blogi

რა არის on-page seo ოპტიმიზაცია

Saba Shvelidze

საბა შველიძე

4.3.2026

ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია

ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია არის ტრადიციული SEO-ს ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, რომელიც ორიენტირებულია ვებსაიტზე არსებული გვერდების ოპტიმიზირებაზე. ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია მოიცავს შემდეგ სამუშაო პროცესს: Keyword-ების კვლევა და ინტეგრაცია, პოტენციური ვიზიტორის search intent-ის გაგება, კონტენტის შექმნა და ოპტიმიზირება, title და meta თეგების ოპტიმიზირება, საიტის URL-ის ოპტიმიზირება, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება (User Experience), გვერდებზე სტრუქტურირებული data-ს დაყენება, იგივე რაც schema markup, გვერდებზე გამოყენებული სურათების ოპტიმიზაცია და შიდა ბმულების ინტეგრირება საიტზე.

რატომაა ON-PAGE SEO მნიშვნელოვანი?

საიტის ON-PAGE SEO-ს კუთხით ოპტიმიზირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რათა საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე შენმა საიტმა დაიკავოს მოწინავე პოზიცია.

კარგად შესრულებული ON-PAGE SEO უზრუნველყოფს მაღალ რანკინგს SERP-ში. შესაბამისად, ON-PAGE SEO გეხმარება მოარგო შენი საიტი საძიებო სისტემის ალგორითმს, ასევე უზრუნველყო, რომ შენი კონტენტი შესაბამისია პოტენციური ვიზიტორის საძიებო განზრახვისა და უზრუნველყოფს პოზიტიურ USER EXPERIENCE-ს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კარგად ოპტიმიზირებული ვებსაიტი ON-PAGE SEO-ს მხრივ გვეხმარება მოვხვდეთ მოწინავე პოზიციაზე საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე.

იგივე ეხება ადგილობრივ ბიზნესებს — Local SEO ოპტიმიზაციასთან ერთად მნიშვნელოვანია ON-PAGE SEO სტრატეგიების განხორციელებაც.

რა არის on-page seo ოპტიმიზაცია

ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია — შესავალი

აღნიშნულ ნაწილში გაიგებ ON-PAGE SEO ოპტიმიზაციის ფუნდამენტებს, შეიქმნი ზოგად წარმოდგენას, თუ რა როლს თამაშობს ON-PAGE SEO საიტის რანკინგის განსაზღვრაში და საბოლოოდ შეძლებ გაიგო ყველა ის შემადგენელი ელემენტი, რომელიც დაგეხმარება მიაღწიო შენთვის დასახულ მარკეტინგულ თუ ბიზნეს მიზნებს.

ON-PAGE SEO-ს საფუძვლები

ON-PAGE SEO ოპტიმიზაციის სამუშაო პროცესი მოიცავს საიტზე არსებული გვერდების ოპტიმიზირებას იმგვარად, რომ დააკმაყოფილოს როგორც ვიზიტორის საძიებო ინტერესი, ამასთანავე საძიებო ალგორითმის მიერ ჩამოყალიბებული ranking ფაქტორები.

მოკლედ რომ განვმარტოთ, ON-PAGE SEO მოიცავს:

1: პოტენციური ვიზიტორის კვლევა და search query-ის გაგება. 2: keyword კვლევა და ინტეგრაცია

3: title tag-ის ოპტიმიზირება

4: meta description-ის ოპტიმიზირება

5: URL-ის ოპტიმიზირება და მისი სტრუქტურის ოპტიმიზაცია 6: image alt text-ის ოპტიმიზირება

7: მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნა და მისი keyword-ებით ოპტიმიზირება

8: featured snippet-ისთვის კონტენტის ოპტიმიზაცია

9: rich snippet-ისთვის კონტენტის ოპტიმიზაცია

10: internal linking (შიდა ბმულების) ჩამოყალიბება

11: external-outbound (გარე ბმულების) ჩამოყალიბება

12: user experience-ის (მომხმარებლის გამოცდილება) გაუმჯობესება

13: schema markup — structured data-ს დაყენება საიტზე არსებულ გვერდებზე

14: heading tag-ების ჩამოყალიბება და ოპტიმიზაცია

აღნიშნული პროცესის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში შენი შანსი, რომ მოხვდე საძიებო სისტემის შედეგების პირველ გვერდზე, მნიშვნელოვნად გაიზრდება. ახლა კი დროა გაეცნო, თუ როგორ შეგიძლია აღნიშნული პროცესის პრაქტიკაში მოყვანა.

title tag-ის და meta description-ის ოპტიმიზაცია

აღნიშნულ ნაწილში გაეცნობი, როგორ მოახდინო საიტის title tag-ის და meta description-ის ოპტიმიზირება. ორივე მათგანი თამაშობს მნიშვნელოვან როლს გვერდების რანკინგისთვის საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე, ამასთანავე მომხმარებელს აძლევს ზოგად წარმოდგენას, თუ რის შესახებაა კონტენტი და აგენერირებს მაღალ CTR-ს.

