რას ნიშნავს სასტუმროებისთვის SEO ოპტიმიზაცია?
SEO ოპტიმიზაცია სასტუმროებისთვის არის ონლაინ მარკეტინგული სტრატეგია, რომლის მთავარი მიზანია თქვენი სასტუმროს ვებგვერდზე ორგანული, ანუ უფასო ძიებიდან მომდინარე ვიზიტორების რაოდენობის გაზრდა. SEO, ანუ Search Engine Optimisation, ქართულად ნიშნავს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას — და სწორედ ეს არის საფუძველი, რომელზეც აგებულია სასტუმროების ციფრული წარმატება დღევანდელ სამყაროში. როდესაც ამ ბლოგში საძიებო სისტემაზე ვლაპარაკობთ, პრაქტიკულად Google-ს ვგულისხმობთ. სასტუმროების გამოჩენა Google-ში, შესაბამისად, არის ის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს — ნახავს თუ არა პოტენციური კლიენტი თქვენს სასტუმროს საერთოდ.

მაგრამ SEO ოპტიმიზაცია სასტუმროებისთვის არ არის უბრალოდ ზოგადი SEO-ს გამოყენება სასტუმრო ბიზნესში. ეს სრულიად განსხვავებული მიდგომაა. გასათვალისწინებელია, რომ ყველა ინდუსტრიას თავისი სპეციფიკა გააჩნია — იურიდიულ კომპანიებს, ელექტრონულ კომერციას, სამედიცინო კლინიკებს — და სასტუმრო სექტორი ამ თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავდება ყველა სხვასგან. სასტუმრო ბიზნესს სრულიად განსხვავებული სამიზნე აუდიტორია ჰყავს, განსხვავებული ძიების ქცევა, განსხვავებული სეზონურობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი. სწორედ ამიტომ, SEO მომსახურება სასტუმროებისთვის მოითხოვს ამ სპეციფიკაზე მორგებულ, სპეციალიზებულ სტრატეგიას.
რას ნიშნავს საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია სასტუმროებისთვის პრაქტიკულ დონეზე?
Hotel SEO აერთიანებს ტაქტიკებისა და მეთოდების ერთობლიობას, რომლებიც სპეციალურად თქვენი ობიექტისთვის არის შექმნილი, რათა მიაღწიოთ მაქსიმალურ ხილვადობას Google-ის შედეგების გვერდებზე. ის ტრაფიკი, რომელსაც ამ გზით გამოიმუშავებთ, შეიძლება მოიხსენიებოდეს სხვადასხვა სახელით — საძიებო ტრაფიკი, Google-ის ტრაფიკი, ორგანული ტრაფიკი — მაგრამ ყველა ეს ტერმინი ერთ რამეს ნიშნავს: ადამიანები, რომლებიც Google-ის შედეგიდან თქვენს ვებგვერდს სტუმრობენ.
გახსოვდეთ: არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ლამაზია თქვენი სასტუმროს ვებგვერდი, თუ მას ვერავინ ხედავს. სწორი SEO კამპანია სასტუმროებისთვის ზუსტად ამ პრობლემას წყვეტს — ის ქმნის ხიდს თქვენს სასტუმროსა და იმ ადამიანს შორის, რომელიც ამ წამს Google-ში ეძებს სასტუმროს. SEO ოპტიმიზაცია სასტუმროებისთვის არ არის ფუფუნება, არამედ დღეს ეს გახდა ნებისმიერი სასტუმროს ციფრული სტრატეგიის აბსოლუტური საფუძველი.
რატომაა SEO ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანი სასტუმროებისთვის?
SEO ოპტიმიზაცია სასტუმროებისთვის დღეს არა უბრალოდ სასარგებლო, არამედ აუცილებელია. როდესაც ადამიანი გეგმავს მოგზაურობას, პირველი, რასაც აკეთებს, Google-ში ძიებაა. Google-ის პირველ გვერდზე განთავსებული ვებგვერდები იღებენ ტრაფიკის 90%-ზე მეტს, ხოლო მეორე გვერდი პრაქტიკულად უხილავია. ეს ნიშნავს, რომ სასტუმრო, რომელიც ორგანულ ძიებაში არ ჩანს, პოტენციური სტუმრის თვალში ფაქტობრივად არ არსებობს.
