტში ის კომპანია, რომელიც სისტემურად მოაწყობს კატეგორიების ქივორდულ ოპტიმიზაციას, დანერგავს Canonical Tag-ებს ფილტრებსა და პაგინაციაზე, გამოიყენებს Product Schema-ს და გამოასწორებს საიტის სიჩქარეს — ეს კომპანია ბაზრის დიდ ნაწილის ათვისებას შეძლებს , DA-ს განურჩევლად. ეს კვლევა seorank1.ge-მ სწორედ იმ მიზნით ჩაატარა, რომ ქართულ ელექტრონულ კომერციას ჰქონდეს ხელთ ზუსტი, მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგია — კონკრეტული ქმედებების ჩამონათვალი, რომელიც გაზომვად შედეგებს გამოიღებს.

#seo კვლევა ონლაინ მაღაზიებისთვის#ონლაინ მაღაზია#საძიებო სიტყვები ონლაინ მაღაზიისთვის#სეო ოტპიმიზაცია ონლაინ მაღაზიებისთვის