title tag-ის ოპტიმიზაცია

საიტის გვერდის title tag-ის ოპტიმიზირება ON-PAGE SEO-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და განიხილება, როგორც ხელშესახები ranking ფაქტორი, რათა კონტენტი მოხვდეს საძიებო სისტემის შედეგების მოწინავე გვერდზე. აღნიშნული გამომდინარეობს შემდეგი ფაქტორებიდან:

პირველ რიგში, გვერდის title tag-ი აწვდის საძიებო სისტემის ალგორითმს ინფორმაციას, თუ რის შესახებაა აღნიშნული კონტენტი და შეესაბამება თუ არა ის მომხმარებლის search query-ს.

გარდა ამისა, title tag-ი ეხმარება პოტენციურ ვიზიტორს შეატყობინოს, ემთხვევა თუ არა ვებგვერდზე არსებული კონტენტის არსი მომხმარებლის საძიებო განზრახვას, ეგრეთ წოდებულ search intent-ს. შესაბამისად, კარგად ოპტიმიზირებული title tag-ი უზრუნველყოფს, რომ ვიზიტორს თავიდანვე შეატყობინოს, თუ რის შესახებაა კონტენტი, ამით კი აირიდებ უარყოფით user experience-ს, როგორიცაა მაღალი Bounce Rate.

ახლა კი გაეცანი იმ პრაქტიკებს, რომლებიც აუცილებელია title tag-ის ოპტიმიზაციისთვის:

ვებგვერდის title tag-ი უნდა იყოს ინტეგრირებული მთავარი keyword-ით, რომლის გარშემოც ცდილობ საიტის დათარგეთებას, რათა მოხვდე ამ ტერმინზე საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე.

უმჯობესია გამოიყენო ეგრეთ წოდებული Long-tail keyword-ები (გრძელი საკვანძო სიტყვები). ეს დაგეხმარება დაათარგეთო შენი გვერდი შედარებით მცირე სირთულის keyword-ით, სადაც გექნება ნაკლები კონკურენცია ამ ტერმინზე კონკურენტებთან შედარებით.

Long-tail keyword-ის გენერირება შეგიძლია მოახდინო ისეთი ტერმინების დამატებით მთავარ keyword-ზე, რომელიც დაგეხმარება გაზარდო CTR, მაგალითად:

ჩვეულებრივი keyword: on-page სეო Long-tail keyword: რა არის ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია, სახელმძღვანელო (2025)

თუ ანხორციელებ E-Commerce ტიპის საიტს, პროდუქტის გვერდის title tag-ებს შეგიძლია დაამატო: უფასო, 10% ფასდაკლებით, გარკვეული ვადები მაგ: 5 დეკემბრამდე, საუკეთესო და სხვა.

უკეთესი იქნება, თუ მთავარ keyword-ს განათავსებ რაც შეიძლება ადრე შენს title tag-ში.

ON-PAGE SEO ოპტიმიზაციის სრულყოფილად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ვებსაიტზე არსებულ თითოეულ გვერდს ჰქონდეს თავისი უნიკალური title tag-ი.

meta description-ის ოპტიმიზაცია

meta description-ი, იგივე meta აღწერილობა, არის მეორე მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც აღიქმება, როგორც ერთ-ერთი ranking ფაქტორი გვერდებისთვის, რათა მოხვდნენ ძიების შედეგების მაღალ პოზიციაზე.

მოკლედ რომ განვმარტოთ, meta description-ი არის მოკლე აღწერა, თუ რის შესახებაა საიტზე არსებული აღნიშნული გვერდი. ის ეხმარება როგორც საძიებო სისტემის ალგორითმს, ამასთანავე პირველ რიგში პოტენციურ ვიზიტორს გაიგოს, თუ რას სთავაზობს SERP-ში განთავსებული კონტენტი.

რა არის on-page seo ოპტიმიზაცია

კარგად ოპტიმიზირებული meta description-ი ON-PAGE SEO-ს პერსპექტივით უნდა იყოს მთავარი keyword-ით ოპტიმიზირებული, რომლის გარშემოც ათარგეთებ საიტზე არსებულ კონტენტს.

იდეალურ შემთხვევაში meta description-ი უნდა იყოს 30-60 სიტყვამდე შედგენილი.

გარდა ტექნიკური SEO საფუძვლებისა, უმჯობესია მიმართო ეგრეთ წოდებულ კოპირაითინგის ტექნიკებს. კერძოდ, გარდა იმისა, რომ შენი meta description-ი უნდა იყოს keyword-ით ოპტიმიზირებული, ის ამასთანავე უნდა ეხმარებოდეს საიტს დააგენერიროს მაღალი CTR.