სასტუმრო ბიზნეს სეგმენტი განსაკუთრებული კუთხით გამოირჩევა სხვა ნიშებისგან, და სწორედ ეს განსხვავება ხდის SEO მომსახურებას სასტუმროებისთვის ისეთ სპეციალიზებულ სფეროდ. შევადაროთ: იურიდიული კომპანიის SEO ძირითადად ეყრდნობა ავტორიტეტულ კონტენტს და პროფესიულ ნდობაზე მუშაობას; ელექტრონული კომერციის SEO ფოკუსირდება პროდუქტის გვერდებზე, ფასებსა და სწრაფ კონვერსიაზე; ადგილობრივი რესტორნის SEO კი ძირითადად ლოკალური ძიების ოპტიმიზაციაზე დგას. სასტუმრო კი ამ ყველაფრის ნაზავს მოითხოვს.
სასტუმროების SEO ოპტიმიზაციის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ერთდროულად უნდა მუშაობდეს ორ სრულიად განსხვავებულ ტიპის საძიებო სიტყვებზე: ინფორმაციულ და კომერციულ. ინფორმაციული ქივორდი შეიძლება იყოს “რა ვნახო თბილისში”, “თბილისში ამინდი” ან “ბათუმში ღირშესანიშნაობები” — ადამიანი ჯერ კიდევ გეგმავს და ინფორმაციას აგროვებს. კომერციული ქივორდი კი — “სასტუმრო დაჯავშნა თბილისი”, “საუკეთესო სასტუმრო თბილისში” — ნიშნავს, რომ ადამიანი მზადაა გადაწყვეტილება მიიღოს. სხვა ნიშებში ეს ორი ეტაპი ხშირად ერთმანეთისგან გამიჯნულია; სასტუმრო ბიზნესში კი ორივეზე ერთდროულად მუშაობა სჭირდება, რაც SEO კამპანიას მნიშვნელოვნად ართულებს და უფრო კონკრეტულ, სპეციალიზებულ მიდგომას მოითხოვს.
სასტუმროების ნიშა განსაკუთრებით ძლიერ ორგანულ ინტენტს გამოხატავს — თუ ვინმე Google-ში წერს “სასტუმრო აუზით”, ეს ადამიანი მაღალი ალბათობით ჯავშანს ამზადებს. ეს ის მომხმარებელია, რომელთანაც SEO ოპტიმიზაციის მეშვეობით ორგანული, კომისიის გარეშე კავშირის დამყარება ყველაზე ეფექტური და მომგებიანია. ანგარიშები ადასტურებენ, რომ სასტუმროებსა და კურორტებზე ძიებები ბოლო ათწლეულის ნებისმიერ სხვა პერიოდთან შედარებით ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

SEO ოპტიმიზაციის გარეშე კომპანია ყოველდღიურად კარგავს პოტენციური კლიენტების უდიდეს ნაწილს, და შესაბამისად — შემოსავალსაც. წარმოიდგინეთ: ვინმე Google-ში წერს “ბიუჯეტური სასტუმროები ცენტრში” — თუ თქვენი სასტუმრო ამ ძიებაში არ ჩანს, ეს კლიენტი პირდაპირ თქვენს კონკურენტთან მიდის. იგივე ეხება “საუკეთესო სასტუმრო თბილისში” ან “სასტუმრო აუზით და საუზმით” ძიებებს — ეს არის ქივორდები, სადაც სასტუმროების დიდი ნაწილი საერთოდ არ ჩანს, და ამით ათასობით პოტენციურ სტუმარს ყოველდღიურად კარგავს. კონკურენტი, რომელმაც სწორი SEO სერვისი სასტუმროებისთვის დანერგა, ორგანულად ჩნდება პირველი ამ სამიზნე კლიენტებისთვის — კომისიის გარეშე, ავტომატურად, მუდმივად.
როგორ ხდება სასტუმროების ვებსაიტის ოპტიმიზირება საძიებო სისტემებისთვის?
