რა არის ლოკალური SEO?
ადგილობრივი (ლოკალური) SEO ოპტიმიზაცია ორიენტირებულია მოახდინოს საიტის ოპტიმიზირება იმგვარად, რათა გააუმჯობესოს მისი ხილვადობა ადგილობრივი ძიებების შედეგების გვერდზე. ლოკალური (local) SEO-ს მთავარი მიზანია დაეხმაროს ბიზნესებს გაზარდოს მისი ადგილობრივი ხილვადობა, მიიზიდოს უფრო მეტი ადგილობრივი ვიზიტორი, გაზარდოს ბრენდის ცნობადობა და დააგენერიროს მეტი CONVERSION მაჩვენებელი.
რატომაა ადგილობრივი (ლოკალური) SEO მნიშვნელოვანი?
ლოკალური SEO-ს მნიშვნელობა დღითიდღე უფრო იზრდება მზარდი თუ ახლად შექმნილი ბიზნესებისათვის. ამის უკან რამდენიმე ლოგიკური მიზეზი არსებობს. პირველი ესაა, რომ საძიებო სისტემის მომხმარებლების უმეტესი ნაწილის საძიებო განზრახვა, ეგრეთწოდებული SEARCH INTENT-ი, განპირობებულია ლოკალური ინტერესით.
შესაბამისად მნიშვნელოვანია მხედველობაში მიიღო ადგილობრივი ძიებების მაჩვენებლები და მოახდინო შენი საიტის ოპტიმიზირება ამ უკანასკნელით.
მეორე ფაქტორი ესაა, რომ ადგილობრივი ძიების უმრავლესობა პირდაპირ კონვერტირდება შენი ბიზნესის მიერ დასახულ მიზნებთან. მაგალითად, როცა პოტენციური ვიზიტორი ეძებს რაიმე კვების ობიექტს.

შენ მიერ ჩატარებული ადგილობრივი (ლოკალური) SEO ოპტიმიზაციით შეძლებ შედეგების გვერდზე აღმოჩნდე მათთვის სასურველ ოფციად. ამის ალბათობას ისიც ზრდის, რომ შედეგების მაჩვენებელს ლოკალურ ძიებაში დამატებით განსაზღვრავს მძებნელისა და შენი ბიზნეს თუ სხვა სახის ობიექტის ტერიტორიული სიახლოვე.
ასე, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია დახარჯო საკმაო დრო შენი საიტის ადგილობრივი (ლოკალური) SEO ოპტიმიზაციისთვის, მაგალითად, როგორც ეს off-page SEO ოპტიმიზაციისას.
რას მოიცავს ადგილობრივი (ლოკალური) SEO ოპტიმიზაცია?
აღნიშნულ თავში გაეცნობი იმ RANKING ფაქტორებს, რომელიც განმსაზღვრელია საიტების პოზიციონირებისთვის საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე, კონკრეტულად კი GOOGLE MAP PACK-ში.
საბაზისო დონეზე ადგილობრივი (ლოკალური) SEO და ჩვეულებრივი SEO ოპტიმიზაცია მსგავსია. ორივე შემთხვევაში GOOGLE-ი იყენებს მსგავს პრაქტიკებს საიტის პოვნის და დაინდექსირების პროცესში.
თუმცაღა, თუ ვსაუბრობთ განსხვავებებზე, მხედველობაში უნდა მიიღო Google-ის მიერ დასახელებული Ranking-ფაქტორები, რომლებიც აყენებენ განსხვავებულ კრიტერიუმებს საიტის პოზიციონირებისთვის SERP-ში ლოკალური და ჩვეულებრივი ძიებებისთვის.
ლოკალურ (Local) SEO-ს აქვს თავისი განსხვავებული რანკინგ ფაქტორები, რომლის გარშემოც უნდა ააგო შენი საიტის ლოკალური SEO ოპტიმიზაციის სამუშაო კამპანია.