კერძოდ, meta აღწერილობა ნათლად უნდა წარმოაჩენდეს:

თუ რის შესახებაა კონტენტი რა არის კონტენტის მთავარი უნიკალური ღირებულება კონკრეტული დეტალი, რომელიც მოკლედ აღწერს გვერდს

მსგავსად title tag-ის შემთხვევისა, ყოველ გვერდს უნდა ჰქონდეს თავისი უნიკალური meta description-ი.

კონტენტის შექმნა

კარგი კონტენტის შექმნა არ შემოიფარგლება მხოლოდ კონტენტის keyword-ებით ოპტიმიზირებით. წარმატებული SEO კონტენტის შექმნა მოიცავს სრულყოფილი, უნიკალური და ღირებული მასალის შექმნას, რომელიც იქნება დამხმარე და გამოსადეგი ვიზიტორისთვის, ამასთანავე გაზრდის PAGE AUTHORITY-ს და იქნება წყარო BACKLINK-ების დასაგენერირებლად.

კონტენტის შექმნა SEO-სთვის

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სრულყოფილად განახორციელო ყველა ის პრაქტიკა, რასაც მოიცავს ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია, თუმცა თუ შენ მიერ შესათავაზებელი კონტენტი ნამდვილად ღირებული და უნიკალური არ არის პოტენციური ვიზიტორისთვის, სხვა შენ მიერ განხორციელებული ძალისხმევები ვერ მოახდენს რაიმე პოზიტიურ გავლენას ვებგვერდის რანკინგზე SERP-ში.

კონტენტი, რომელსაც ქმნი, უნდა იყოს ON-PAGE SEO-ს პერსპექტივით სრულყოფილი, რომელიც სასაუბრო საკითხს თანმიმდევრულად და სრულყოფილად განიხილავს.

თუ საქმე გვაქვს მაგალითად ონლაინ მაღაზიის ტიპის ვებსაიტთან, მაშინ გვერდზე არსებული ინფორმაცია სრულყოფილად უნდა გადმოსცემდეს პროდუქტის მახასიათებლებსა და მის ფასს.

გარდა ამისა, კონტენტი საიტზე არსებულ სხვა მასალებთან შედარებით უნდა იყოს უნიკალური, რათა აირიდო დუბლიკატური კონტენტი და გამოირჩეოდე, როგორც უნიკალური გვერდი სხვა მსგავსი შინაარსის მქონე გვერდებისგან.

და რაც მთავარია, შენ მიერ დაგენერირებული კონტენტი უნდა შეესაბამებოდეს მომხმარებლის საძიებო განზრახვას (search intent-ს), წინააღმდეგ შემთხვევაში შენი კონტენტი მნიშვნელოვნად ჩამოქვეითდება ძიების შედეგების გვერდზე.

სრულყოფილი კონტენტი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ranking სიგნალი, რომელსაც Google-ის საძიებო ალგორითმი ანიჭებს უპირატესობას, არის ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც სრულყოფილად აღწერს კონტენტის შესახებ სასაუბრო თემას, უქმნის საიტზე შემოსულ მომხმარებელს სრულყოფილ ხედვას და აკმაყოფილებს მის search query-ს.

რაც საბოლოო ჯამში იწვევს პოზიტიურ user experience-ს, რომელიც დადებითად აისახება გვერდის authority-ზე და მის რანკინგზე SERP-ში.

გარდა ამისა, კონტენტი, რომელიც სრულყოფილია და მომხმარებელს პროფესიონალურ ხედვას სთავაზობს გარკვეულ საკითხთან მიმართებით, მაგალითად შეიცავს გარკვეულ პრაქტიკულ შემთხვევებს (case study), შექმნილია გამოცდილი და პროფესიონალი პიროვნების მიერ, შეიცავს გარკვეულ უნიკალურ და მაღალი სიზუსტის სტატისტიკას, არის განახლებული და შეიცავს ახალ ხედვებსა და სტრატეგიებს, არის დეტალური და შეიცავს სურათებს, ვიდეოებს, ინფოგრაფიკებს — ასეთი კონტენტი არის იდეალური წყარო backlink-ებისთვის, რადგან სხვა საიტებისთვის შენი კონტენტი იქნება გამორჩეული, სანდო და ავტორიტეტული.

სრულყოფილი კონტენტის გენერირებისთვის გამოიყენე long-tail keyword-ები, რაც საშუალებას მოგცემს მოიცვა კონტენტის თემის გარშემო არსებული ყველა ასპექტი.

უნიკალური კონტენტი

უნიკალური კონტენტის შექმნა ერთ-ერთი შემადგენელი ranking ფაქტორია. ამიტომ შექმენი ისეთი კონტენტი, რომელიც მკითხველს ან პოტენციურ მომხმარებელს შესთავაზებს რაიმე ახალს და უნიკალურს.