სასტუმროს ვებსაიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის რთული, მაგრამ ლოგიკური პროცესია, რომელიც რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. სწორი SEO მომსახურება სასტუმროსთვის ნიშნავს, რომ ყველა ეს მიმართულება ერთდროულად და კოორდინირებულად მუშაობს. ქვემოთ მოკლედ, მაგრამ არსებითად განხილულია ის ძირითადი სამუშაოები, რომლებიც შედის სასტუმროს ვებსაიტის ოპტიმიზაციაში:
საძიებო სიტყვების კვლევა — სასტუმროს ნიშისთვის სპეციფიური ქივორდების გამოვლენა და შერჩევა: განსაკუთრებული აქცენტი ინფორმაციულ ქივორდებზე (“რა ვნახო თბილისში”,) და კომერციულ ქივორდებზე (“სასტუმრო დაჯავშნა ბათუმში”, “საუკეთესო სასტუმრო ცენტრში”), რომლებიც ერთად ქმნის სასტუმრო ბიზნესსა და სტუმარს შორის ციფრულ ხიდს.
On-page SEO ოპტიმიზაცია სასტუმროებისთვის — ვებსაიტის შიდა გვერდების სრული ანალიზი და სწორი სტრუქტურის ჩამოყალიბება: ლოგიკური URL-ები, სათაურების სწორი იერარქია (H1, H2, H3), meta description-ების ოპტიმიზირება, შიდა გადალინკვები და — ყველაზე მთავარი — კონტენტი, რომელიც სრულად პასუხობს სამიზნე სტუმრის ძიების განზრახვას.
Off-page SEO — გარე ავტორიტეტის მოპოვება: ბექლინკების დამყარება მაღალი ავტორიტეტის საიტებიდან, სამოგზაურო ბლოგებთან, მედია პუბლიკაციებთან და ინდუსტრიულ დირექტორიებთან თანამშრომლობა, რაც Google-ის თვალში სასტუმროს სანდოობასა და ავტორიტეტს ამყარებს.
ლოკალური SEO ოპტიმიზაცია სასტუმროებისთვის — ადგილობრივი ბაზრისთვის ოპტიმიზირება: Google My Business-ის სრული და განახლებული პროფილი, ლოკალური ქივორდები, რეიტინგებთან და მიმოხილვებთან აქტიური მუშაობა, რათა სასტუმრო ადგილობრივ ძიებებში პირველ ადგილებზე გამოჩნდეს.
ახლა კი თითოეულ ამ სფეროს უფრო დეტალურად განვიხილოთ, რადგან სწორი SEO კამპანია სასტუმროსთვის სწორედ ამ ელემენტების ღრმა გაგებაზეა დამოკიდებული.
საძიებო სიტყვების კვლევა სასტუმროებისთვის — საიდან იწყება ყველაფერი
SEO ოპტიმიზაცია სასტუმრებისთვის ყოველთვის საძიებო სიტყვების კვლევით იწყება, რადგან სანამ არ იცი რას ეძებს შენი პოტენციური სტუმარი, ვერ შექმნი კონტენტს, რომელიც მას პასუხობს. ეს პროცესი სასტუმრო ბიზნესსა და სხვა ინდუსტრიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო განსხვავებაა.
სასტუმრო ნიშაში ქივორდები ოთხ ძირითად კატეგორიად იყოფა. პირველი — ინფორმაციული ქივორდები, სადაც მომხმარებელი ჯერ კიდევ ინფორმაციის კრებს: “რა ვნახო ბათუმში “, ” ოჯახური მოგზაურობა”. მეორე — კომერციული ქივორდები, სადაც ადამიანი უკვე ხედავს ვარიანტებს და ადარებს: “საუკეთესო სასტუმრო თბილისში”, “სასტუმრო ბათუმში ზღვის ხედით”. მესამე — ტრანზაქციული, სადაც სტუმარი მზადაა ჯავშანი გააფორმოს: “სასტუმრო ბათუმში დაჯავშნა ივნისი”. მეოთხე — ნავიგაციული, სადაც ეძებს კონკრეტულ სასტუმროს: “[სასტუმროს სახელი] გაუქმების პოლიტიკა”.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის, რომ სასტუმრო ბიზნესსა და, ვთქვათ, ონლაინ მაღაზიას შორის ქივორდული სტრატეგია რადიკალურად განსხვავდება. ელექტრონულ კომერციაში ქივორდი ყველაზე ხშირად ტრანზაქციულია — ადამიანი პროდუქტს ეძებს. სასტუმრო ბიზნესსა კი მომხმარებელი ხშირად ინფორმაციული ძიებით ირჩევს დანიშნულებას, შემდეგ კომერციული ძიებით ადარებს სასტუმროებს, და ბოლოს ტრანზაქციული ძიებით ჯავშნის. ეს ნიშნავს, რომ SEO სერვისი სასტუმროსთვის ყველა ამ ეტაპზე ერთდროულად უნდა მუშაობდეს. ქივორდების შერჩევისას გამოიყენება სპეციალური ინსტრუმენტები, როგორებიც არის Ahrefs, Google Keyword Planner ან SEMrush, რომლებიც გვიჩვენებს თვიური ძიების მოცულობებს, კონკურენციის დონეს და მასთან დაკავშირებულ სხვა ქივორდებს.