მოკლედ, რომ შევაჯამოთ, აღნიშნული Ranking-სიგნალები მოიცავს:
- NAP მონიშვნაზე ზრუნვა
- GOOGLE MY BUSINESS PROFILE-ის შექმნა და ოპტიმიზაცია
- ადგილობრივი KEYWORD კვლევა და ინტეგრაცია საიტზე არსებულ კონტენტში
- ადგილობრივი და ბიზნეს STRUCTURE DATA-ს დაყენება ვებსაიტზე არსებულ გვერდებზე
- ლოკაცია, რომლიდანაც ახორციელებს ძებნას პოტენციური ვიზიტორი
- ონლაინ მყოფადობა სხვა ციფრულ პლატფორმებზე
- ონლაინ მიმოხილვა საიტზე არსებულ ინტერნეტ რესურსებში
ადგილობრივი (ლოკალური) SEO ოპტიმიზაცია
ამ ნაწილში გაეცნობი ლოკალური SEO-ს შემადგენელ საბაზისო ელემენტებს. გაიგებ რატომაა მნიშვნელოვანი ლოკალური SEO ოპტიმიზაცია ბიზნესებისთვის. შეისწავლი იმ სტრატეგიებსა და ხერხებს, რაც დაგეხმარება მოხვდე მოწინავე პოზიციაზე SERP-ში.
ადგილობრივი (ლოკალური) SEO Keyword კვლევა
ლოკალური keyword კვლევა მსგავსია ტრადიციული keyword კვლევისა მცირე განსხვავებებით. ძირითად შემთხვევებში ის ძალისხმევები და მიდგომები, რომლებსაც ჩვეულებრივი ქივორდ კვლევისას ვიყენებთ, გამოდგება ადგილობრივი (Local) SEO ოპტიმიზაციის შემთხვევაშიც.
ამ ნაწილში ყურადღება უნდა გაამახვილო ამ ქივორდების უკან არსებულ საძიებო განზრახვებს. კერძოდ, Keyword-ების საძიებო ინტერესი უნდა იყოს ლოკალური.
ქივორდ კვლევის განხორციელება შეგიძლია SEO ხელსაწყოების გამოყენებით, რომლებიც დაგეხმარება მოიპოვო და შემდგომში გაცხრილო ის KEYWORD-ები, რის გარშემოც მოახდენ საიტის და GOOGLE MY BUSINESS PROFILE-ის ოპტიმიზირებას. გარდა ამისა შეგიძლია გამოიყენო უფასო ხელსაწყოებიც, მაგალითად:
პირველი ესაა გუგლის Autocomplete-ხელსაწყო, რაც საშუალებას მოგცემს იპოვო შენთვის სასურველი ტერმინები. უბრალოდ ჩაწერე შენთვის სასურველი ქივორდი და დაამატე მას ის ტერმინი, რომელიც მისცემს ადგილობრივ განზრახვას, მაგალითად ქალაქის ან მისამართის დამატება.
მეორე უფასო SEO ხელსაწყო ესაა Google Keyword Planner, რომელსაც აქვს შესანიშნავი ფუნქცია — გარდა შენთვის სასურველი ქივორდების მოცულობის გაგებისა, დაგეხმარება მოგაწოდო დამატებითი მონაცემები ამ მოცულობებთან დაკავშირებით, კერძოდ მათი სპეციფიკა სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობების მიხედვით.
ასევე შეგიძლია გამოიყენო შენს ბაზარზე არსებული კონკურენტების ქივორდების ანალიზი და პოვნა ამ უფასო ხელსაწყოს გამოყენებით. უბრალოდ მიუთითე მათი საიტის მისამართი (URL) და შემდგომ გაცხრილე ისინი შენთვის სასურველი და SEO-ს კუთხით გამოსადეგი პარამეტრებით.
Google Business Profile-ის ოპტიმიზაცია
შენი ბიზნესის Google Business Profile-ის ოპტიმიზაცია თამაშობს გადამწყვეტ და უმნიშვნელოვანეს როლს იმაში, თუ სად განთავსდება ადგილობრივი ძიების შედეგების გვერდზე შენი ვებსაიტი, ასევე მოხვდება თუ არა ის Google Map Pack-ში.
შესაბამისად მნიშვნელოვანია ჩადო შენი ძალისხმევა ამ უკანასკნელის ოპტიმიზირებისთვის, რადგან GOOGLE Business Profile ადგილობრივი (ლოკალური) ძიებებისთვის ერთ-ერთი შემადგენელი რანკინგ ფაქტორია.
ახლა კი გაეცანი იმ პრაქტიკულ მეთოდებს, რომელიც შეგიძლია მიმართო შენი Google Business Profile-ის ოპტიმიზაციისთვის.
პირველი ესაა: შენ მიერ შეტანილი ყველა ინფორმაცია Google Business Profile-ში უნდა იყოს ერთი და იგივე, იქნება ეს შენ ვებსაიტზე თუ სხვადასხვა პლატფორმებზე. დაწყებული NAP მონიშვნით, დამთავრებული მინიმალური დეტალებით, რომლის უგულვებელყოფამაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი სიგნალი საძიებო სისტემის მხრიდან.