აღნიშნული პრაქტიკის იმპლემენტაცია შეგიძლია შემდეგი მეთოდების გამოყენებით, მაგალითად:

ახალი სტრატეგიების ჩვენება ახალი რჩევების წარმოდგენა მკითხველისთვის ახლად ჩატარებული სტატისტიკის წარმოჩენა საკითხის სხვა პერსპექტივით და ახალი კუთხით მიმოხილვა ახალი პრაქტიკული გამოცდილების მიტანა მკითხველამდე (new case study) კოპირაითინგის ტექნიკების გამოყენება

შესაბამისად, თუ გსურს იყო გამორჩეული და გქონდეს შანსი დაიკავო მაღალი ადგილი SERP-ში, შეეცადე შექმნა კონტენტი — იქნება ეს სტატიის თუ პროდუქტის ტიპის გვერდი — იყოს უნიკალური და სთავაზობდეს საიტზე შემოსულ მომხმარებელს გარკვეული სახის ღირებულებას, რომელიც გამოგარჩევს ძიების შედეგების გვერდზე არსებულ სხვა კონტენტებთან შედარებით.

რა არის on-page seo ოპტიმიზაცია

აღნიშნული კი დაგეხმარება გაზარდო რანკინგი, დააგენერირო მაღალი CTR და შენ მიერ ჩატარებული ON-PAGE SEO ძალისხმევებით მიიზიდო მაღალი მოცულობის ორგანული ტრაფიკი.

კონტენტი და SEARCH INTENT

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შენი მიერ შექმნილი კონტენტი იყოს სრულყოფილი და უნიკალური, თუმცა თუ ის არ შეესაბამება ვიზიტორის საძიებო განზრახვას, ეგრეთ წოდებულ search intent-ს, შენ მიერ დაგენერირებული კონტენტი სწრაფად განიცდის კრახს და მნიშვნელოვნად დაქვეითდება საძიებო შედეგების გვერდზე.

რა იგულისხმება SEARCH INTENT-ში?

საძიებო განზრახვა არის ის მოტივი, რის გამოც ვიზიტორები ახორციელებენ search query-ს — კონკრეტულად, რა მიზნით ატარებენ ისინი research-ს მაგალითად Google-ში.

საძიებო განზრახვის გასაგებად უნდა მიმართო შემდეგ ორ პრაქტიკულ მეთოდს:

პირველი — ჩაატარე keyword კვლევა და გაიგე იმ მთავარი keyword-ის განზრახვა, რომლის გარშემოც აპირებ მთავარი კონტენტის დათარგეთებას.

keyword-ები თავისი დანიშნულებით შეიძლება იყოს ოთხი მთავარი საძიებო მოტივით გამოყენებული მძებნელის მიერ:

ინფორმაციული კომერციული ტრანზაქციული სანავიგაციო

აღნიშნულის გაგება შეგიძლია სხვადასხვა SEO ხელსაწყოს გამოყენებით, მაგალითად Semrush-ის. Semrush-ის keyword overview ხელსაწყო მოგცემს სრულყოფილ ინფორმაციას, თუ რა ტიპის განზრახვა არსებობს ამ ტერმინის მიმართ.

მეორე მეთოდი არის ძიების შედეგების გვერდების ანალიზი. კონკრეტულად, დააკვირდი, თუ რა ტიპის კონტენტი არის მოწინავე გვერდზე იმ ტერმინებზე, რომელზეც უნდა დაათარგეთო შენი კონტენტი.

კონტენტის ოპტიმიზაცია

კონტენტის ოპტიმიზაცია არის ხერხემალი წარმატებული ON-PAGE SEO ოპტიმიზაციის. აღნიშნული მოიცავს კონტენტის keyword-ებით ინტეგრირებას, URL-ის ოპტიმიზაციას, კონტენტის სტრუქტურის ჩამოყალიბებას heading tag-ების მეშვეობით და სხვა.

ახლა კი დროა გაეცნო სხვა ხელშესახებ და პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ შეძლო კონტენტის ოპტიმიზირება.

კონტენტის ოპტიმიზაცია (ON-PAGE SEO)

მას შემდეგ, რაც შექმნი სრულყოფილ და უნიკალურ კონტენტს, რომელიც შეესაბამება ვიზიტორის ინტერესს და საჭიროებებს, შემდეგი ეტაპია მოახდინო ამ კონტენტის ოპტიმიზაცია ON-PAGE SEO-ს პერსპექტივით და გახადო ის რელევანტური როგორც საძიებო სისტემისთვის, ასევე პოტენციური ვიზიტორისთვისაც.

საიტის URL-ის ოპტიმიზაცია SEO-სთვის

საიტის URL ეხმარება როგორც საძიებო სისტემებს, ასევე ვიზიტორს გაიგოს, თუ რის შესახებაა კონტენტი და დაეხმაროს მას ვებსაიტზე ნავიგაციაში. საიტის URL-ის ოპტიმიზირება ნიშნავს SEO-ს მეგობრული URL სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც საიტს ეხმარება პოზიტიური ranking სიგნალის გენერირებისთვის და საიტისთვის შანსის გაზრდისთვის მოხვდეს მაღალ პოზიციაზე SERP-ში.