On-page SEO ოპტიმიზაცია სასტუმროებისთვის — ვებსაიტის “შიდა” სამუშაოები
On-page SEO ოპტიმიზაცია სასტუმრებისთვის ალბათ ყველაზე ფართო და კომპლექსური სამუშაოა, რომელიც ვებსაიტის ყოველ გვერდს ეხება. Google-ის ბოტები, ე.წ. “ქრავლერები”, ყოველდღიურად ასკანერებენ მილიონობით ვებსაიტს და აინდექსირებენ მათ. სასტუმროს ვებსაიტის on-page ოპტიმიზაციის მთავარი მიზანია, რომ ბოტებმა ადვილად “გაიგონ” რაზეა საუბარი ყოველ კონკრეტულ გვერდზე.
პრაქტიკულ დონეზე ეს ნიშნავს: პირველ რიგში, page title-ი — ეს არის ის სათაური, რომელიც Google-ის შედეგებში ჩანს, როგორც კლიკებადი ბმული. ის ზუსტად და ლაკონურად უნდა ასახავდეს გვერდის შინაარსს და შეიცავდეს მთავარ ქივორდს. Meta description — Google-ის შედეგებში title-ის ქვეშ გამოჩენილი მოკლე აღწერა — ეს არის ის ტექსტი, რომელიც ხშირად განსაზღვრავს, დააჭერს თუ არა ადამიანი ბმულს. H1 სათაური, რომელიც გვერდის მთავარ თემას გამოხატავს, H2 და H3 ქვეთავები, რომლებიც სტრუქტურას ქმნიან — ეს ყველაფერი Google-ს ეხმარება გვერდის ლოგიკა გაიგოს.
შიდა გადალინკვები — ე.წ. internal linking — კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს ნიშნავს, რომ ვებსაიტის ერთი გვერდი მეორეს ებმის. მაგალითად ბლოგი “თბილისში გასართობი ადგილები”-დან ბმული მიდის “ჯავშანი” გვერდზე. ეს Google-ს ეხმარება გაიგოს საიტის სტრუქტურა და დაადგინოს, რომელი გვერდები ყველაზე მნიშვნელოვანია. ამასთანავე, კონტენტის ხარისხი — რამდენად სრულად პასუხობს ის სტუმრის ძიების განზრახვას — ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. Google-ი სულ უფრო “ჭკვიანი” ხდება და კარგად ამოიცნობს, ეხმარება თუ არა კონტენტი ნამდვილად მომხმარებელს, თუ უბრალოდ ქივორდებით არის გაჭედილი.
სასტუმროს გამოჩენა Google-ში მნიშვნელოვნად განისაზღვრება ტექნიკური ფაქტორებითაც: საიტის სიჩქარე, მობილურ მოწყობილობებზე ადაპტირებულობა, სურათების სწორი ოპტიმიზაცია (alt text, ფაილის ზომა) და structured data, ანუ schema markup — კოდი, რომელიც Google-ს ეხმარება სასტუმროს ოთახების, ფასების და მომსახურების შესახებ ზუსტი ინფორმაცია გაიგოს.
Off-page SEO ოპტიმიზაცია სასტუმროებისთვის — რეპუტაციის მშენებლობა ვებსაიტის გარეთ
ბექლინკი არის ბმული, რომელიც სხვა ვებსაიტიდან შენს საიტზე მოდის. მაგრამ ყველა ბექლინკი თანაბარი არ არის. მაღალი ავტორიტეტის სამოგზაურო ბლოგიდან, ცნობილი მედია გამოცემიდან ან ინდუსტრიული დირექტორიდან მიღებული ბმული ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე უცნობი, დაბალი ხარისხის საიტიდან მიღებული ბმული. სეო სერვისი სასტუმროსთვის ამ სფეროში, როგორც წესი, მოიცავს: სამოგზაურო ბლოგერებთან თანამშრომლობას , PR კამპანიებს, კონტენტ მარკეტინგს, რომელიც სხვა საიტებს ციტირების მიზეზს აძლევს, და ონლაინ დირექტორიებში პროფილის სწორ მართვას.