მაგალითად, თუ შენ Google Business Profile-ში ბიზნესის ადგილობრივი მისამართია პირობითად: N30,*** — არ შეიძლება NAP მონიშვნაში და შენს ვებსაიტზე მისამართი იყოს სხვა: N50,*****. იგივე მიდგომა ეხება მაგალითად შენი ბიზნესის მომსახურების ნომერს — ის ნებისმიერ პლატფორმაზე უნდა იყოს ერთი და იგივე.
მეორე სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანია გაითვალისწინო Google Business Profile-ის ოპტიმიზირებისას, ესაა ყველა იმ ინფორმაციის განახლება და მონიტორინგი, რომელსაც შენი ბიზნესი ფლობს, მაგალითად სამუშაო საათები, ფასები და სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ Google Business Profile-ში და რეალურ მომენტში აღნიშნული ერთმანეთს არ დაემთხვევა, ეს გამოიწვევს როგორც პირდაპირ, ასევე ონლაინ მიმოხილვების სახით უარყოფით გამოხმაურებებს.
სწორედ აქ უნდა გაითვალისწინო შემდეგი ოპტიმიზირების სტრატეგია — ესაა პოზიტიური მიმოხილვების დაგროვება მომხმარებლების მხრიდან. ეს აისახება შენს რეიტინგზე Google Business Profile-ში, დაგეხმარება გაზარდო მომხმარებლის პერსპექტივიდან სანდოობა, ამასთანავე გააუმჯობესო ადგილობრივი (ლოკალური) SEO-ს ერთ-ერთი რანკინგ სიგნალი.
და ბოლოს, Google Business Profile-ის შექმნისას შეეცადე შეავსო რაც შეიძლება მეტი დეტალი. ეს მიდგომა ეხება keyword-ებსაც, რომლის გარშემოც შეძლებ დათარგეთებას.
რა არის NAP მონიშვნა
NAP მონიშვნა ერთ-ერთი ფაქტორია ადგილობრივი ძიებასა და GOOGLE MAP PACK-ში მოსახვედრად.
კერძოდ, რას გულისხმობს NAP მონიშვნის განხორციელება? ესაა შენი ბიზნესის სახელის, მისამართისა და მობილური ნომრის ინფორმაციის მონიშვნა ყველა იმ პლატფორმებზე, რომლებსაც ითვალისწინებს საძიებო სისტემები და არის წყარო პოტენციური მომხმარებლებისთვის. ესენია:
- შენი ვებსაიტი
- GOOGLE BUSINESS PROFILE
- საიტები, სადაც განთავსებულია ბიზნესების სია და მათ შესახებ ინფორმაცია
მთავარი ელემენტი, რაც უნდა გაითვალისწინო NAP მონიშვნაზე ზრუნვისას, ესაა, რომ მასში შემავალი ინფორმაცია უნდა იყოს ყველა ამ პლატფორმებზე მსგავსი და განახლებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს უარყოფით რანკინგ სიგნალებს.
არსებობს ბევრი SEO ხელსაწყო, რომელიც მოგცემს საშუალებას აღმოაჩინო ის პლატფორმები და საიტები, სადაც შენი ძველი NAP ინფორმაციაა განთავსებული, რომელიც შემდგომ შეგიძლია აღმოფხვრა ამ საიტების მფლობელებთან დაკავშირებით და მათ მითითებით განაახლონ აღნიშნული ინფორმაცია.
გარდა NAP მონიშვნის განახლებებისა, მნიშვნელოვანია გაზარდო იმ საიტების სია, სადაც განთავსებული იქნება შენი ბიზნესის ინფორმაცია. მაგალითად, შეგიძლია გამოიყენო SEMRUSH ხელსაწყო, რომელიც მოგაწვდის შენი კონკურენტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც სარგებლობენ backlink-ებით სხვადასხვა საიტების მხრიდან. აღნიშნული საშუალებას მოგცემს აღმოაჩინო და მიიღო შესაძლებლობა ამ საიტებიდან NAP მონიშვნის.
რა არის Google Map Pack-ი
ამ ნაწილში გაეცნობი იმ პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარება მოიპოვო ტოპ 3 პოზიცია GOOGLE MAP PACK-ში, და რა ranking ფაქტორებით განისაზღვრება შენი შანსი განთავსდე აღნიშნულ local pack-ში ადგილობრივი (ლოკალური) SEO ოპტიმიზაციის დროს.