რაც შეეხება იმ პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებიც გჭირდება ოპტიმიზირებული URL-ის გენერირებისთვის, ესენია:

შენი URL უნდა იყოს მთავარი keyword-ით ინტეგრირებული. URL უნდა იყოს მოკლე და ლაკონური, რათა იყოს როგორც საძიებო სისტემისთვის, ამასთანავე ვიზიტორისთვის მარტივად აღსაქმელი. ლოგიკური URL სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად URL სლაგი უნდა მიუთითებდეს ვიზიტორს, ასევე საძიებო სისტემას, თუ სად იმყოფება ის ამჟამად ვებგვერდზე. გამოიყენე დეფისი და არა სხვა ნიშნები URL-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში საძიებო სისტემა ვერ აღიქვამს ამ ნიშნებს. დეფისი გამოიყენე სიტყვების სეპარაციისთვის, მაგალითად: რა-არის-SEO. არ გამოიყენო ციფრები შენი URL-ის ოპტიმიზაციისთვის.

შეჯამებისთვის, კარგად ოპტიმიზირებული URL უზრუნველყოფს, რომ გამოჩნდეს ის SERP-ში და დააგენერიროს არაოპტიმიზირებულ და რთულად აღსაქმელ URL-თან შედარებით მაღალი CTR.

keyword-ების ინტეგრირება კონტენტში

keyword-ების ინტეგრირება კონტენტში ხელს უწყობს საძიებო სისტემებს უკეთ გაიგონ, თუ რის შესახებაა ვებგვერდზე არსებული კონტენტი, რათა მომხმარებლის search query-ზე დაარანკინგონ აღნიშნული გვერდი.

გარკვეული ON-PAGE SEO მეთოდები, რომლებსაც შეგვიძლია მივმართოთ კონტენტის ოპტიმიზაციისთვის, მოიცავს:

პირველ 100-150 სიტყვის keyword-ით ოპტიმიზაცია — ეს საძიებო სისტემას შეუქმნის უკეთეს ხედვას, თუ რის შესახებაა კონტენტი, რადგან Google-ი უპირატესობას ანიჭებს იმ ტერმინებს, რომლებიც გამოყენებულია შედარებით საწყის, პირველ 100-150 სიტყვაში.

მეორე გასათვალისწინებელი ფაქტორი არის keyword-ის ინტეგრაციის სიხშირე, ანუ რა სიხშირით უნდა გამოვიყენოთ ის კონტენტში.

keyword-ის ინტეგრაციის პროცესი უნდა იყოს ბუნებრივი, რამაც არ უნდა გამოიწვიოს კონტენტის დამახინჯება და საბოლოოდ უარყოფითი user experience-ის გენერაცია. შესაბამისად, იდეალურ შემთხვევაში keyword-ის სიხშირე უნდა იყოს 7-დან 10 გამეორებამდე, რაც კონტენტის შინაარსს ერგება იდეალურად და ბუნებრივად.

რა არის on-page seo ოპტიმიზაცია

heading tag-ების ოპტიმიზაცია

heading tag-ი არის HTML ატრიბუტიკა, რომელიც გვეხმარება ჩამოვაყალიბოთ საიტზე არსებული კონტენტის სტრუქტურა და იერარქია. ამასთანავე heading tag-ი ეხმარება საძიებო სისტემებს უკეთ გაიგონ, თუ რის შესახებაა კონტენტი და რამდენად რელევანტურია ის ძიების query-სთან. თავისი სტრუქტურით heading tag-ი ჩამოყალიბებულია H1-დან H6-მდე.

heading tag-ის ოპტიმიზირება არის ერთ-ერთი ranking სიგნალი საიტებისთვის Google-ის მიერ ჩამოყალიბებულ ranking ალგორითმთან მიმართებით.

კარგად ოპტიმიზირებული heading tag-ი უზრუნველყოფს, რომ კონტენტი იყოს user experience-ზე მორგებული და მისთვის ოპტიმიზირებული, ამასთანავე დაეხმაროს საძიებო სისტემის ალგორითმს უკეთ გაიაზროს, თუ რის შესახებაა კონტენტი. Google-ი, მსგავსად title tag-ის, meta description-ისა და კონტენტში არსებული keyword-ებისა, ასევე იყენებს heading tag-ში ინტეგრირებულ keyword-ებს, რათა უკეთ გაიაზროს კონტენტის შინაარსი.