SEO ოპტიმიზაცია სასტუმრებისთვის off-page სფეროში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ელემენტს მოიცავს — ონლაინ რეიტინგებს და მიმოხილვებს. Google-ი ითვალისწინებს სასტუმროზე მიმოხილვების რაოდენობას, ხარისხს და მასზე პასუხის სიჩქარეს. ეს ნიშნავს, რომ სტუმრების მიმოხილვებზე აქტიური, კვალიფიციური პასუხები SEO-ს ნაწილია და არა მხოლოდ “კარგი მომსახურების” ნიშანი.

ლოკალური SEO ოპტიმიზაცია სასტუმროებისთვის — ადგილობრივი ბაზრის დაპყრობა
ლოკალური SEO ოპტიმიზაცია სასტუმრებისთვის ალბათ ყველაზე სპეციფიური და სასტუმრო ბიზნესზე ყველაზე მეტად “მორგებული” სფეროა. ადამიანი, რომელიც Google-ში ეძებს “სასტუმრო თბილისში”, ეძებს კონკრეტული ადგილმდებარეობის ობიექტს — და ლოკალური SEO ზუსტად ამ ადგილობრივ ძიებებში გამარჯვებაზეა მიმართული.
ლოკალური ძიებების შედეგებში შემდეგი ჩვენება არსებობს: ე.წ. “Local Pack” — ეს არის ის გამოყოფილი ბლოკი, სადაც Google Maps-ის შედეგები ჩანს და სამი სასტუმრო გამოდის პირველ ადგილებზე — და ორგანული შედეგები, რომლებიც ქვემოთ ჩანს. ტრაფიკი ამ ორ ბლოკს შორის თითქმის თანაბრად ნაწილდება, რაც ნიშნავს, რომ ორივეში ყოფნა გადამწყვეტია.
ლოკალური SEO-ს ამოსავალი წერტილი Google My Business-ის პროფილია — ეს უფასო ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევს მართო სასტუმროს ინფორმაცია Google-ის შედეგებში და Google Maps-ზე. სრული, განახლებული და ფოტოებით გამდიდრებული პროფილი პირდაპირ გავლენას ახდენს სასტუმრო გამოჩენაზე Google-ში — ლოკალური ძიებების კონტექსტში განსაკუთრებით.
ლოკალური ქივორდების სტრატეგია კი ნიშნავს, რომ კონტენტი შეიქმნას კონკრეტული ლოკალური ქივორდზე დაყრდნობით: “სასტუმრო ძველ თბილისში”, “სასტუმრო რუსთაველზე” ან “სასტუმრო ბათუმის სანაპიროზე”. ეს ქივორდები ბევრად ნაკლებ კონკურენციას ხვდება და ადამიანი, რომელიც ასეთ კონკრეტულ ძიებას აკეთებს, უკვე იცის სად მიდის.
სწორი SEO კამპანია სასტუმრებისთვის ყველა ამ ოთხ სფეროს — საძიებო სიტყვების კვლევა, on-page ოპტიმიზაცია, off-page სტრატეგია და ლოკალური SEO — ერთ მთლიან სტრატეგიაში აერთიანებს. ეს არ არის ერთჯერადი ქმედება— ეს გრძელვადიანი, სისტემატური პროცესია, რომელიც დროთა განმავლობაში ანაზღაურებს ინვესტიციას ყველაზე ხელშესახები გზით: მეტი სტუმარი, მეტი პირდაპირი ჯავშანი, ნაკლები ხარჯი რეკლამებზე
სასტუმროს ვებსაიტის ოპტიმიზაცია ხელოვნური ინტელექტისთვის — AEO/GEO ოპტიმიზაცია
ციფრული სამყარო კვლავ იცვლება — და ამჯერად ცვლილება განსაკუთრებით სწრაფია. ChatGPT, Google Gemini, Perplexity და სხვა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები სულ უფრო ხშირად ხდება ის ადგილი, სადაც ადამიანი პასუხს ეძებს — და ეს პირდაპირ ეხება სასტუმრო ბიზნესსაც. სწორედ ამიტომ, SEO ოპტიმიზაცია სასტუმრებისთვის დღეს ორ ახალ, მნიშვნელოვან კონცეფციას მოიცავს: AEO-ს (Answer Engine Optimisation) და GEO-ს (Generative Engine Optimisation).