Google Map Pack-ი და ლოკალური SEO
Google Map Pack-ი ესაა გამორჩეული ფრაგმენტი საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე, რომელიც ჩნდება ადგილობრივი (ლოკალური) ძიებების დროს. ის აერთიანებს და აჩვენებს SERP-ში 3 ადგილობრივ ბიზნესს, რომელსაც თან ერთვის რუკა, სადაც აღნიშნულია ამ ბიზნესების გეოგრაფიული მდებარეობები.
Google Map Pack-ი ჰგავს ეგრეთწოდებულ feature snippet-ებს და მსგავსად ამ უკანასკნელისა, ის პირდაპირ აისახება შენი ბიზნესის მიერ დასახული მიზნების კონვერტაციაში. კერძოდ, ხდები ოფცია ადგილობრივი პოტენციური მძებნელისთვის (მომხმარებლისთვის), ისარგებლოს შენი ბიზნესის მიერ შეთავაზებული პროდუქტით რეალურ დროში.
Map Pack-ის ქვემოთ კი მოცემულია ჩვეულებრივი ძიების შედეგების ველი, როგორც ეს ჩნდება არა ლოკალური განზრახვით ძიების დროს.

სწორედ ასე გამოიყურება SERP-ში მომხმარებლის მიერ ადგილობრივი ძიების შედეგად ნაჩვენები ეგრეთწოდებული Google Map Pack-ი.
ზემოთ უკვე გაეცანი იმ ranking ფაქტორებს, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა მოხვდება თუ არა შენი ვებსაიტი map pack-ში. თუმცაღა, მისი გამოჩენა და პოზიციონირება არ არის მკაფიოდ განსაზღვრული Google-ის მიერ — ეს დამოკიდებულია ისეთ ფაქტორზე, როგორიცაა მძებნელისა და შენი ბიზნესის მდებარეობები.
თუ პირობითად პოტენციური მომხმარებელი ეძებს კაფეს მასთან ახლოს, შესაძლოა გაჯობოს იმ ბიზნესმა და მოხვდეს map pack-ში, რომელიც უფრო ახლოსაა მის ამჟამინდელ მდებარეობასთან.
გარდა ამისა, ქივორდებით დათარგეთებისას არ უნდა უგულვებელყო ისეთი ტერმინები, რომლებიც შესაძლოა არ წარმოადგენდეს პირდაპირ ადგილობრივი ძიებებისთვის განკუთვნილ ტერმინებს, თუმცაღა Google-ის ალგორითმმა ჩათვალოს ის საკმარისად ლოკალური ძიების განზრახვის ტერმინად და ამ ქივორდზე გამოჩნდე map pack-ში.
შესაბამისად, უნდა შეეცადო რაც შეიძლება ლოგიკურად და აზრობრივად გამოიყენო ის ქივორდები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს პოტენციალი გამოგაჩინოს ამ ტერმინით ლოკალური ძიების შედეგების ველში და შესაბამისად Google Map Pack-შიც.
ამისთვის უნდა მიმართო ლოკალური SEO-ს ერთ-ერთ სტრატეგიას, კერძოდ ჩაატარო MAP PACK რანკინგის კვლევა. აღნიშნულისთვის შეგიძლია გამოიყენო SEO ხელსაწყოები, მაგალითად SEMRUSH-ის LOCAL MAP RANKING-ის ხელსაწყო, რომელიც მოგცემს საშუალებას სხვადასხვა ქივორდებზე გაიგო, თუ სად პოზიციონირებ MAP PACK-ში სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობებისთვის.
ვებსაიტის On-Page SEO ოპტიმიზაცია ლოკალური SEO-სთვის
ლოკალური SEO ოპტიმიზაციისას არ უნდა უგულვებელყო ის ტრადიციული SEO-ს პრინციპები, რომლებიც გეხმარება განთავსდე SERP-ში მოწინავე ადგილას. ეს პრაქტიკა ეხება ON-PAGE SEO ოპტიმიზაციასაც.
ლოკალური On-Page SEO
ადგილობრივი (ლოკალური) SEO-სთვის საიტის შიდა გვერდების ოპტიმიზაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ეს ტრადიციული SEO კამპანიის განხორციელებისას. რადგან ადგილობრივი ძიებების დროს SERP-ში, გარდა MAP PACK-ისთვის ოპტიმიზირებისა, არსებობს ჩვეულებრივი შედეგების ველიც, როგორც ეს არის სხვა არა ლოკალური INTENT ძიებების დროს.
შესაბამისად მნიშვნელოვანია ოპტიმიზირება შენი საიტის ON-PAGE SEO-ს, რათა მიიზიდო ბევრად მეტი ადგილობრივი ტრაფიკი და ბიზნესისთვის დასახული მიზნები კონვერტაციაში მოიყვანო.