H1 თეგი არის ყველაზე მაღალი იერარქიაში სხვა HTML თეგებთან მიმართებით. ის უნდა გამოიყენო, როგორც გვერდის მთავარი სათაური. H1 თეგის ორჯერ გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ტექნიკური პრობლემა. H1 თეგი უნდა იყოს ოპტიმიზირებული მთავარი keyword-ით.

H2-დან H6-მდე თეგები კი შეგიძლია გამოიყენო კონტენტში ქვესათაურებისთვის და უფრო ღრმა კონტენტის ჩასაშლელად.

heading tag-ები უნდა იყოს სტრუქტურირებულად გამოყენებული. არ შეიძლება რომელიმე მათგანის გამოტოვება ან არეულად დაყენება. მისი სტრუქტურა უნდა გამოიყურებოდეს შემდეგნაირად:

H1 H2 H3 H4 H5 H6

ON-PAGE SEO და პოზიტიური UX

პოზიტიური USER SIGNAL-ების დაგენერირება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ვებსაიტებისთვის, რათა მოხვდნენ საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე. კერძოდ, მნიშვნელოვანია, თუ როგორი ინტერაქცია აქვს ვიზიტორს შენს მიერ ოპტიმიზირებულ საიტთან.

შესაბამისად, საიტის ოპტიმიზაცია USER EXPERIENCE-ისთვის, მაგალითად Dwell Time, Bounce Rate და Page Speed, თამაშობს უდიდეს როლს, მოხვდე ტოპ 5 შედეგების ოფციაში. სწორედ ამიტომ შეიქმნა აღნიშნული ნაწილი, რათა დაგეხმაროს პოზიტიური UX სიგნალის გენერირებაში.

რა არის USER EXPERIENCE?

User experience-ი, იგივე მომხმარებლის გამოცდილება, არის ერთ-ერთი SEO ranking სიგნალი, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი ინტერაქციული გამოცდილება აქვს საიტზე შემოსულ ვიზიტორს კონტენტთან და ვებსაიტთან. პოზიტიური USER EXPERIENCE ეხმარება ვებგვერდს მოიპოვოს მაღალი პოზიცია SERP-ში. მომხმარებლის გამოცდილება აისახება Bounce Rate-ზე, Dwell Time-ზე და Core Web Vitals-ზე.

იმისათვის, რომ უზრუნველყო პოზიტიური user experience, მიმართე შემდეგ პრაქტიკულ სტრატეგიებს, რათა მოახდინო სრულყოფილი SEO ოპტიმიზაცია.

ჩაშალე კონტენტი ქვესათაურებად

დაანაწევრე კონტენტი პატარ-პატარა ნაწილებად, რათა გახდეს მკითხველის მხრიდან მარტივად დასამუშავებელი და წაკითხვადი. აღნიშნული კონტენტს გახდის მარტივად აღსაქმელს და გასაგებს, შესაბამისად დააგენერირებ პოზიტიურ user experience-ს. ამისათვის მიმართე ზემოთ ნახსენებ heading tag-ებს და დაანაწევრე კონტენტი ქვესათაურების მიხედვით.

საიტის სიჩქარის გაუმჯობესება

საიტის სიჩქარე არის მეტრიკი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენად სწრაფად იტვირთება ვებსაიტი ვიზიტორის მხრიდან სერვერისთვის request-ის (მოთხოვნის) გაგზავნის შემდეგ. აღნიშნული მაჩვენებელი შეგვიძლია განვსაზღვროთ სხვა საზომებითაც, რომლებიც მოწოდებულია Google-ის მიერ Google PageSpeed Insights ხელსაწყოს მეშვეობით.

რაც უფრო სწრაფად რეაგირებს საიტი და სერვერი მომხმარებლის მიერ გაკეთებულ მოთხოვნებზე, მით უფრო უკეთეს user experience-ს დააგენერირებ და შესაბამისად გაზრდი შენი ვებსაიტის რანკინგს.

აღნიშნული technical SEO ოპტიმიზაციის პრეროგატივაა, თუმცა აქვე დაგისახელებ გარკვეულ სტრატეგიებს, თუ როგორ შეგიძლია გააუმჯობესო საიტის სიჩქარე:

სურათების დაკომპრესება CDN-ის გამოყენება lazy loading-ის გამოყენება არასაჭირო კოდების შემცირება (HTML, JavaScript, CSS) browser caching-ის გამოყენება არასაჭირო 301 redirect-ების შემცირება, მაგალითად redirect ჯაჭვები hosting plan-ის გაუმჯობესება მობილური მოწყობილობებისთვის ოპტიმიზირება

ოპტიმიზირება მობილური მოწყობილობებისთვის

Google-მა დაასახელა mobile-first indexing ფაქტორი. აღნიშნული გულისხმობს მობილური გაჯეტებისთვის ვებსაიტის ოპტიმიზირებას, რადგან საძიებო სისტემის ბოტები პირველ რიგში ინდექსირებას და რანკინგს ანიჭებენ იმის მიხედვით, თუ როგორ არის ოპტიმიზირებული საიტი მობილური მოწყობილობებისთვის.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია შევამოწმოთ, თუ როგორ იტვირთება და სწრაფად მუშაობს ვებგვერდი ტელეფონით შემოსული ვიზიტორებისთვის, საიტზე გამოყენებული დიზაინი ოპტიმიზირებულია თუ არა ტელეფონებისთვის და საიტზე გამოყენებული ღილაკები მუშაობს თუ არა კარგად ტელეფონებში ჩატვირთულ ვებგვერდზე.