AEO ნიშნავს საიტის ოპტიმიზაციას ისე, რომ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებმა შენი სასტუმრო აირჩიონ, როგორც სანდო წყარო პასუხის გაცემისთვის. GEO კი კიდევ უფრო ზუსტია — ის ფოკუსირდება იმაზე, რომ სასტუმროს შესახებ ინფორმაცია მოხვდეს ხელოვნური ინტელექტის გენერირებულ პასუხებში, მაშინ, როდესაც მომხმარებელი კითხულობს “რომელი სასტუმრო ავირჩიო თბილისში?”
განსაკუთრებით სასტუმრო ბიზნესსთვის AEO/GEO მნიშვნელოვნება ასე ჩანს: ადამიანი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ეკითხება სასტუმროს რეკომენდაციას, უმეტეს შემთხვევაში უკვე გადაწყვეტილების მიღების პროცესის ბოლო ეტაპზეა. ის არ ათვალიერებს ათობით ვარიანტს — ის ეძებს კონკრეტულ, სანდო პასუხს. ეს ნიშნავს, რომ თუ AI სასტუმრო ასახელებს, ჯავშნის ალბათობა განსაკუთრებულად მაღალია. სწორი SEO სერვისი სასტუმრებისთვის, შესაბამისად, ვეღარ შემოიფარგლება მხოლოდ Google-ის ძიებით — ის ახლა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებსაც უნდა მოიცავდეს.
ახლა განვიხილოთ, კონკრეტულად რა პროცესებია საჭირო ამ მიმართულებით.
პირველი და, ალბათ, ყველაზე პრაქტიკული ნაბიჯია პოზიტიური გამოხმაურებების სისტემატური დაგროვება სხვადასხვა პლატფორმაზე. ხელოვნური ინტელექტი, როდესაც სასტუმროს ირჩევს საკუთარი პასუხისთვის, ეყრდნობა ონლაინ სივრცეში არსებულ ინფორმაციას. რაც მეტი დადებითი, დეტალური მიმოხილვა აქვს სასტუმროს სხვადასხვა პლატფორმაზე, მით მეტია ალბათობა, რომ AI ამ სასტუმროს”სანდოდ” შეაფასებს და ჩართავს გენერირებულ რეკომენდაციებში.
მეორე პროცესია კონტენტის ოპტიმიზირება ხელოვნური ინტელექტისთვის. ეს ნიშნავს, რომ სასტუმროს ვებსაიტის კონტენტი დაწერილი იყოს ნათლად, კონკრეტულად და კითხვა-პასუხის ფორმატში. ხელოვნური ინტელექტი ირჩევს წყაროებს, სადაც ინფორმაცია სტრუქტურირებულია და ადვილად “გასაგებია”.
მესამე, ტექნიკური, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროცესია Schema Markup-ების შექმნა. ეს არის სპეციალური კოდი, რომელიც ვებსაიტის “უკანა ნაწილში” ათავსებ და ხელოვნურ ინტელექტს, ისევე როგორც Google-ს, ეხმარება ზუსტად გაიგოს: სად მდებარეობს სასტუმრო, რა ოთახები აქვს, რა ფასებია, რა შეფასება აქვს. Schema Markup-ი ფაქტობრივად “ლაპარაკობს” ხელოვნური ინტელექტის ენაზე და სასტუმროს ინფორმაციას მასთვის მარტივად გასაგებ ფორმატში “თარგმნის”.
მოკლედ რომ ვთქვათ: ვინც სასტუმრო ბიზნესსი დღეს AEO/GEO ოპტიმიზაციას უგულებელყოფს, ხვალ ხელოვნური ინტელექტის მიერ უხილავი დარჩება — სწორედ მაშინ, როდესაც პოტენციური სტუმარი გადაწყვეტილების მიღებაზეა.