ტრადიციულად ON-PAGE SEO იმპლემენტაციისას ყურადღება უნდა გაამახვილო:
- Title თაგების ოპტიმიზაციაზე
- Meta აღწერილობის ოპტიმიზაციაზე
- ლოგიკური (სტრუქტურირებული) და SEO მეგობრული საიტის URL-ების შექმნაზე
- HTML ატრიბუტიკის სწორ გამოყენებაზე
ამაზე უკვე აღარ გავჩერდები, რადგან ამ პრაქტიკის განხორციელება მსგავსია ტრადიციული ON-PAGE SEO ოპტიმიზაციისა, რომელზეც დეტალურად ვისაუბრეთ ამ ბლოგში — “რა არის ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია”.
დამატებითი ON-PAGE SEO ძალისხმევა, რაც დაგჭირდება ლოკალური SEO ოპტიმიზაციისას, მოცემულია ქვემო ორ თავში, რასაც შეუძლია მნიშვნელოვნად დაგეხმაროს საიტის ლოკალური SEO ოპტიმიზაციისთვის.
Structure Data-ს დაყენება ლოკალური SEO-სთვის
SCHEMA MARKUP-ი, იგივე რაც Structure Data, ეხმარება საძიებო სისტემებს უკეთ გაიგონ საიტზე არსებული კონტენტის შინაარსი და მისი კონტექსტი.
გარდა ამისა, Structure Data-ს გამოყენება საშუალებას გაძლევს შექმნა ურთიერთდაკავშირებული საგნების ქსელი, სადაც ერთმანეთთან დაკავშირებულია საიტზე არსებული entity-ები. Entity-ი ესაა ნებისმიერი საგანი, იქნება ეს ბიზნესი, ვებსაიტი, ბლოგი, ინდივიდუალური პროდუქტი თუ სერვისი.
შესაბამისად, Structure Data-ს დაყენება საშუალებას გაძლევს შეუქმნა საძიებო სისტემებს უკეთესი ხედვა საიტის, შენი პროდუქტის, სერვისის და ბიზნესის შესახებ.
კიდევ ერთი სარგებელი, რასაც Structure Data-ს დაყენება მოაქვს, ესაა გაზარდო ალბათობა მოხვდე საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე ეგრეთწოდებული rich snippet-ით. რა თქმა უნდა, ბიზნესებისთვის, რომლებიც ცდილობენ დააგროვონ მაქსიმალური ავტორიტეტულობა, სანდოობა და ცნობადობა, ისეთი შედეგების ველი, როგორიცაა რეიტინგი და მიმოხილვები (review snippet და rating snippet), საშუალებას მისცემს მაღალი მოცულობის ადგილობრივი მომხმარებლების დასაგენერირებლად.

შესაბამისად, ლოკალური SEO-სთვის საიტის Structure Data-თი ოპტიმიზირება ნამდვილად ხელშესახები ფაქტორია. შენ შეგიძლია შენი ბიზნესისთვის გამოიყენო LocalBusiness schema markup-ი და მონიშნო შენი ბიზნესის ტელეფონის ნომერი, მისამართი და სხვა.
კონტენტის ოპტიმიზაცია ადგილობრივი (Local) SEO-სთვის
მაქსიმალური შედეგების მისაღებად მნიშვნელოვანია მოახდინო საიტზე არსებული ყველა ელემენტის ოპტიმიზირება, რათა აღმოჩნდე ადგილობრივი ძიებების დროს მოწინავე ადგილას და თავისთავად MAP PACK-ში.
შესაბამისად მნიშვნელოვანია შენს ვებსაიტზე არსებული გვერდების ოპტიმიზირება. ოპტიმიზაციაში არ ვგულისხმობ მხოლოდ ზემოთ ნახსენებ ON-PAGE SEO პრაქტიკებს, არამედ შენი მიზანია შექმნა უნიკალური გვერდები იმ სერვისებისთვის და მაღაზიებისთვის, რომლებიც ფუნქციონირებენ სხვადასხვა ტერიტორიებზე, დამატებით copywriting-ის ტექნიკების გამოყენებით.
პირობითად, ერთი ფილიალი მდებარეობს ერთ ქალაქში, ხოლო მეორე ფილიალი სხვა ქალაქშია განთავსებული. ამით საშუალებას მიიღებ დათარგეთდე სხვადასხვა ქივორდებით სხვადასხვა ლოკალური ძიებების დროს.