აღნიშნული სტრატეგიების შემოწმება შეგვიძლია როგორც SEO ხელსაწყოების გამოყენებით, მაგალითად Semrush-ის site audit ხელსაწყოთი, ამასთანავე Google PageSpeed Insights-ით.

თუ როგორ იტვირთება შენი საიტი მობილური გაჯეტებისთვის, ამისთვის შეგიძლია მიმართო იმ CMS-ს, რომელშიც მუშაობ, ასევე Google Search Console-ში URL inspection ბარში შეამოწმო, თუ როგორ არენდერებს და ხედავს Google შენს ვებსაიტს.

განათავსე კონტენტი დასაწყისშივე

საიტზე შემოსულ ვიზიტორს სურს სწრაფი პასუხები, მას შემდეგ რაც გადამისამართდება საიტზე. ამიტომ, ნაცვლად საწყის წერტილში დიდი სურათების და გრაფიკების განთავსებისა, უზრუნველყავი მკითხველი სწრაფი პასუხებით, რომლებიც დააკმაყოფილებს მათ საძიებო შეკითხვას და ინტერესს. ამით მოახდენ შენი კონტენტის ოპტიმიზაციას ON-PAGE SEO-ს კუთხით, ასევე დააგენერირებ პოზიტიურ user experience-ს და შეამცირებ Bounce Rate-ის მაჩვენებელს.

რა არის on-page seo ოპტიმიზაცია

ახლა კი გაეცანი სიღრმისეულ ON-PAGE SEO ოპტიმიზაციის სტრატეგიებს:

სიღრმისეული ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია

მას შემდეგ, რაც განახორციელებ ყველა საბაზისო ON-PAGE SEO პრაქტიკას, შემდეგი ეტაპია გამოიყენო სხვა, მეტად სიღრმისეული ON-PAGE SEO სტრატეგიები, რომელიც ხელს შეგიწყობს გახდე დაწინაურებული შენ კონკურენტებთან შედარებით.

იმისათვის, რომ მოხვდე მოწინავე ადგილას SERP-ში და უზრუნველყო საიტი მაღალი ორგანული ტრაფიკით, მხოლოდ საბაზისო ON-PAGE SEO ოპტიმიზაცია საკმარისი არ არის. შენ კიდევ გჭირდება დამატებითი ძალისხმევა, რათა გამოიყენო ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც მოგცემს შანსს იყო პირველი ოფცია საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე.

ოპტიმიზაცია FEATURED SNIPPET-ისთვის

Featured snippet-ი არის გამორჩეული ნაწილი საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე, რომელიც უზრუნველყოფს ლაკონურ და პირდაპირ პასუხებს ვიზიტორებისთვის.

იმისათვის, რომ შენი საიტი გამოჩნდეს featured snippet-ში, პირველ რიგში გჭირდება მოხვდე საძიებო სისტემის შედეგების პირველ გვერდზე, და მეორე — უნდა აღმოაჩინო ის keyword-ები, რომლებზეც საძიებო სისტემის შედეგების ველში უკვე არსებობს featured snippet შედეგები.

ამისთვის დაგჭირდება გაიგო აღნიშნული keyword-ები, შემდგომ მოახდინო საიტის ოპტიმიზირება featured snippet-ებისთვის. არსებობს 4 ტიპის featured snippet, კერძოდ:

განმარტებითი featured snippet, ეგრეთ წოდებული definition box დალაგებული სია ჩვეულებრივი სია, ნუმერაციის გარეშე ცხრილი

იმისათვის, რომ გაზარდო შანსი მოხვდე featured snippet-ში, შეეცადე მოახდინო საიტის ოპტიმიზირება long-tail keyword-ებით და შექმენი ისეთი ნაწილები კონტენტში, რომლებიც Google-ისთვის მარტივად უზრუნველყოფს გამოიყენოს ისინი აღნიშნული საძიებო შედეგებისთვის.

შიდა და გარე ბმულებით ოპტიმიზირება

საიტის internal linking-ის ოპტიმიზაცია და ჩამოყალიბება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ranking ფაქტორია.

შიდა ბმულები პირველ რიგში გვეხმარება ჩამოვაყალიბოთ საიტის სტრუქტურა, რაც შემდგომში დაგვეხმარება გავხადოთ ვებსაიტი მარტივად დასაინდექსებელი და სანავიგაციო, როგორც საძიებო სისტემისთვის, ასევე ვიზიტორისთვისაც.

გარდა ამისა, კარგად ოპტიმიზირებული საიტი შიდა ბმულებით დაგეხმარება აირიდო ეგრეთ წოდებული orphan (ობოლი) გვერდები, რომლებსაც არ გააჩნიათ შიდა ბმული და ისინი რთულად საპოვნელია მომხმარებლის მხრიდან.

ასევე, ოპტიმიზირებული შიდა ბმულები გაძლევს საშუალებას აირიდო deep (ღრმა) გვერდები, რომლებიც რთულად საპოვნელი და ინდექსირებადია საძიებო სისტემის ბოტების მიერ.

შემდეგი დადებითი ფაქტორი, რომელიც შიდა ბმულებს ახასიათებს, არის საიტის პოპულარობისა და რანკინგის გაზრდის შესაძლებლობა. internal linking გაძლევს საშუალებას გადაუნაწილო page authority სხვა ნაკლებად პოპულარულ და დაბალრანკინგიან გვერდს შენს საიტზე და გაზარდო აღნიშნული გვერდის crawling rate-ის მაჩვენებელი.

რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ external linking-ს, აღნიშნული პრაქტიკა გულისხმობს, როდესაც შენს კონტენტში მოიხსენიებ სხვა მაღალი სანდოობისა და ტრაფიკის მქონე ვებსაიტს. ეს ზრდის შენი ვებგვერდის domain authority-ს და Google-ის საძიებო სისტემის ალგორითმისთვის შენი საიტი და კონტენტი ხდება უფრო სანდო. შესაბამისად, იზრდება ვებსაიტის E-E-A-T მაჩვენებელი და შანსი მოხვდეს მაღალ პოზიციაზე საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე.

სურათების ოპტიმიზაცია

კარგად ოპტიმიზირებული სურათები პოზიტიური ranking სიგნალია შენი საიტისთვის საძიებო სისტემის თვალსაზრისით.

ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

პირველ რიგში, ოპტიმიზირებული სურათები უზრუნველყოფს საიტის სიჩქარის გაუმჯობესებას და პოზიტიური USER EXPERIENCE სიგნალების დაგენერირებას Core Web Vitals-თან მიმართებით.

გარდა ამისა, სურათების image alt text-ის ოპტიმიზაცია გეხმარება შეუქმნა უკეთესი კონტექსტი საძიებო სისტემას, რათა გაიგოს, თუ რის შესახებაა აღნიშნული სურათები.

image alt text-ის ოპტიმიზაციისთვის გამოიყენე შენი მთავარი keyword-ები აღნიშნულ alt text-ში. ის უნდა იყოს ლაკონური და კარგად აღწერდეს, თუ რის შესახებაა სურათი. მოახდინე ყველა სურათის image alt text-ით ოპტიმიზაცია.

რა არის on-page seo ოპტიმიზაცია

structured data-ს დაყენება

structured data, იგივე schema markup, არის მონაცემთა კრებული, ეგრეთ წოდებული კოდირებული ფრაგმენტი, რომლებსაც ვამატებთ ვებსაიტზე არსებულ გვერდებს, რათა დავეხმაროთ საძიებო სისტემებს უკეთ გაიგონ, თუ რის შესახებაა აღნიშნული კონტენტი.

სტრუქტურირებული მონაცემები ასევე ქმნის ურთიერთდაკავშირებულ ქსელურ ქსოვილს, სადაც ერთმანეთს აკავშირებს საიტზე არსებულ entity-ებს, რათა საძიებო სისტემას შეუქმნას სრულყოფილი ხედვა საიტზე არსებული კონტენტისა.

entity არის ნებისმიერი საგანი, რომელიც საიტზე არსებობს, მაგალითად ინდივიდუალური პროდუქტი თუ სერვისი, თავად ვებსაიტი, საიტზე მოღვაწე პერსონა, ბიზნესი, რომელიც საიტზე არსებობს და სხვა.

თავად schema markup არის კოდი, რომელიც შეიძლება დაიწეროს სამ სხვადასხვა ენაზე, ესენია:

JSON-LD, Microdata

საიტზე schema markup-ის დაყენება საშუალებას გაძლევს შენი საიტი გამოჩნდეს საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე rich snippet-ით.

rich snippet-ი არის გაძლიერებული ძიების სისტემის შედეგების ველი, სადაც დამატებით ტრადიციულ შედეგებთან ერთად, როგორებიცაა title tag, meta description და URL, ამოღებულია ინფორმაცია structured data-დან. ესენია მაგალითად: რეიტინგი, მიმოხილვა, პროდუქტის ფასები, FAQ გვერდი, პროდუქტის რაოდენობა და სხვა.

#SEO ბლოგი#seo კურსი#seo ბლოგები#seo სახელმძღვანელოები